რუსეთთან კავშირების გამო, აშშ ირანული დრონების კომპანიებს სანქციებს უწესებს

შეერთებული შტატების ხაზინამ სანქციები დაუწესა ოფიციალურ პირებს, რომლებიც კავშირში არიან ირანული დრონების მწარმოებელ კომპანიასთან. სანქციები ასევე შეეხო “საკვანძო ორგანიზაციის დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების ზედამხედველობაზე”. სანქციები ასევე დაუწესდათ ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური კომპანიის თანამშრომლებს. “ჩვენ გავაგრძელებთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის იარაღს, რომელსაც ის უკრაინაში თავი ბარბაროსული და გაუმართლებელი ომის საწარმოებლად იყენებს. აშშ სწრაფად იმოქმედებს იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ირანის უპილოტო საფრენი აპარატების და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს. კრემლის დამოკიდებულება ბოლო ინსტანციის მომწოდებლებზე, როგორიცაა ირანი, აჩვენებს მათ სასოწარკვეთას უკრაინული წინააღმდეგობისა და ჩვენი გლობალური კოალიციის წარმატების წინაშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

შეტაკებები მექსიკაში – არეულობა ცნობილი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ვაჟის დააპატიმრებამ გამოიწვია

შეტაკებები მექსიკაში – არეულობა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნარკობარონის ელ ჩაპოს ვაჟი დააპატიმრეს. ნარკოკარტელის წევრები თავს ორ თვითმფრინავს დაესხნენ. სულ მცირე 29 ადამიანი დაშავდა, 10 დაიღუპა. თავდამსხმელებმა გაიტაცეს 250-ზე მეტი მანქანა, პარალიზებულია 3 აეროპორტის მუშაობა. დაკავებულის ციხეში ტრანსპორტირების დროს ნარკოკარტელის წევრები მის გათავისუფლებას შეეცადნენ, მაგრამ არმიამ და ეროვნულმა გვარდიამ გზაზე ბლოკსაგუშაგოები მოაწყო. 12 საათიანი შეტაკებების შემდეგ ძალოვანებმა  დამნაშავეების დაკავება და მათი ლიდერის მეხიკოში გადაყვანა მოახერხეს.

მეტი...

GWP ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. კომპანია წყლის მიწოდების აღდგენის დროს ასახელებს. ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის N 148 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 06/01 18:00-დან 07/01 03:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ცოტნე დადაიანის ქუჩის N 144, 146, 148 კორპუსებს გლდანის რაიონში, ზაჰესში, მანაგაძის მე-4 ჩიხის N 1 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:15-დან 21:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; ზაჰესში- მანაგაძის და ბიჭვინთის ქუჩებს. დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2კვ. N 9 კორპუსთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:00-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრიზისიდან გამოსვლის შანსი დიდი ხნის წინ გაუშვა, შანსი მიცემული ჰქონდათ, მათ შორის, ე.წ. კოჰაბიტაციის პოლიტიკით, რაც ვერ გამოიყენეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრიზისიდან გამოსვლის შანსი დიდი ხნის წინ გაუშვა. შანსი მიცემული ჰქონდათ, მათ შორის, ე.წ. კოჰაბიტაციის პოლიტიკით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებთან ერთად გაატარა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მათ შანსი ვერ გამოიყენეს, რადგან „საკუთარი პოლიტიკისა და ლიდერის მძევალნი დარჩნენ“. ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებიც შიდაპარტიული დაპირისპირებისა და კონკურენციის ხასიათს ატარებს. „მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს, რადგან თავიანთი ზნე-ჩვეულებიდან და პოლიტიკური მემკვიდრეობიდან ანალიზი ვერ გააკეთეს, თავი ვერ გაითავისუფლეს და, საბოლოოდ, საკუთარი პოლიტიკის, იმ ლიდერის მძევალნი დარჩნენ, რომელმაც…

მეტი...

მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში სახანძრო განგაშია

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში სახანძრო განგაშია. უცხოური მედიის ცნობით, ხანძარი შენობის ერთ-ერთ კორპუსში, ელექტრო პანელში გაჩნდა. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

მეტი...

თვალთმაქცური ე.წ საშობაო ზავი – რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია

თვალთმაქცური ე.წ საშობაო ზავი პუტინმა გამოცხადებიდან რამდენიმე საათში დაარღვია. უკრაინაში საჰაერო განგაშია. პუტინი ტერაქტებისთვის ემზადება, ამიტომ არ წახვიდეთ საშობაო წირვაზე ტაძრებში, – აფრთხილებს ხელისუფლება მოსახლეობას. უსაფრთხოების სისტემები უკრაინის მთელს ტერიტორიაზეა ამოქმედებული, მანამდე კი ოკუპანტებმა ჰერსონი, კრამატორკი და ბახმუტი დაბომბეს. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. ოკუპანტის მიერ გამოცხადებული ე.წ ზავის არც არავის სჯეროდა. მსოფლიო ლიდერებმა პუტინს მატყუარა, მის მიერ დაანონსებულ თითქოს საშობაო საჩუქარს კი თვალთმაქცობა და ცინიზმი უწოდეს.

მეტი...

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ეს ინფორმაცია ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დაღუპულის დედაც. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.

მეტი...

ინტენსიური თოვის გამო, გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია – დეტალურად

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. ,,ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)- ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

პუტინმა ოფიციალურად აღიარა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინმა ოფიციალურად აღიარა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პუტინის განკარგულება დევს, რომლის თანხმადაც ის რუსულ არმიას „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ ავალებს. დოკუმენტში პუტინი ოფიციალურად აღიარებს, რომ ტერიტორია, რომელიც შეხების ხაზთანაა, უკრაინის ნაწილია. „უწმიდენდესი პატრიარქის, კირილეს მომართვის გათვალისწინებით, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს 6 იანვარს 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინის მხარეს საბრძოლო შეხების ხაზთან  „ცეცხლის შეწყვეტის“ რეჟიმი აამოქმედოს, – წერია დოკუმენტში.

მეტი...

ბეთლემში ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადებიან

ბეთლემში ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ბეთლემში მდებარე ქრისტეშობის ტაძარში უკვე მივიდა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III. პატრიარქის მისვლასთან ერთად, შობის მოედანზე საზეიმო მსვლელობა ჩატარდა. როგორც იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა განაცხადა, ის სამართლიანი მშვიდობისთვის ილოცებს. საშობაო წირვა-ლოცვა ქრისტეშობის ტაძარში დილამდე გაგრძელდება.

მეტი...

ავარია კახეთში – არის მსხვერპლი

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენთან მოხდა. ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

მეტი...

ქუ­თა­ის­ში 34 წლის ქალს მე-11 შვი­ლი შეეძინა

ქუ­თა­ის­ში 34 წლის ქალი მე-11 შვი­ლის დედა გახ­და. მა­რეხ ბა­ზა­ევს 6 ვაჟი და 5 გო­გო­ნა ჰყავს და მე­თერ­თმე­ტე შვი­ლი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. დე­დაც და ახალ­შო­ბი­ლის თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ,,ისე­თი ამ­ბა­ვი უნდა მო­გიყ­ვეთ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას კი­დევ უფრო რომ აა­მაღ­ლებს. “კლი­ნი­კა ბო­მონდში” დე­დას მე-11 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მა­რეხ ბა­ზა­ე­ვი მე-11 შვი­ლის დედა 34 წლის ასაკ­ში გახ­და. მა­რეხს 6 ვაჟი და 5 გო­გო­ნა ჰყავს. მე-11 შვი­ლი კი ვა­ჟია. ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლე დე­დი­სერ­თა ჰყავს, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტეს, მათ შვი­ლებს ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყო­ლო­დათ. “17 წლის მყავს უფ­რო­სი შვი­ლი. ბაღ­დათ­ში ვცხოვ­რობთ. უფ­რო­სე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, რაც შრო­მას მი­ად­ვი­ლებს. რა თქმა…

მეტი...

ბათუმში 45-ე სართულიდან ბიჭი გადმოვარდა

ბათუმში 45-ე სართულიდან ბიჭი გადმოვარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს

ქვეყნის მასშტაბით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს  – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათივე ცნობით, ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.  

მეტი...

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში კვებითი ინტოქსიკაციით 81 პაციენტი შეიყვანეს

ქვეყნის მასშტაბით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 81 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ მიზეზით ცენტრში 257 მიმართვა დაფიქსირდა, 81 შემთხვევაში კი, ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მეტი...

