აშშ-ში, იუტას შტატში 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს | მათ შორის 5 არასრულწლოვანია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში, საცხოვრებელ სახლში 8 ადამიანის, მათ შორის 5 არასრლუწლოვნის ცხედარი იპოვეს. პოლიციის თქმით, სროლის ხმა არავის გაუგია. ცხედრები მას შემდეგ იპოვეს, რაც, ანონიმური ზარი შევიდა საპატრულო პოლიციაში, რომ ოჯახის კეთილდღეობის მიზნით სახლი დაეთვალიერებინათ. მათ, კარი არავინ გაუღო, სახლის დათვალიერება მოხდა, სადაც 8 ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით მკველობის მოტივი უცნობია, რადგან, მეზობლები არ აკონკრეტებენ ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებას.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში მოკლული ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაურია

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის მეგობარმა მამაკაცმა გაიმეტა. ირკვევა, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ,  მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი. მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. ,,საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

„რუსეთის მხრიდან დროებითი ზავი თვალთმაქცობაა, თქვენთვის დაიტოვეთ ” – მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა კრემლის მოწოდებას, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ცეცხლი ერთი დღით, რათა საბრძოლო მოქმედებებში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს საშობაოდ დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ. მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები და მხოლოდ მაშინ დაიწყება „დროებითი ზავი“. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან დროებითი ზავი თვალთმაქცობაა. „თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ“, – წერს პოდოლიაკი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24 :00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი.

მეტი...

„გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ” – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“ გონება დაკარგა. „ეს იყო მეორე, ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის ციხის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთ მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. ჩაერთნენ ბადრაგები, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა, მოასულიერეს. მესამე შემთხვევა შეიძლება, ნებისმიერი დროს განმეორდეს და დასრულდეს ფატალურად. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი თუ აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო, წელში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ამ სიტყვების ნაკლებად ესმით ადამიანებს,…

მეტი...

XBB.1.5 კოვიდის ახალი შტამი მსოფლიოს უტევს – ჯანმო მოსახლეობას აფრთხილებს

XBB.1.5 კოვიდის ახალი შტამი მსოფლიოს უტევს.  ჯანმო მოსახლეობას აფრთხილებს – “ომიკორნის” ახალი ქვეკატეგორია აქამდე არსებულებთან შედარებით ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმო-ში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა XBB.1.5 უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ. ვირუსის ახალ ფორმას ვერ აკავებს ორგანიზმში გამომუშავებული იმუნიტეტი და უჯრედებამდე უსწრაფესად აღწევს.  ახალი შტამი უკვე გამოვლენილია ამერიკასა და ჩინეთში. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით XBB.1.5  ვარიანტები აღმოაჩინეს ევროპის 29 ქვეყანაშიც. ევროკავშირი შეზღუდვებს აანონსებს. “ორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს”, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ვან კერხოვე. მისი…

მეტი...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს – რა ინფორმაცია აქვს საკონსულოს?

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში, სავარაუდოდ,  ქართველი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი ცხედარი ჯერ ოჯახის წევრმა უნდა ამოიცნოს. ქართველი ტრანსგენდერი, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. ფაქტის გასარკვევად, მედია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. ,,საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას”,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

მეტი...

ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მეტი...

მედიის ცნობით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შევსების პროცესი გრძელდება

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შევსების პროცესი გრძელდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, ინფორმაციას ადასტურებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო. მინსკში განაცხადეს, რომ ბელარუსში კვლავაც ჩადის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, შეიარაღება და პირადი შემადგენლობაც. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთ-ბელარუსის სამხედრო დაჯგუფების შევსების კვალდაკვალ დაგეგმილია ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაც, მათ შორის ავიაციის მონაწილეობით. ბელარუსის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს თავდაცვის გასაძლიერებლად.

მეტი...

პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდეს, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “საშობაო ზავის” გამოცხადების მოწოდებით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, შიდა კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრამდე ღამის 12 საათამდე “საშობაო ზავი” უნდა გამოაცხადონ. უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება.

