14 წლის აითაჯის საქმეზე დაკავებული დედისა და ბიძის მიმართ სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

დედის ადვოკატი ამბობს, რომ ეგანა მაგარამოვა მუქარისა და იძულების მსხვერპლი იყო და შეუძლებელია ამ პირობებში ვინმეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

,,დედისა და ბიძის მიმართ არსებობს როგორც პირდაპირი ასევე ირიბი მტკიცებულებები, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა 13 წლის გოგოს მიმართ, როგორც ქორწინების იძულება, ისე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის შეუტყობინებლობა”, – თქვა პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა და აღნიშნა, რომ უწყებას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

მსგავსი თემები