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. „მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის…

მეტი...

,,შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია”- გია ვოლსკი

,,ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა, რომელსაც ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, მათ არ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი იმისა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელონ და საზოგადოებას უკეთესი პროგრამა შესთავაზონ. „როცა პარტიას ასეთი რესურსი არ გააჩნია, რასაკვირველია, ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი – ვიომოთ იმისათვის, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს, რათა გავყვეთ გეგმას, რაც შემუშავებულია მათ შორის მეორე ფრპნტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით… შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია – ხაბეიშვილი, მელია თუ თავმჯდომარეობის ის მესამე კანდიდატი,…

მეტი...

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2017 წელს ვიალის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ ფეხბურთელი უკურნებელ სენს ებრძოდ ვიალიმ საკლუბო კარიერა „კრემონეზეში“, „სამპდორიაში“, იუვენტუსსა“ და „ჩელსიში“ გაატარა. 1998 წელს კი „ჩელსის“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და მოიგო როგორც უეფა-ს თასი, ასევე ევროპის სუპერთასი.      

მეტი...

,,500 დღეა საუბარია, რომ ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, ცხედრის სუნი ასდის, ფერი შეიცვალა”- ვოლსკი სააკაშვილზე

,,თითქმის 500 დღეა საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის,”- – ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, სააკაშვილს გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და არ შეიძლება მისი მდგომარეობა სხვა პატიმრების მდგომარეობისგან განსხვავებული იყოს. ,,თითქმის 500 დღეა საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის, ფერი შეიცვალა, გონებას კარგავს – მთელი რიგი ასპექტებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უფრო მაშინ, როცა ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე აცხადებს…

მეტი...

,,წინ საკვანძო მოვლენებია, რაც ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებამდე მიგვიყვანს”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, წინ საკვანძო მოვლენებია, რაც უკრაინას მთელი ტერიტორიის დაბრუნებამდე მიიყვანს. მისი თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ. „გადამწყვეტი ზამთარი და ჩვენი გაზაფხული. წინ საკვანძო მოვლენებია, რაც ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებამდე მიგვიყვანს. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ და უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს ერმაკი.

მეტი...

,,დადგება მომენტი, როდესაც წალენჯიხის ავტობუსი დაიძვრება თბილისისკენ”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ წერს. „შეხვედრა შეუპოვარ წალენჯიხელებთან, რომლებმაც იციან ბრძოლა და იციან გამარჯება! დადგება მომენტი, როდესაც წალენჯიხის ავტობუსი დაიძვრება თბილისისკენ და კიდევ ერთხელ დაბრუნდება უკან გამარჯვებული!“ – წერს ნიკა მელია.

მეტი...

ომის დაწყებიდან კიევში 22 600 წყვილი დაქორწინდა და 13 965 ბავშვი დაიბადა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, იულია მენდელის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან კიევში 22 600 წყვილი დაქორწინდა და 13 965 ბავშვი დაიბადა. „სრულმასშტაბიანი ომის 315 დღის განმავლობაში კიევში 22600 წყვილი დაქორწინდა და 13965 შვილი დაიბადა“, – წერს იულია მენდელი „ტვიტერზე“.  

მეტი...

,,გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სერიოზულობა აკლია”- გია ვოლსკი

,,გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სერიოზულობა აკლია”, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ალასანიას, რომლის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს კოლექტიურად კლავენ, სამაგალითოდ დაისაჯონ. ვოლსკის თქმით, გიული ალასანიას შეიძლება გავუგოთ როგორც დედასა და ოჯახის წევრს, მაგრამ მიმართულება, რაც მან აარჩია, პატიმრის საუკეთესო ინტერესებში არ შედის. „მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების მობილიზაცია ერთი იდეის გარშემო ხდება – როგორმე სააკაშვილი იყოს ცუდად და მისი ცუდად ყოფნა გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება დაირაზმოს და აქციები ჩაატარონ. აქციებს აუცილებლად რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლების შეცვლა უნდა მოჰყვეს. ხოლო იმ…

მეტი...

