,,ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს, გაიმარჯვოს სიმართლემ და კომპეტენციამ…კომედი შოუს სერიალია”- ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ, ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს, გაიმარჯვოს სიმართლემ და კომპეტენციამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ”ეს ყველაფერი კომედი შოუს სერიალია, ერთმანეთს კომპრომატებს უწერენ, ერთმანეთს უგდებენ, შემდეგ „აბაროტს უღებენ“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვაფრთხილებ, ჩვენ ვაკვირდებით და თუ იქნება გაყალბება, მოსყიდვა, დაშინება, ხელების გადაგრეხვა, იცოდეთ, არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვამთ და შევშფოთდებით-ავღშფოთდებით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება და არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ. მე ჩემი არჩევანი მაქვს – ე, მანდ, ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს, გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა. უფრო სერიოზულად რომ გიპასუხოთ, ეს ყველაფერი კომედი შოუს სერიალია, ერთმანეთს კომპრომატებს უწერენ, ერთმანეთს უგდებენ, შემდეგ „აბაროტს უღებენ“. ალბათ, კიდევ ბევრი აქვთ. ეს არის ამათი ხელწერა, სწორედ ამით იყვნენ დაკავებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მელიას ფლანგმა ხაბეს ფლანგი დაადანაშაულა, რომ კომპრომატი გამოაქვეყნესო, ამათმა – „მტყუნისო და არიან ასე“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები