„უპირველეს ყოვლისა, ეს ამორალურია“ – ლიეტუვას პრეზიდენტი

უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი ბოლო პერიოდში, განხილვის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. საუბარია გერმანიაზე, რომელიც თითქოს უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის მიწოდებისგან თავს იკავებს. აღნიშნულ თემაზე განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმაც გააკეთა. მართალია, მას გერმანია არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ ტანკების გადაცემის შეყოვნება ამორალურია. „მე შემიძლია, მხოლოდ მწუხარება გამოვხატო, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ, იგვიანებს. შეიძლება, ბევრი მიზეზი ჩამოთვალო, შესაძლოა, არ გსურდეს, მოახდინო იმ ქვეყნის პროვოცირება, რომელიც დღეს ბინძური ჩექმით მიცოცავს უკრაინის ტერიტორიაზე, ვფიქრობ, ეს არასწორია. უპირველეს ყოვლისა, ეს ამორალურია, რადგან ყოველი დღე ძვირი ჯდება, ეს ძვირად ფასობს უკრაინელებისთვის, ეს ეხება…

მეტი...

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას არ მიატოვებს და ბოლომდე დაეხმარება

გერმანიის კანცლერის  განცხადებით, უკრაინა გერმანიისგან ჯავშანმანქანებს მიიღებს და დახმარებას მანამ გაუწევს, სანამ ეს საჭირო იქნება. „ჩვენ ვწერთ ევროპის ისტორიის შემდეგ თავს და არ დავუშვებთ, რომ ევროპა დაუბრუნდეს იმ დროს, როდესაც ძალადობა ცვლიდა პოლიტიკას. ჩვენი გადაწყვეტილება,  რომ უკრაინას მივაწოდოთ ჯავშანტრანსპორტიორები და სადაზვერვო მანქანები, ასევე საზენიტო ბატარეა, არის ჩვენი კოორდინირებული გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა, ერთად, როგორც ევროპელები, ევროპული მშვიდობის პროექტის დასაცავად“, – აღნიშნა კანცლერმა შოლცმა.

მეტი...

ბორის ჯონსონი ბუჩაშიც ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა. ყოფილი პრემიერი არსებულ ვითარებას გაეცნო და პრეზიდენტთან შეხვედრაც გამართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარდაჭერისთვის ბორის ჯონსონს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. „პრივილეგიაა პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევით უკრაინაში ვიზიტი. უკრაინელი ხალხის ტანჯვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის გამარჯვება – და რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება”, – აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი, პრმიერ-მინისტრობის პერიოდში უკრაინას რამდენჯერმე ესტუმრა.  

მეტი...

ბორის ჯონსონი უკრაინაში იმყოფება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაშია. ის  ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას ეცნობდა ბორის ჯონსონი, პრმიერ-მინისტრობის პერიოდში უკრაინას რამდენჯერმე ესტუმრა.

მეტი...

„ნეკნები აქვს წამოყრილი, ცარიელი ძვლები დარჩა“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მესამე პრეზიდენტის დედამ მედიასთან განაცხადა, მისი შვილი ცარიელი ძვლებია. „კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი ჩანს. გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა? ხედავთ  როგორი  ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ეს ასე არ შერჩებათ“ –  განაცხადა გიული ალასანიამ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

მეტი...

რუსეთის მტკიცებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას ნიშნავს

კრემლი მსოფლიოს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მოწოდება არ უნდა მოხდეს. ამჯერად  მსგავს გზავნილს დუმის დეპუტატივიაჩესლავ ვოლოდინი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება  რუსეთის ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის. მსგავსი ქმედება “გლობალურ კატასტროფას” გამოიწვევს. „თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები მიაწვდიან იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს და შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას, როგორც ისინი ემუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით“, – აცხადებს დუმის სპიკერი.  

მეტი...

უკრაინაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები  დაკრძალეს

ბროვარიში, ვერტმფრენის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს. პრეზიენტმა ზელენსკიმ დაღუპულთა გვარები სათითაოდ ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ეს ომი უკრაინული მიწიდან უნდა განიდევნოს. “გრძელი დღე იყო. დავემშვიდობეთ მათ, ვისი სიცოცხლეც ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას შეეწირა. დენის მონასტირსკი, მისი კოლეგები სამინისტროდან: ევჰენ იენინი, იური ლუბკოვიჩი, ტეტიანა შუტიაკი, მიხაილო პავლუშკო, მიკოლა ანაცკი, ანდრეი მარინჩენკო… ბიჭები ეკიპაჟიდან: ალექსანდრე ვასილენკო, კოსტანტინ კოვალენკო, ივან კასიანოვი… ქალი და ბავშვი, რომლებიც დილით საბავშვო ბაღში მიდიოდნენ… ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და მეგობარს… დენისი იყო პროფესიონალი, ნამდვილი პიროვნება, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის გვემახსოვრება და განვიცდით, რომ არ დაბრუნდებიან. უკრაინელებს, პატრიოტებს, პროფესიონალებსა და უბრალოდ საკუთარი თავის და სახელმწიფოს ერთგულებს…

მეტი...

აშშ-ის პრეზიდენტის სახლში საიდუმლო დოკუმენტები ისევ აღმოაჩინეს

ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკა დაახლოებით 13 საათის განმავლობაში გაგრძელდა.  ჩხრეკის შედეგად ისევ აღმოაჩინეს საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც ექვს ფაილს მოიცავს. ინფორმაცის პრეზიდენტის ადვოკატი ავრცელებს. დოკუმენტების ნაწილი ჯო ბაიდენის სენატორობის პერიოდს უკავშირდება, ნაწილი კი პრეზიდენტობას. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

იპონიის პრემიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

იაპონია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნულია დასტურად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლას არ გამორიცხავს. იაპონური მედიის ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა  უკრაინას სავარაუდოდ თებერვლის თვეში ესტუმრება დ ეს იქნება მხარდაჭერის გზავნილი. ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუმცა, პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას განიხილავს.  

მეტი...

„თუ ყველა ფიქრობს, რომ ომს გარანტირებულად მოვიგებთ, გეტყვით: 14 იანვრის შემდეგ ეს ასე სულაც აღარ გამოიყურება“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც პოზიცია ახლახან დატოვა, აცხადებს, რომ ახლა თავისუფალი ადამიანია და რასაც საჭიროდ ჩათვლის იმას იტყვის. ალექსეი არისტოვიჩის შეფასებით,  სულ ტყუილად დასცინიან „სულელ რუსებს“ და ჰქონიათ, რომ დაუმარცხებლები არიან. მან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის სიკვდილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რუსული სპეცოპერაციის ნაწილია. „მოდით, ამ თვალსაზრისით შევხედოთ დენის მონასტირსკის და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაღუპვას. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენ უკვე ვართ ისტორიაში, რომელსაც აღარ ვატრიალებთ. აი, ამოაგდეთ არესტოვიჩი, რომელიც იყო ერთ-ერთი ოფიციალური ხმა. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც ასეთ რაღაცებთან მქონდა შეხება…

მეტი...

თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის  ინფორმაციით, შეზღუდვა 22 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. მოძრაობა შეიზღუდება: ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება დასაშვები იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). ავტომობილების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის დროს, გადაადგილება შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზეც. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე…

მეტი...

მმართველი გუნდის დეპუტატი ავარიაში მოყვა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინოწმინდასა და ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ავტოავარიაში მოყვა. ავატოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდა-წალკისკენ მიმავალ  გზაზე მოხდა. დეპუტატი სამედიცინო დაწესებულებაში  რეანომობილით გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მანუკიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

მეტი...