,,გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ”- დმიტრო კულება

,,საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემის შესახებ განცხადებები აჩვენებს, რომ მოკავშირეების მხრიდან იარაღთან დაკავშირებული ტაბუ წარსულს ჩაბარდა”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა გადამწყვეტ ფაზაში შედის. „2023 წლის პირველივე კვირა ამას ადასტურებს. ტანკები და ჯავშანმანქანები საფრანგეთისგან, ჯავშანტრანსპორტიორები – Bradley და Marder აშშ-ისა და გერმანიისგან, დამატებითი გერმანული ბატარეა Patriot, საბრძოლო მასალები და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ ახალი ამერიკული პაკეტის გამოცხადებას. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების შეუპოვარი მუშაობისა და გმირობის მეშვეობით, პრეზიდენტის დიპლომატიურმა გუნდმა შეძლო, დაერწმუნებინა მოკავშირეები, რომ იარაღზე ტაბუს…

მეტი...

,,უკრაინელი ჯამბაზების უარის გაგებით ჩვენმა ჯარისკაცებმა მშვიდად ამოისუნთქეს, რადგან ახლა ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება”- მედვედევი

,,კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც მოსკოვმა მას „შობის“ დღესასწაულზე გაუწოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება,” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსი სამხედროების უმეტესობამ „მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი შობის დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე“, რადგან ამ შემთხვევაში ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება. “უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს… ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას…

მეტი...

საქართველოდან გაგზავნილი 25 გენერატორი უკრაინაში ჩავიდა და სხვადასხვა რეგიონში განაწილდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა. „აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ინფორმაცია ასევე მიაწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. საქართველოს ეკონომიკისა…

მეტი...

ქუთაისში მცირეწლოვნების საფლავიდან საახალწლო განათება მოიპარეს

ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე, საფლავი გაქურდეს. საფლავი, სადაც სამი მცირეწლოვანი დედმამიშვილია დაკრძალული,  უცნობმა პირმა მოიპარა. “არ იფიქრო, რომ გაგივიდა, წელსაც მე შენ დაგიჭერ იმ ქვებთან და რაც დაგემართება მერე ნახავ შენ და ვისაც აჭმევ ჩემს შვილებზე ნაქურდალს. გაისადაც იქნება ახალი წელი. ხო გაისადაც. ამდენი ნაბიჭვარი რატო დადის გარეთ, ქურდი და თაღლითი? პოლიცია გაიღვიძე”, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილების დედა, ია კოხრეიძე.  

მეტი...

ჰაკერებმა „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და ისინი ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს. კომპანია Hudson Rock-ის თანადამფუძნებული ელონ გალი წერს, რომ ინფორმაციის გაჟონვა გამოიწვევს ჰაკერულ შეტევებს, ასევე მიზნობრივ „ფიშინგს“ და პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას. „როიტერის“ ინფორმაციით, კომპანია „ტვიტერს“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ჰაკერებმა მონაცემები შესაძლოა, 2021 წელს მოიპოვეს.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა სსიპ დაცვის…

მეტი...

,,უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პატრიარქის წერილი, რომელშიც უწმინდესი სააკაშვილს „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობას“ უსურვებს, არ შეიძლება აღვიქვათ ისე, თითქოს პატრიარქი მას ციხეში ყოფნასთან შეგუებას ურჩევს „პატრიარქის წერილზე არ გვისაუბრია, მაგრამ რას უნდა შეეგუოს, ციხეში ყოფნას? როგორ წარმოგიდგენიათ, უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს? მსგავსი აზრი რუსეთის აგენტების გარდა თავში არავის მოუვა. არა, რა თქმა უნდა, პატრიარქის წერილის ასე გაგება წარმოუდგენელია”, – აღნიშნა  გიული ალასანიამ. გიული ალასანიას განცხადებით, გუშინ, გულის წასვლის ეპიზოდმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დაასუსტა. „დღეს ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით…

მეტი...

,,ჩვენ, როგორც კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ”- გიორგი ვაშაძე

,,ჩვენ, როგორც კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე. „დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან. მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია „ქოცმთავრობასთან“ დასავლეთის დამოკიდებულების. უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას დიდხანს ვერ ახდენდნენ „ქოცმთავრობის“ ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე – ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ! ახლოვდება რუსეთისა და რუსეთუმეთა განკითხვის დღე! ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული…

მეტი...

