ვაჟა ფშაველას გამზირზე მანქანა იწვის

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მანქანა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.

მეტი...

„დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუა სუსტი სააკაშვილი“ – გელა ნიკოლეიშვილი

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით პრეზიდენტს არა დემენცია, არამედ პატიმრობის მიუღებლობა აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებს. „დემენციის დიაგნოზს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ. დემენციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ამ დაავადებას. მას საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს და ავიწყდებოდეს სიტყვები, არათუ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს თავისუფლად. მას არ შეიძლება ჰქონდეს გუშინდელ და გუშინწინდელ ბოლოდროინდელ ამბებზე საღი შეფასება. დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუა სუსტი სააკაშვილი და თქვენ მეუბნებით რომ არის“ – აცხადება გელა ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმ  მდგომარეობას ვერ…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით სააკაშვილის არანაირი გულყრა თუ კრუნჩხვა არ ფიქსირდება და ეს მხოლოდ მოყოლილია  

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც სააკაშვილის კრუნჩხვას თუ გულყრას დაადასტურებს და ეს მხოლოდ ჩანაწერში ფიქსირდება. „მთელი რიგი შეუსაბამობები და უზუსტობები დაფიქსირდა მის დასკვნასა და ჩვენებს შორის. როცა საუბარია გულყრებსა და კრუნჩხვებზე, აღმოჩნდა და ექსპერტმაც დაადასტურა, რომ სამედიცინო ისტორიაში მხოლოდ ექიმების, ან ექიმებთან სააკაშვილის ნათქვამის შედეგად არის ჩაწერილი. ანუ პაციენტმა რომ განაცხადა, “მქონდა თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, გულყრაო“. ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც პირადად ნახავდა ამ ფაქტს. ასევე, როცა ექსპერტი საუბრობდა რომ ეპილეფსიასთან დაკავშირებული…

მეტი...

„წარმოუდგენელია, რომ ჯერ კიდევ არ შეუწყალებიათ“ – ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილზე  

“წარმოუდგენელია რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ გაუცია სააკაშვილის შეწყალება, რაც მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემს. წარმოუდგენელია, რომ ქართველი პოლიტიკოსები მიდიან იმ რისკზე, რომ პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს,” – წერს გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი Twitter-ზე წერს.  

მეტი...

რომის პაპის განცხადებით, უაზრო ომი, რომელიც მსოფლიოს აზარალებს, უნდა შეწყდეს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მორიგ გზავნილს აჟღერებს და ამბობს, რომ ეს უაზრო ომი მთელ მსოფლიოს აზარალებს. პაპის შეფასებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არის ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, დიპლომატებთან შეხვედრაზე, მიმდინარე ომს  სიკვდილისა და ნგრევის კვალიც უწოდა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს არის დანაშაული. „ჩემი ვალდებულებაა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ უაზრო კონფლიქტის დაუყოვნებელ შეწყვეტისკენ, რომლის შედეგები მთელ რეგიონშია, ასევე ევროპის ფარგლებს გარეთ, ენერგიისა და სურსათის წარმოების სფეროებში, უპირველეს ყოვლისა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, – ბრძანა რომის პაპმა შეხვედრაზე.  

მეტი...

„რეფორმა ძირითადად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“ – მანქანები რომლებიც „ბოლავენ“

2023 წლიდან გზებზე კონტროლი მკაცრდება, კერძოდ, იმ მანქანებთან დაკავშირებით, რომლებიც შავად თუ თეთრად ბოლავენ. როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, პრობლემა პრობლემად, რჩება, რადგანაც ადმინისტრირება სუსტია. გზებზე კი, თვალსაჩინოა ავტომანქანები, რომლებიც შავ თუ თეთრ ბოლს აყენებენ. „პრობლემები უკავშირდება ადმინისტრირებას. თუ იმ მანქანებს გადავამოწმებთ, რომლებიც მოძრაობენ და ჭარბი გამონაბოლქვი გააჩნიათ, უმრავლესობას ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი ადმინისტრირებაა. რეფორმა ძირითადად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“. იშვიათად მინახავს, რომ საპატრულო პოლიცია გზაზე აჩერებდეს ავტომანქანას ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო. თუმცა, გამონაბოლქვთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის ინსპექციის მხრიდან იგეგმება გზებზე…

მეტი...

რუსეთის ძალებმა მიკოლაევის ოლქში საავადმყოფო დაბომბეს

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოჩაკოვაში სააადმყოფო დაბომბეს. მისი განცხადებით, ჩამტვრეულია საავადმყოფოს ფანჯრები და კარი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11 იანვარს ჩატარდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი, დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად “ფიზიკურად ვერ გაიმართება”.

მეტი...

