უკრაინული მხარე ყველას მოუწოდებს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ვერსიებს ნუ შეთხზავენ  

უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საზოგადოებას მიმართავს. როგორც შმიგალი აცხადებს, ნურავინ  გაავრცელებს თეორიებსა და სპეკულაციებს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით. „ახლა ადგილზე მუშაობს ყველა სამსახური, რათა დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს და ეტაპობრივად, დეტალურად გაირკვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, მოერიდონ ამა თუ იმ თეორიას, სპეკულაციას, დაელოდონ ოფიციალურ კომენტარებს და დასკვნებს“, – აცხადებს შმიგალი. შეგახსენებთ, რომ  კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდა. ყველა ადამიანი დაიღუპა. ბროვარიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.  

მეტი...

უკრაინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბროვარიში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას ყველა მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ბროვარიში მოხდა, 19, 20 და 21 იანვარი გლოვის დღეებად გამოცხადდა. შავი დღეა, სიტყვები არ მყოფნის, რათა დანაკარგით გამოწვეული ტკივილი გამოვხატო“, – აცხადებს ბროვარის მერი იგორ საპოჟკო. შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა.  

მეტი...

„თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი“ – დენიელ ფრიდი

„მე არ ვთავაზობ საქართველოს, გაუგზავნოს იარაღი უკრაინას, მაგრამ საქართველოს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი“ – აცხადებს ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი. მისი შეფასებით, თუ პუტინი წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველოც უფრო უსაფრთხოდ იქნება. „პუტინის წარუმატებლობა უკრაინაში იქნება იმის დემონსტრირება, რომ მისი აგრესიის მოდელი – რუსეთის იმპერიის აღდგენა ომით, არ იქნება წარმატების მომტანი. თუ პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება. საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ვიდრე უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე ჩუმადაა, ემზადება თავდაცვისთვის და რუსეთისთვის იოლი სამიზნე არაა. არ ვიცით, როგორ დასრულდება ომი…

მეტი...

„გერმანიამ უკრაინას 12 მილიარდი ევრო გამოუყო და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“ – ოლაფ შოლცი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გერმანიის კანცლერმა უკრაინის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას არასდროს მიატოვებს. „ომი გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე. ენერგიის ფასები არნახულად გაიზარდა. მთელ მსოფლიოში წარმოებისა და პროდუქციის ფასები მკვეთრად იზრდება. რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში. უკრაინა იცავს საკუთარ  თავს დიდი წარმატებითა და შთამბეჭდავი სიმამაცით. გერმანიამ, გასულ წელს 12 მილიარდი ევრო გამოყო და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ბერლინში, ოქტომბრის მიწურულისთვის, ჩვენ ვმუშაობდით საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა წარმოგვედგინა „მარშალის გეგმა“ უკრაინის ხანგრძლივი რეკონსტრუქციისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ფორუმზე.  

მეტი...

კანადა უკრაინას ჯავშანმანქანებით დაეხმარება

კანადა ადასტურებს ინფორმაციას უკრაინისთვის ჯავშანმანქანების გადაცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის  თავდაცვის მინისტრი აცხადებს, უკრაინას Senator-ის 200 ჯავშანმანქანას გადასცემენ. მინისტრი ანიტა ანანდისი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას შეხვდა. სწორედ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა მან აღნიშნული შეთანხმების შესახებ. ჯავშანმანქანების მთლიანი ღირებულება 90 მილიონი კანადური დოლარია.

მეტი...

პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას უკრაინაში ომის შეჩერება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. აღნიშნული გზავნილი პუტინმა ვეტერანებთან შეხვედრაზე გააჟღერა. „რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, – აღნიშნა მან და ყველაფერში უკრაინა დაადანაშაულა. პუტინის მტკიცებით,  დონბასის მიწები რუსულია და იქ მცხოვრები „საკუთარი ხალხის“ შეურაცხყოფას ვერ შეეგუება.

