იერუსალიმში მორიგი ტერაქტი მოხდა

დღეს, იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. დაშავებულია მამა და შვილი. მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამ შემთხვევაში, თავდამსხმელი 13 წლის მოზარდია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ შემთხვევამდე იერუსალიმში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა, რა დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაიჭრა.  

მეტი...

ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

„26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთ ხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს“ – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში,…

მეტი...

„უნდა იცოცხლოს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა გერმანულ გამოცემასთან მისი შვილის ინტერვიუზე მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისი შვილი აგენტებში ქართველებს არ გულისხმობდა. „გულისხმობს იმას, ვინც წერია, რუსეთის აგენტებს, გუნდი არაფერ შუაშია. თუნდაც ის ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებები, რომ უსათუოდ უნდა ჩამოვიდეს და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. აი ამ გზით ხდებოდა მისი დაბრუნება. მას არ უნდა სიკვდილი, უნდა რომ იცოცხლოს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას. ეს არის სწორედ მისი ერთადერთი მიზანი“, – აცხადებს კლინიკიდან გამოსული გიული ალასანია. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვინც მის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, შესაძლოა რუსეთის აგენტები იყვნენ.

მეტი...

„უარს იმიტომ აცხადებს, რომ ვერ ჭამს, ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს“ – გიული ალასანიას პასუხი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დედამ დღეს ორჯერ მოინახულა. გიული ალასანიამ კლინიკის განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი შვილი კი არ ჭამს, ვერ ჭამს და ვერც დადის. „რამდენიც არ უნდა ვესაუბრო, ადამიანს აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, მოწამლულია. უარს იმიტომ აცხადებს, რომ ვერ ჭამს. მე თვითონ რამდენჯერ შევესწარი, რომ რამდენიც გადაყლაპა გული აერია. თვითონაც ხომ იციან. ორი ნაბიჯი ვერ გადადგა. მოვეხმარე რომ დამჯდარიყო, ძლივს ჩავსვი. იმიტომ, რომ ვერ დადის. ორი ნაბიჯი რომ გადადგას, იმას ვერ ახერხებს“ – აცხადებს გიული ალასანია კლინიკის განცხადების საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა უჭმელობასა და მდგომარეობის გართულებაზე…

მეტი...

საშინელი ავარია ქარელთან, არიან გარდაცვლილები

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.  შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, ქარელის მონაკვეთზე მოხდა. ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. ერთი გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია, ერთი კი მიკროავტობუსის.

მეტი...

დასავლეთი ადასტურებს, რომ უკრაინას 321 ტანკს გაუგზავნის

დასავლეთის ქვეყნები ადასტურებენ, რომ ომში მყოფ უკრაინაა 321 ერთეულ საბრძოლო ტანკს გაუგზავნიან. ინფორმაციას საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო ავრცელებს. „დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე… ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, – განაცხადა ელჩმა.  

მეტი...

„sos! sos! sos! სააკაშვილი კვდება“ – ადვოკატი ხაჭაპურიძე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მესამე პრეზიდენტის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს და აცხადებს, რომ ის კვდება. „sos! sos! sos! სააკაშვილი გადაიყვანეთ რეანიმაციაში! კვდება… გადაწყვეტილების მიღებამდე მოვითხოვ გასვლით სხდომას, მოსამართლემ პირადად უნდა ნახოს მიხეილ სააკაშვილი”, – აცხადებს ხაჭაპურიძე.  

მეტი...

ამ დროისთვის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო

„საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი“ – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია. მისი შეფასებით, ყველაფერი მოწესრიგებულად მიდის. „საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ერთეული შემთხვევები შესაძლოა, გაიპაროს. ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. არ გამოვიდა ეს ამბავი სამწუხაროდ მათთვის. პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი ამ…

მეტი...

პერსონალურ მონაცემთა სამსახური სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხ იკვლევს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კლინიკა „ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხზე მოკვლევას აწარმოებს. როგორც სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება აპრილამდე გამოცხადდება. „ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.  

მეტი...

ბებიის მოსაკლავად შვილიშვილმა „ქილერი“ დაიქირავა და 150 000 დოლარს დაპირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობას ამზადებდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის – 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების…

მეტი...

კლინიკის დირექტორის თქმით, თუ სააკაშვილი საკვებს არ მიიღებს, ფატალურ შედეგამდე მივალთ

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, თუ ოჯახი მიხეილ სააკაშვილს არ დაარწმუნებს, საკვები მიიღოს, ფატალური შედეგი დადგება. ზურაბ ჩხაიძის თქმით, პასუხისმგებლობა სააკაშვილის ოჯახს ეკისრება. „მოვუწოდებ ოჯახის წევრებს, პირადად გიული ალასანიას, რადგან მას აქვს უფლება მასთან შესვლის, იქნებ მოხდეს დარწმუნება პაციენტის, რომ დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს, თორემ შეიძლება ამან ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. სააკაშვილმა იმ საკვების მიღებაც კი შეამცირა, რასაც იღებდა. ის უნდა დაარწმუნონ, ნუ მიდის იქამდე, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლია მას საკვების მცირე რაოდენობით მიღება, თვითონ აცხადებს უარს, რადგან უკმაყოფილოა მიმდინარე მოვლენებით. პირდაპირ ვამბობს, ადამიანი აცხადებს საკვების…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი აწონეს და 69კგ და 700 გრამია

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით აწონეს და პაციენტი 69 კგ და 700 გრამს იწონის. „თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ – 65“ – აცხადებს ჩხაიძე. მისი თქმით, პაციენტი ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია. „მკურნალობაში ორი კომპონენტია – სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ის გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან.  

მეტი...

რუსეთში სავაჭრო ცენტრი იწვის

პოდმოსკოვიეში ყველაზე დიდი სამშენებლო სავაჭრო ცენტრი იწვის. ცეცხლი უკიდია ცენტრს – “სინდიკა” .  

მეტი...

„ეს გამოწვევა შესაძლოა, რიგი ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავართან“

2023 წლის იანვრიდან სამუშაო საათის შემცირება გარკვეული ბიზნესისთვის სირთულე აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მთლიანი წლის ბიუჯეტი დაგეგმილი ჰქონდათ და სამუშაო საათის შემცირების გამო პრობლემები ექმნებათ. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, ბიზნესის ნაწილს ნამდვილად გაუჭირდება. „გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ…

მეტი...

„რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს…“ – ვანო მერაბიშვილის განცხადება

„სამარტოო საკანში გატარებულმა შვიდმა წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის“ – აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის საკითხზეც საუბრობს. „მინდა, გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა შვიდმა წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის. სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი…

მეტი...

იერუსალიმში ტერაქტი მოხდა, არიან დაღუპულები

იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში, სინაგოგაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 7 ადამიანი, 10 კი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტი სინაგოგასთან მანქანით მივიდა ლოცვის შემდეგ სინაგოგიდან გამოსულ მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. გაქცევისას ტერორისტი პოლიციელებს შეეჯახა, ცეცხლი პოლიციელებსაც გაიხსნა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტი „ჰამასის” დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა.  

მეტი...