ნიგერიაში, რკინიგზის სადგურიდან 32 ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიის სამხრეთში, ედოს შტატში ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა რკინიგზის სადგურიდან 32 ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის გუბერნატორის ოფისი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა შტატის დედაქალაქ ბენინ სიტიდან 111 კილომეტრში მოხდა. რამდენიმე ადამიანი თავდასხმის შედეგად დაიჭრა. „ამ დროისთვის პოლიცია და სამხედროები ინტენსიურ სამძებრო სამუშაოს აწარმოებენ, რათა გატაცებული პირები აღმოაჩინონ და გაათავისუფლონ. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა გატაცებული ადამიანი უახლოეს საათებში გათავისუფლდება“, – განაცხადა შტატის წარმომადგენელმა, კრის ოსა ნეჰიხარემ.

მეტი...

,,დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს”- პესკოვი

,,დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრინციპში ვერაფერს შეცვლის და მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს. ,,ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

,,სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ ამ პატიმრობასთან”- გიული ალასანია

„იმ პირობებში, რომელშიც ახლა იმყოფება, მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდება, არავითარი გაუმჯობესება არ არის.. გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტის და ნევროლოგის შახინ ემანუელ ლაჰანის ჩვენება მისთვის ცნობილი იყო, რადგან დიაგნოზებშიც ასახულია. „ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან თავის დიაგნოზში უწერია. ვიცნობ მის დიაგნოზს. ჩემთვის ეს ყველაფერი ახალი არ იყო, რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია ვიმეორებთ. ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესი გვაქვს, ცხოვრება სტრესების გარეშე არ გამოდის. გააჩნია სტრესის…

მეტი...

,,ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია?”- მალხაზ ურთქმელიძე

,,ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია?”- ამ კითხვით პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ შაჰინ ემანუელ ლახანს მიმართა. „ცუდს ვერ ვხედავ ალკოჰოლის მოხმარებაში. მოხმარება ნორმის მიღმა არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვან ფაქტად ვერ ჩავთვალე, რომ ჩემს დასკვნაში მეხსენებინა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლახანმა. მალხაზ ურთქმელიძის განმეორებით დასმულ კითხვაზე, – ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია? – ამერიკელმა ნევროლოგმა აღნიშნა, რომ, სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ნორმალური არ არის. „სამედიცინო თვალსაზრისით, ცხადია, მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარება ნორმალური არ არის“, – განაცხადა ამერიკელმა ნევროლოგმა.

მეტი...

„ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა”- გურამ ბაღდოშვილი პიროტექნიკით დაზიანებული ხელის ფოტოს აქვეყნებს

შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი პიროტექნიკით დაზიანებული ხელის ფოტოს აქვეყნებს. „ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა. #არიყიდო. #საქართველოსმთავრობა აკრძალეთ ფოერვერკები“ – წერს ბაღდოშვილი. ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს, გურამ ბაღდოშვილს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მეტი...

„გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია”- მეუფე იაკობი სააკაშვილზე

,,გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც და ციხეშიც, მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია,”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მეუფეს თქმით, სააკაშვილს ”როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია”. „გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა, რა.. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. მინდა, ერთ რაღაცას მივაქციო ყურადღება – ხომ ხედავს ხალხის რისხვას როგორია, გამოსულიყო ეთქვა, რომ, კი, ჩემ დროს მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა? – ეთქვა,…

მეტი...

,,დავიღალე…”- თამარ ივერი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადადის

ოპერის მომღერალი თამარ ივერი საქართველოს დატოვებას და ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასვლას გეგმავს. მისი თქმით, იურიდიულ საკითხებს აგვარებს, აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მიღებისთვის. „ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, დროებით გადავიდეთ ამერიკაში, სადაც მისი დედა, და და ახლობლები იმყოფებიან. მეც მინდა, გავაგრძელო ჩემი საოპერო კარიერა. ცოდვა გამხელილი სჯობს, წლები გადის, საქართველო კიდევ უფრო ჩაეფლო პოლიტიკურ ბატალიებში, გარშემო ომმაც დიდი გავლენა იქონია. კულტურის მხრივ უკან დავიხიეთ, ტელევიზორს ჩართავენ ჩემი შვილები და ან თურქული სერიალია, ან პოლიტიკური შოუ, ან საშინელი რეალური შოუ. ანუ მათთვის მოსასმენი და მისაღები არაფერია. დავიღალე, რამდენი წელია, მესმის „ნაცი“, „ქოცი“. მინდა,…

მეტი...