მეტი...

„მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის წინაშე ვდგავართ, მსოფლიოს დიდ ნაწილს რეცესია ემუქრება“ – ანტონიო გუტიერეში

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გლობალური პრობლემებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც  მსოფლიო დგას. მისი შეფასებით, მსოფლიო მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის წინაშე დგას. „მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის წინაშე ვდგავართ. ჩვენს სამყაროს ქარიშხალი რამდენიმე ფრონტზე დაატყდა თავს. დავიწყოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისით. მსოფლიოს ბევრ ნაწილს ემუქრება რეცესია და მთელი მსოფლიო შენელების წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ გაღრმავებულ უთანასწორობას და ცხოვრების ხარჯების სწრაფად განვითარებას, რაც ყველაზე მეტად ქალებსა და გოგონებზე ახდენს გავლენას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და ენერგოკრიზისი. ფასების ზრდა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციასთან ერთად დაუცველ ქვეყნებს აზარალებს. ჩვენ ვეთამაშებით კლიმატურ კატასტროფას. შედეგები დამანგრეველი იქნება.…

მეტი...

„სიტყვების თავმოყრასაც ვერ ვახერხებ“ – ოლენა ზელენსკა

უკრაინაში დღეს მომხდარ ტრაგედიაზე უკრაინის პირველმა ლედიმ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. როგორც ოლენა ზელენსკამ განაცხადა, გამოძიება დაადგენს რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. “დღეს კიდევ ერთი რთული დღეა უკრაინისთვის. დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ისინი ვინც საბავშვო ბაღის მიმდებარედ იმყოფებოდნენ. მე არ მაქვს ძალა იმისთვის გამოვხატო ჩემი განცდები მომხდართან დაკავშირებით. სიტყვების თავმოყრასაც ვერ ვახერხებ. გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი. მე პირადად ვიცნობდი მინისტრს რომელიც დღეს დაიღუპა და ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია,” – განაცხადა ზელენსკამ ფორუმზე, სადაც ის უკრაინას წარმოადგენს.  

მეტი...

ევროკავშირის ელჩს იმედი აქვს, რომ 12-ვე პრიორიტეტზე პროგრესი იქნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საქართველო არსებულ ყველა პრიორიტეტს დაძლევს. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტში განაცხადა, წლის ბოლოს, გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მისწრაფებების სასარგებლოდ იქნება მიღებული. „12 პრიორიტეტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. ბევრ პრიორიტეტზე პროგრესი შეინიშნება. სხვა პრიორიტეტებზე ჯერ კიდევ ველით ზოგიერთ გადაწყვეტილებას. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევაზე. სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ მუშაობა პარლამენტში ამ მომენტისთვის შეჩერდა, რადგან ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის მიმართეს. ვიცი, რომ როცა ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა აღდგება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან.

მეტი...

,,უნდათ, რომ მოკლან…გადაყვა ამ ქვეყანას, ყველაფერი გააკეთა და ბოლოს მიიღო ეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში მიმართვას გეგმავენ. ადვოკატებმა და გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედეში“ დღეს კიდევ ერთხელ მოინახულეს. მათი განმარტებით, მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. „სუსტად არის ძალიან. სისტემა დაუყენეს. კალიუმი დაუყენეს, ჩვეულებრივი ამბავია ეს. სიცხეები, რა თქმა უნდა ისევ აქვს. პროცესებთან დაკავშირებით მოლოდინი მაინცდამაინც კარგი არ მაქვს. ჯერჯერობით პროცესები მიდის იქით, რომ მაინცდამაინც უნდათ, რომ მოკლან. ჩემი დაკვირვება ასეთია და რავიცი აბა. რაც შეეხება სტრასბურგს, შეიძლება მიმართონ, რაღაცა გეგმა არსებობს, უფრო ადვოკატებმა იციან. თვითონ რა ვიცი, როგორ გუნებზე უნდა იყოს ადამაინი, რომელიც გადაყვა ამ ქვეყანას, ყველაფერი გააკეთა და ბოლოს მიიღო ეს, რაც…

მეტი...