მეტი...

თბილისში, CO-ს გაჟონვით ორი ახალგაზრდა მოიწამლა

თბილისში, CO-ს გაჟონვის გამო ორი ახალგაზრდა მოიწამლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,ვარკეთილაირი” ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,ძვირფასო მეგობრებო! შპს”ვარკეთილაირი”კიდევ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სითბოს და სინათლეს თქვენს ოჯახებში და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. ახალი წლის დღეებში არ გვსურდა ნეგატიური განწყობის შექმნა თქვენთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფაქტის უგულებელყოფა ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა სწორი. ა/წ 3 იანვარს ვარკეთილი 3-ის, მე-3 მკრ-ნის 316-ე კორპუსში 2 ახალგაზრდა ადამიანი მოიწამლა CO-ს გაჟონვის გამო, რაც გამოიწვია არასტანდარტული გაზის დანადგარმა. შპს “ვარკეთილაირი” კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: შეცვალოთ არასტანდარტული( ასევე კუსტარული)…

მეტი...

მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთის პატრიარქის მოწოდება „საშობაო ზავის“ გამოცხადებაზე „ცინიკური ხაფანგია“

მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთის პატრიარქის მოწოდება „საშობაო ზავის“ გამოცხადების შესახებ „ცინიკური ხაფანგია“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ წარმოადგენს ავტორიტეტს გლობალური მართლმადიდებელი სამყაროსთვის და არის „ომის პროპაგანდისტი“. პოდოლიაკის განცხადებით, რუსული ეკლესია ხშირად გამოდიოდა უკრაინელების გენოციდის მოწოდებით და რუსეთის უფრო მეტად მილიტარიზაციის მომხრე იყო. შეგახსენებთ, 5 იანვარს პატრიარქი კირილი გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინასთან „საშობაო ზავი“ გამოცხადდეს, რათა მართლმადიდებლებმა დღესასწაულზე ტაძრების მონახულება თავისუფლად შეძლონ.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც სარაკეტო სისტემებს, დრონებს და უპილოტო თვითმფრინავებისგან თავდაცვის სისტემებს მოიცავს. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაში გაიგზავნა: დრონების აღმოჩენის 30 სისტემა, 8 სადაზვერვო დრონი, ასევე 27 სენსორი და „ჯამერი“ თვითმფრინავებისგან დაცვის მიზნით; 17 8×8 სატვირთო მანქანა, 12 მძიმე ტრაილერი და M1070 ტანკის 1 ტრაქტორ-ტრანსპორტი; თვალთვალის და დისტანციური მართვის 7 მანქანა; 63 პიკაპი; 70 მმ კალიბრის 20 გამშვები სატვირთო მანქანა რაკეტებით; 21 გენერატორი; 32 მობილური გათბობის სისტემა; სასწრაფო და სასაზღვრო პატრულის 7 მანქანა; 36 ათასი შალის საბანი. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს მომავალში უნდა მიიღონ…

მეტი...

,,სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, უკრაინაში ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ”სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო.” „რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად ევროპაში, ჩვენ ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იარაღი არის გზა მშვიდობისაკენ. პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ დაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატო-ს გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ…

მეტი...

„შემიწყალე, შე პუტინის მონა“, არაფერში წერია”- იაგო ხვიჩია

„შემიწყალე, შე პუტინის მონა“ არაფერში წერია. პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?! – ასე ეხმიანება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილის მიმართა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ მოწოდებებს. დეპუტატი გიორგი მარგველაშვილის მოწოდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად შეეძლო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. „ქვეყანაში 10 წელია გაჩაღებულია ქოც-ნაცური ბრძოლა და ამ ბრძოლის ფარგლებში, ერთმა მხარემ მეორე დაატყვევა, უზის ციხეში და დანებებას ან დამარცხების აღიარებას ითხოვს. ომს არ ვამთავრებთ და იმას, ვინც უნდა გამოუშვას, ვეძახით პუტინის მონას და ა.შ. „შემიწყალე, შე პუტინის მონა“, ეს არაფერში წერია, რადგან პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?“…

მეტი...

„ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას”- ვოლსკი სააკაშვილის შეწყალებაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას არ შეიწყალებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის ეს რეალობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს. „ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ადამიანისადმი, რომელმაც ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ისტორიის განმავლობაში გაჰყვება მას, როგორც ძალიან მძიმე ცოდვა. ამასთანავე, ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკის გამო იყვნენ სერიოზულად დაჩაგრულები, დაკარგეს ახლობლები, ჯანმრთელობა და ქონება, ვერასდროს აპატიებენ თავის არჩეულ პრეზიდენტს, გადადგას ასეთი ნაბიჯი. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს თავად…

მეტი...

,,მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით”- ერდოღანი

მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, –ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს. მხარეებმა განიხილეს, როგორც თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის ჩამოყალიბების შესაძლებლობები, ასევე რუსეთ-უკრაინის ომისა და სირიის კონფლიქტის მოგვარების გზები.

მეტი...

დაპირისპირება ვანო მერაბიშვილთან – პოლიციის მთავარ სამმართველოში გია გაჩეჩილაძის სიძე მივიდა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. კონფლიქტთან დაკავშირებით გიგიშა შარაშიძეს და მის ინტერესების დამცველს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა…დიდი დრო არ აქვს დარჩენილი”- ეკა ხერხეულიძე

,,ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კგანაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს დილით  ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმის დასადგენათ, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა. „გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.

მეტი...

გაასამართლეს ქალი, რომელიც ქმარზე და შვილებზე ძალადობდა

საბერძნეთში გაასამართლეს რუსი ქალი, რომელიც ქმარზე და შვილებზე ძალადობდა. ქალს 21 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი ჯერ 4 წლის გოგონას შემდეგ კი ქმარს გაუსწორდა ფიზიკურად. ამასთან, სასამართლო პროცესზე მამაკაცმა ისიც დაადასტურა, რომ ძალადობას ადგილი წარსულშიც ჰქონდა.

მეტი...

,,გისურვებთ ჯანმრთელობას”- ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა. ილია მეორე  მიხეილ სააკაშვილს  ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას უსურვებს. “ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”, – ნათქვამია წერილში.

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებები უნდა მოისმინოთ, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი”- ირაკლი ზარქუა

,,უნდა უყუროთ, როგორ აგინებენ „ნაცმოძრაობის“ წევრები ერთმანეთს. საღამოს უნდა ჩართოთ ტელევიზორი და მოისმინოთ მათი განცხადებები, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ბრძოლა სკამისთვის , რომ შემდეგ კეზერაშვილის ფულები გაინაწილონ. „გუშინ „ნაცებმა“ თავისი ასკაციანი „ლაშქარი“ რამდენიმე ფრონტად დაყვეს და ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს, მარაზმი ხდებოდა გუშინ, მეტი არაფერი. ეს აჩვენებს, რომ იმათ ის პატიმარიც  არ აინტერესებთ. ეს არის ბრძოლა სკამისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ შემდეგ კეზერაშვილის ფულები გაინაწილონ, ვინც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. უბრალოდ უნდა ვუყუროთ, როგორ დასდევენ ერთმანეთს, როგორ…

მეტი...

რა სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება 2023 წელს – ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, 2023 წლიდან ახალი სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება. მისი თქმით, რეგლამენტში სამი ძირითადი ცვლილება შევიდა. ,,2023 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებით დავიწყეთ. შეცვალა რეგლამენტი ტექინსპექტირების მიმართულებით. სამი ძირითადი ცვლილება შევიდა რეგლამენტში. 2023 წლის პირველი იანვრიდან გამონაბოლქვის ნორმა მკაცრცდება. თუ აქამდე ნახშირჟანგის შემცველობა მაქსიმუმ დასაშვები იყო 0.6%, პირველი იანვრიდან გახდა 0.55%. მეორე ცვლილება ეხება ხმაურის დონის შემოწმებას. მესამე ცვლილება ,2023 წლის პირველი თებერვლიდან შედის ძალაში, რაც გულისხმობს იმას, რომ განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება,”- განაცხადა  ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, ცვლილებები განპირობებული ძირითადად იმ მძიმე ფინანსური…

მეტი...