,,სააკაშვილი იმსახურებს ნებისმიერ სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში”- ვოლსკი

,,სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათ შორის მოკვდინებაში,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით,  სააკაშვილი დამნაშავეა არა მხოლოდ იმ მუხლებით, რაც მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს, არამედ დამნაშავეა სადისტური მმართველობის ჩამოყალიბებისთვის. „კონკრეტული პიროვნების მიმართ ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს აქვს შექმნილი თაღლითების პიარჯგუფს, გარკვეული ანალიზის აუცილებლობას განაპირობებს. არის თუ არა იგი დამნაშავე? აშკარად დამნაშავეა. არის თუ არა დამნაშავე არა მარტო იმ მუხლებით, რომელიც მის მიმართ არის წაყენებული, არამედ ზოგადად, სადისტური მმართველობის სისტემის…

მეტი...

,,ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა”- ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს. „2023 წლიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ასეთია საჯარო სამსახურში ხელფასების მატება. საჯარო სამსახურებში ხელფასი 10%-ით უკვე გაიზარდა. გამონაკლისია ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, სადაც ხელფასები 20%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სოციალური მიმართულების პროგრამა, რაც აქამდე არსებობდა, შენარჩუნებულია. მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ…

მეტი...

,,კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით”- გია ვოლსკი

,,კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ის ინტერესია, რასაც დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. ,,კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება – გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი – „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”. კერძოდ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემებს. ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება. ამავდროულად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს ციხე არ მოსწონს, ტყვეობაში ცუდად ხდება”- იაგო ხვიჩია

,,მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ. აქედან გამომდინარე, „მაგნიტსკის სიებზე“ მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს ვიღაც სააკაშვილის სიცოცხლეს ანადგურებს და ამიტომ სიაში უნდა შევიყვანოთ, პერსპექტიული არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის მოწამვლის საკითხს სკეპტიკურად უყურებს. „მიხეილ სააკაშვილს მაინც უფრო გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი. მან უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და ბრძოლა იქიდან გააგრძელოს, მაგრამ თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, გადაწყვიტა, თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის რაღაცნაირად…

მეტი...

სუეცის არხში სატვირთო გემი გაიჭედა

სუეცის არხში სატვირთო გემი გაიჭედა. ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს. გაჩერებული გემი სამმა ხომალდმა ბუქსირის დახმარებით გამოიყვანა. სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, შემთხვევას სერიოზული შეფერხება არ გამოუწვევია. სატვირთო გემი, რომელსაც უკრაინიდან ჩინეთისკენ 65,000 ტონაზე მეტი სიმინდი გადაჰქონდა სუეცის არხში დილის საათებში გაიჭედა. შემთხვევა ისმაილის პროვინციაში, ქალაქ კანტარასთან მოხდა. გემი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა. სუეცის არხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელია. 200 კილომეტრამდე სიგრძის არხი გლობალური საზღვაო გადაზიდვების 30%-ს ატარებს, რაც მთელი გლობალური ვაჭრობის 12 პროცენტია. 2021 წლის მარტში, 220 000 ტონიანი ტანკერი, სახელად Ever Given, ექვსი დღის განმავლობაში გაიჭედა სუეცის არხში, რამაც…

მეტი...

ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, ექთნების 4.4 ლარით განისაზღვრა

შრომის ინსპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. „2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარი, ექთნების კი, საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო…

მეტი...

,,შესაძლოა, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული”- მიქანაძე კასიანოვის განცხადებაზე

,,კასიანოვის განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. „ეს განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ისეთი ნაბიჯები ვერ გადაიდგმება, რომლითაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც საომარი მოქმედებების მხარე და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგვრძელებთ, თუმცა რაც შეეხება საომარი კუთხით, ჩვენ პირველ რიგში, უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩათრეული არ იყოს და ამ ქვეყანაში მშვიდობა სტაბილურად უზრუნველყოფილი იყოს“, –…

მეტი...

მოსკოვში ქართველი მზარეული მოკლეს

მოსკოვში 50 წლის ქართველი კაცი მოკლეს. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული რესტორან “თბილისოს” მზარეული იყო. მედიის ცნობით, ქართველი კაცი 36 წლის ტაჯიკმა ქალმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, რომელიც ამავე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. შემთხვევა 4 იანვარს მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შელაპარაკება მზარეულის ხუმრობას მოჰყვა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა.

მეტი...

თელავში მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თელავში მსუბუქი ავტომანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, მოყინულ გზაზე, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულ მძღოლს ექიმები გადაუდებელ დახმარებას უტარებენ.  

მეტი...

,,ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში”- ამერიკელი ნევროლოგი

ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგის, ემანუელ ლაჰანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მძიმე დიაგნოზი დემენციაა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე განაცხადა. ,,რაც შეეხება დემენციას, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება, ეს არის სწარაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამაინის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, თავის მოვლა, შხაპი და ა.შ. რამდენადაც ვნახე, ბოლო 8 თვის განმავლობაში დემენციასთან დაკავშირებით, არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა და სწორი მოვლა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში”- განაცხადა ლაჰანმა.