ავიაკატასტროფა ბროვარში – უკრაინის შსს გარდაცვლილთა სიას აქვეყნებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სიას აქვეყნებს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ : უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი; მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი; შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი; შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი; შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკო შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი; ვერტმფრენის მეთაური – სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო; სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო; სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი. ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ…

მეტი...

„მედავებიან, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერეა გადმოსვენებული იატაკზე…“- მშობლების მკვლელობაში ბრალდებული

,,მედავებიან, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერეა გადმოსვენებული იატაკზე, ლოგინში სისხლი არაა აღმოჩენილი და თუ მე გადმოვასვენე, დედაჩემზე ჩემი კვალი არაა. რით ახსნით ამას? – ამის შესახებ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა გიორგი ბეროზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბეროზაშვილი მოსამართლეს 20 წუთის განმავლობაში არწმუნებდა, რომ მშობლები მას არ მოუკლავს. „მეც და ჩემი დაც ავედით სახლში და მალევე გამოგვიყვანეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან. თუ არაფერი უსინდისობა არ აქვთ პოლიციელებს ჩადენილი, ჩემმა დამ დაკითხვისას განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას ტელეფონი გამოართვევინეს, როცა გადაღება დაიწყო. რაში უშლიდა ხელს ეს საგამოძიებო პროცესს? თუ არაფერი ჰქონდათ “ნამაიმუნარი”, გადაღებაზე…

მეტი...

ატირებული ოლენა ზელენსკა – ტრაგედია უკრაინაში

ავიაკატასტროფა უკრაინაში – უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედიმ ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ  ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­სა­ხებ მაშინ შეიტყო, როდესაც დავოსში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა. ოლენა ზე­ლენ­სკამ ამ ამ­ბის მოს­მე­ნი­სას ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა. უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

მეტი...

,,ვიმედოვნებ, კომისიის მოსაზრება იქნება მიღებული საქართველოს ევროპული მისწრაფების სასარგებლოდ”- პაველ ჰერჩინსკი

,,წლის ბოლოსთვის პროგრესი შეფასდება ჯერ ევროპული კომისიის მიერ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას 27 წევრი ქვეყნის ლიდერი მიიღებს,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული და კომისიის მოსაზრება მიღებული საქართველოს ევროპული მისწრაფების სასარგებლოდ იქნება მიღებული. „სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ პარლამენტში ამ დროისთვის მუშაობა შეწყვეტილია, რადგან საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელებს, როგორიცაა, ვენეციის კომისია და „ოდირი“ მიმართეს მოსაზრებისთვის. ვიცი, რომ როდესაც ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა განახლდება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით მკაფიოდ დიდი პროგრესია, სხვებზე მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ ამას დიდი…

მეტი...

,,უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე გვემუქრება” – მაია სანდუ

უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება,”- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის შემდეგ შექმნილ პრობლემებს,  ევროკავშირისა და პარტნიორებისგან მიღებული დახმარების მეშვეობით მოლდოვა უმკლავდება. “ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას, გვინდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება. დიახ, რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება…. ჩვენ რუსეთს უახლოეს მომავალში დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე რჩება”, – თქვა სანდუმ.…

მეტი...

ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის გავრცელებამ გამოიწვია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგანეტოს ცნობით, დღეიდან, 18 იანვრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, თბილისში ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება. მათივე ცნობით, ეს ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული. ,,აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის…

მეტი...

გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი – ავიაკატასტროფა უკრაინაში

კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ,,ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით, ამ ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან სამი ბავშვია. გარდა ამისა, 25 ადამიანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც იღებენ კვალიფიციურ დახმარებას. მათგან 10 დაშავებული ბავშვია, რამდენიმე პირი მძიმე მდგომარეობაშია რეანიმაციაში”,- განაცხადა ეროვნული პოლიციის სპიკერმა

მეტი...