,,მანქანების გამონაბოლქვის ნორმა მკაცრდება”- ვაჟა იორდანიშვილი  „მედიაცენტრ მთავარში“

,,2023 წლის პირველი იანვრიდან გამონაბოლქვის ნორმა მკაცრცდება. თუ აქამდე ნახშირჟანგის შემცველობა მაქსიმუმ დასაშვები იყო 0.6%, პირველი იანვრიდან გახდა 0.55%,”- ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს დაგეგმილია აღნიშნული ნორმის კიდევ უფრო გამკაცრება. ,,პრიორიტეტი ყოველთვის არის ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ნორმები, ეს ასახულია რეგლამენტშიც. ის ავტომობილები, რომლებიც ქარხნებმა გამოუშვეს კატალიზატორ-გარდამქმნელით მათთვის არის ნორმა 0.55% დადგენილი. 2024 წელს დაგეგმილია კიდევ უფრო გამკაცრება და ეს ნორმა 0.5%-მდე ჩამოდის, ხოლო 2025 წლიდან ყველა ავტომობილი დაექვემდებარება შემოწმებას კატალიზატორ-გარდამქმნელზე,”- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“. რა სატრანსპორტო რეგულაციები…

მეტი...

,,დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო, როგორ არ რცხვენია”- გიული ალასანია

,,დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო. როგორ იქცევა? როგორ არ რცხვენია?!,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანია დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც  „გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ის მიწები გადაიფორმა, სადაც სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო“. „დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო. მე მახსოვს, დათო ოქიტაშვილი როგორ დადიოდა ჩემთან და მლიქვნელობდა. ახლა როგორ იქცევა? როგორ არ რცხვენია?! ჩვენი დიდი სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანები კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში!“, – განაცხადა ალასანიამ.

მეტი...

პრინცი ჰარი ძმას, პრინც უილიამს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

პრინც ჰარის განცხადებით, ძმამ, პრინცმა უილიამმა მასზე ფიზიკურად იძალადა. Guardian-ის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰარი საკუთარ წიგნში აღწერს, რომლის გამოცემაც შემდეგი კვირისთვის იგეგმება. შემთხვევა 2019 წელს, ლონდონში, სამეფო ოჯახის სახლში მოხდა. როგორც ჰარი იხსენებს, ყველაფერი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რომლის დროსაც პრინცი უილიამი ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს „უხეშ“ და „რთულ“ ადამიანად მოიხსენიებდა. „დაპირისპირება მალე გამწვავდა, როცა უილიამმა საყელოში ხელი წამიჭირა, ყელსაბამი ჩამომგლიჯა და იატაკზე დამაგდო. მე ძაღლის საჭმელ თასზე დავეცი, რომელიც ჩემი ზურგის ქვეშ გატყდა, ნატეხები კი ზურგში შემერჭო. ცოტა ხანი ზედ ვიწექი, გაბრუებული. შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი რომ გასულიყო“, – წერს…

მეტი...

,,მეჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს”- მარკ ფეიგინი

,,მოვუსმინეთ სალომე ზურაბიშვილის კომენტარებს და აქედან გამომდინარე მეჩვენება, რომ მას შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს,” – ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა. მისი თქმით, აქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს. „ის საუბრობს ოპოზიციურ პარტიებზე, მმართველ პარტიაზე, აცხადებს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ გამოდის, რომ მას არ შეუძლია რაიმე ძალისხმევის გამოჩენა, არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, კომპეტენცია იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს“, – აღნიშნა ფეიგინმა

მეტი...

რუსეთის პატრიარქი „საშობაო ზავის“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. პატქრიარქი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინასთან 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00-მდე „საშობაო ზავი“ გამოცხადდეს. თავის გამოსვლაში რუსეთის პატრიარქი გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით გამოვიდა, რათა „მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამესა და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება“.

