რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ჩამოერთვათ ქონება – ვოლოდინის ინიციატივა

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს ქონება ჩამოერთმევათ.

ვოლოდინის აზრით, ემიგრანტების საჯარო განცხადებები უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებელია, შეფასდეს ექსტრემიზმისკენ მოწოდებად.

„საზღვარგარეთ მყოფნი ისინი აქირავებენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამასთან, აძლევენ საკუთარ თავს უფლება, საჯაროდ დაასხან ტალახი რუსეთს, შეურაცხყოფენ ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს. გრძნობენ თავს დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მიწვდება“, – განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერი.

 

მსგავსი თემები