რუსები ვალერი მელაძისა და მისი მეუღლის ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვენ

ვალერი მელაძის მეუღლე, ალბინა ჯანაბაევას , სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო, რუსები ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. როგორც მედია წერს, ჯანაბაევამ „ვერ შეძლო უკმაყოფილო რუსებისგან თავის დაღწევა“. მას ძველი ფოტოების ქვეშ კომენტარებში თავს ესხმიან და დაჟინებით თხოვენ ქვეყნის დატოვებას. რუსების მხრიდან მსგავსი აგრესიის მიზეზი, ვალერი მელაძის მიერ ცოტა ხნის წინ დუბაიში გამართულ კონცერტზე ნათქვამი სიტყვა- „დიდება გმირებს“ გახდა.  

მეტი...

პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა

სავაჭრო ობიექტში პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა. თუ აქამდე პროდუქტის აწონვისას პოლიეთილენის პარკის გამოყენება უფასოდ იყო შესაძლებელი, მიმდინარე თვიდან მსგავსი პარკების გამოყენება დარღვევას წარმოადგენს და მასზე შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდა. მთავრობის 14 დეკემბრის დადგენილების თანახმად, 2023 წლის ივნისიდან ცვლილება შეეხება ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებსაც. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლო.

მეტი...

მადრიდის „რეალი“ კვარაცხელიაში 80 მილიონს იხდის – მედია

,,სერია A-ს ვარსკვლავი, რომელსაც „რეალი“ აკვირდება,”- ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიაში მადრიდის ”რეალი” 80 მილიონს იხდის. მეორე ვერსიით, „რეალმა” სერია A-ს სუპერვარსკვლავის შეძენაზე უარი თქვა. „ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სტარტზე ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რის შედეგადაც სულ რაღაც 21 წლის ასაკში ის ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული გუნდის ინტერესი გამოიწვია, მათ შორისაა მადრიდის „რეალი“. რომელიც გარკვეული პერიოდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავდამსხმელის განვითარებას. კვარაცხელიათი კარლო ანჩელოტის გუნდი იმდენადაა დაინტერესებული, რომ სურს საკმარისად სოლიდური შეთავაზება გააკეთოს, რათა კვარა მომავალ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუს“…

მეტი...

საბერძნეთში 23 წლის ქართველმა რეპერმა ორ საათში 8 ძარცვა ჩაიდინა – მედია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სალონიკში დააკავეს 23 წლის რეპერი, რომელმაც 2 საათის განმავლობაში 8 ძარცვა ჩაიდინა. მედიის ცნობით, დააკავეს 1999 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც 14 დეკემბერს დასავლეთ სალონიკში ორი საათის განმავლობაში რვა შეიარაღებული ძარცვა განახორციელა. ,,თესალონიკის პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გამოქვეყნდა. ის დააკავეს 13-12-2022 და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობის, ძარცვის მცდელობის, დაუმორჩილებლობის, იარაღის უკანონო ტარებისა და  გამოყენებისთვის”,- ნათქვამია სტატიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ნაძარცვი დაახლოებით 15 000 ევროს შეადგენს.

მეტი...

,,დრო უკვე აღარ ითმენს…მიხეილ სააკაშვილს უკვე გონების დაკარგვის მე-6 ეპიზოდი ჰქონდა”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი არევაძეს სხდომების ყოველდღიურად ჩანიშვნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკვე გონების კარგვის მე-6 ეპიზოდი ჰქონდა. „კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს. ახლა მე ვნახავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გუშინ, მოგეხსენებათ, გონება დაკარგა. გამოვითხოვ ავადმყოფობის ისტორიას, ჩანაწერებს, გადავუგზავნით ამერიკელ და ქართველს ექსპერტებს და გავერკვევით საქმე რა მოვლენასთან გვქონდა. უკვე მე-6 ეპიზოდი იყო გონების კარგვის. მივმართავთ მოსამართლეს, გადაავადოს თავისი საქმეები ან გადააწეროს სასამართლოს თავმჯდომარეებს, სხვა მოსამართლეებს მის წარმოებაში არსებული საქმეები და მხოლოდ…

მეტი...