მეტი...

,,მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი”- გიული ალასანია

40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ, ის კმაყოფილია და მადლობელი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია  და აღენიშნება წონის კლება და ტემპერატურა. „მნიშვნელოვანი იყო, რაც გუშინ მოხდა, ეს გამოსვლები. კერძოდ, 40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ. კმაყოფილია და მადლობელია. სპირიდონ კედიას ქალიშვილი მირეკავდა და მეუბნებოდა, ხან ვფიქრობ, რომ იქნებ, ჩვენი ხალხი, არც იმსახურებდა დამოუკიდებლობასო. ასეთი ადამიანების მცირე ნაწილია, რომელმაც ასეთი აზრი გაუჩინა. ავსტრიაში ვნახეთ, დროშა, რომელიც მოუვლელი იყო, გაუბედურებული, გაურეცხავი. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა. სხდომაზე, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით,  კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე; სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე; „საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული…

მეტი...

რუსთავში ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა

რუსთავში ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ავარიის დროს 2 სამგზავრო მიკროავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება”- ხატია დეკანოიძე

,,მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ საერთაშორისო ყურადღება ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მაკფოლი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. „გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი სტატია მაიკლ მაკფოლის, რომელიც მუდმივად მუშაობს რეგიონზე და აშშ-ს ყოფილი ელჩია რუსეთში, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ის ერმაკთან ერთად არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობს რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქიის და ოლიგარქიული წრეების სანქცირებაზე. ჩვენ მასთან გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ ზაფხულს და მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი. ის მოუწოდებს მსოფლიოს, რომ არ დაუშვას მიხეილ…

მეტი...

იუტაში ერთი ოჯახის 8 წევრი მოკლული იპოვეს – დაღუპულთა შორის 5 ბავშვია

იუტას სამხრეთით მდებარე სახლში ერთი ოჯახის 8 წევრი მოკლული იპოვეს, გარდაცვლილთა შორის 5 ბავშვია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ დახოცილები. ადგილობრივ ხელისუფლებას მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.  

მეტი...

,,პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია”- ნადირაძე სააკაშვილზე

კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, არ გასცემენ რეკომენდაციას საქართველოს მიხეილ სააკაშვილი მომდევნო სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწროს. მისი თქმით, მსგავსი რეკომენდაცია მაშინაც არ გაუციათ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო. “ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები, დამნაშავეს არ დავეძებ, ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობთ ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექს-პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას, უფლებას რა, ყველს თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია, ბევრად უკეთ.…

მეტი...

,,2023 წელს აქციებს ექნება მნიშვნელოვანი ადგილი”- სერგო ჩიხლაძე

,,ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი ამოცანა  დიდი ოპოზიციური ერთობის შეკვრა იქნება. „თავის შიდა საკითხებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს. მთელი პროევროპული საზოგადოება, არა მარტო პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი უნდა შევიკრათ, გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა, ერთიანი სტრატეგია. ერთიანი სტრატეგიის გარეშე „რუსულ ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ, ევროინტეგრაციისკენ ვერ წავალთ. ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება და ამას გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო…

მეტი...

უკრაინაში მებრძოლი ქართველები პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  უკრაინაში მებრძოლი ქართველები მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. როგორც წერილშია ნათქვამი, მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობით, მხოლოდ ოკუპანტი რუსეთია კმაყოფილი. “უკრაინაში ოკუპანტ რუსებთან მებრძოლი ქართველების მიმართვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს: როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეცხრე თვეა მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკა ვივამედში, თუმცა სახალხო დამცველის კონსილიუმისა და ამერიკელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ის არათუ მკურნალობის პროცესს ექვემდებარება, არამედ ყოველდღიურად მძიმდება და სიცოცხლის შენარჩუნება საქართველოში ვერ მოხერხდება, აღნიშნულ პროცესს კი ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ჩვენ უკრაინაში საქართველოს ისტორიული მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები აფხაზეთისა…

მეტი...