მეტი...

უწყვეტი თოვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა

თორმეტსაათიანი უწყვეტი თოვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობა ხელსაყრელ დროს აღდგება. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ნაწილზეც. ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, სოფელ გომბორში და შუა მთის მონასტრის გადასახვევთან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე”- ემანუელ ლაჰანი

ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგის, ემანუელ ლაჰანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს  ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე განაცხადა. “მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები – თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება, განვითარედეს უცაბედ სიკვდილში. ჩემი გასინჯვის დროს, მე ვხედავ, რომ ეს საშიშოება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება”, – აღნიშნა ლაჰანმა.

მეტი...

,,სააკაშვილის სიაში“ აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები, რომლებიც სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ”- დეკანოიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიაში“ უნდა იყვნენ იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სხვა პირები. დეკანოიძე Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბრაუდერის განცხადებას გამოემაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს უპასუხა თხოვნაზე ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმარებოდა. „რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიცაა „მაგნიტსკის სიაა“. ამის შემდეგ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად ვითანამშრომლეთ. საერთაშორისო გამოხმაურება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო, რა თქმა უნდა,…

მეტი...

რუსებმა ბახმუტსა და სოლედარში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქში ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსებმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მისი თქმით, ორი ადამიანი დაშავდა. როგორც კირილენკომ განაცხადა, მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს ბახმუტსა და სოლედარში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

მეტი...

,,უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, ან ყველაფერს დავიბრუნებთ, ან დავმარცხდებით”- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, ან ყველაფერს დავიბრუნებთ, ან დავმარცხდებით. 2014 წლის შეცდომებს არ გავიმეორებთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის პირველივე დღეებიდან სწორი გადაწყვტილებები მიიღო და საზოგადოება მის ირგვლივ გაერთიანდა. ,,ომის დაწყების პირველ დღეებში მთელი ქვეყანა შოკირებული იყო. გაოცებული იყო დასავლეთიც. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ პატრიოტი უკრაინელების გარდა ყველას ეგონა, რომ დავმარცხდებოდით. არავის ეგონა რომ ეფექტურ კონტრშეტევებს დავიწყებით. ფიქრობდნენ რომ უკრაინა, მოსკოვის კონტროლქვეშ არსებული ერთი დიდი კრიმინალური ანკლავი გახდებოდა. 24 თებერვალს, დილით რვის ნახევარზე, პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტში შევედი და დავინახე ადამიანი…

მეტი...

,,უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა”- კასიანოვი

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი. მისი თქმით, უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან…

მეტი...

რუსეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს – დაკავებულია 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქე

36 წლის ქალმა მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისოში“ ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა. დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.

მეტი...

,,ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, ტანჯვაში, მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის იზიკური მდგომარეობა ძალია ცუდია. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ შედგება “მაგნიტსკის სიის” მსგავსი და ყველა აგებს პასუხს მისი შვილის მიმართ უკანონო ქმედებების გამო. ,,ადამიანი არის მოწამლული და ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. სასამართლოები ჭიანურდება სამწუხაროდ, რაც მისთვის ძალიან საზიანოა, მაგრამ ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია wall street journal-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულიანტობს, სიმულიანტების და აფერისტების სტატიები…

მეტი...

,,არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება”- პაატა მანჯგალაძე

,,არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება, „სამართალი ურმით დადის“- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ”ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში”. „მნიშვნელოვანია გამოიკვეთონ ადამიანები, ვინც არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში მონაწილეობდნენ, საუბარია ასევე დარიშხანით მოწამვლაზე. ორი მექანიზმი არსებობს ამისთვის. როგორც იცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიცირებული აქვს საგამოძიებო კომისია და შესაძლებელია მისი საგანგებო რეჟიმში შეკრება, ვინც ოპოზიციად თავს თვლის, 50 ასეთი ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში და შესაძლებელია ამ გზით წავიდეთ, თუ ეს არ ხერხდება, შეიქმნას…

მეტი...

,,პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვაა”- ზურაბ ჩხაიძე

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.  კლინიკა “ვივამედის” დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სხდომაზე დასწრება პაციენტისთვის ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვაა. “სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს პაციენტი, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა მისთვის, ფსიქო-ემოციური დატვირთვა და გარდა ამისა, ჩვენი სტაციონარიდან პაციენტის გაშვება სასამართლოში არ ხდება, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და ვერც გაკეთდება”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

მეტი...