,,იმედი მაქვს, მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან” – ლავროვი

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება,”- ამის შესახე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, ძირითადად, ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა – პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, ქვეყნის მინისტრი ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. „ფრენის მიზანი საქმიანი იყო. ერთ-ერთ ცხელ წერტილში. შეიძლება ითქვას, ცხელ წერტილში, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. იქ მიემართებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ტიმოშენკომ. უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

მეტი...

,,ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება”- უკრაინის  უშიშროების სამსახური

უკრაინის  უშიშროების სამსახური ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განიხილება რამდენიმე ვერსია “უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს. ამჟამად ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის: ფრენის წესების დარღვევა; ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა; მიზანმიმართული ქმედებები მანქანის განადგურების მიზნით. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებს, რათა დადგინდეს ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ტრაგედიის დეტალები,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის”- შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. „ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე. უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი.

მეტი...

,,მარტამდე პურის ფასზე ცვლილება მოსალოდნელი არ არის”- მალხაზ დოლიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,მარტამდე პურის ფასზე ცვლილება მოსალოდნელი არ არის”- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოში ფქვილის მარაგის რაოდენობა დაახლოებით, 60 000 ტონაა, რაც  სამი თვის მარაგია. „რაც შეეხება ფქვილს, ფქვილის მარაგი არის – 60 000 ტონაზე მეტია, ეს დაახლოებით, სამი თვის მარაგია. თუ შევადარებთ გასულ წელს, ამ მხრივ წლევანდელი წელი ბევრად უკეთესია იმიტომ, რომ მაშინ ფიქსირდებოდა 500 დოლარამდე ხორბლის ღირებულება და ახლა ეს ფასები შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ეს კიდევაც აისახება ფქვილის ღირებულებაზე. დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით, 66-67 ლარია. ასევე,…

მეტი...

,,ტკივილი ენით აუწერელია…ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. “ტკივილი ენით აუწერელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს! დენის, ჟენიას, იურის, შსს-ს გუნდს… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდობით განისვენეთ! მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას!”- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით,…

მეტი...

,,საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას პატივისცემას იმსახურებს”- სერგეი ლავროვი

,,საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, პატივისცემას იმსახურებს,” –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს… შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. და ის ფაქტი, რომ არც ისე დიდ ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და მათი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.   

მეტი...

,,ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტ ზელენსკის, საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე”. ცნობისთვის, უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი.

მეტი...

,,თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში?”- ლაშა ფურცხვანიძე 

,,ჩემი ერთადერთი თხოვნაა – დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება,” – ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს მიმართა. ლაშა ფურცხვანიძემ  პროკურორს კითხა, თუ რა ახალი გარემოებები გააჩნია ბრალდებას მისი პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით. „უკვე მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ „მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი – ასეთი საერთოდ არ არსებობს. ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი…

მეტი...

,,კვარაცხელია აშკარად 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს”- „იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი

,,იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორის ლუჩანო მოჯის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რეალურად 10-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე ნეაპოლელებმა გადაიხადეს. „პარასკევის მატჩის შემდეგ დე ლაურენტისს მესიჯი გავუგზავნე, მივულოცე გამარჯვება და ის სტრატეგია, რომლითაც კლუბს მართავს. ყოველთვის არასასიამოვნოა მოთამაშის ღირებულების შეფასება. მაგრამ კვარაცხელია აშკარად 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. თუ ლუკაკუს ტრანსფერს ამდენად აფასებენ, რომელიც ბურთს ვერ აჩერებს, მაშინ ტექნიკის მქონეები უფრო მეტად უნდა დაფასდნენ“, – აცხადებს „იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი.  

მეტი...

,,ჭიჭე ვაშაძეს რუსებისთვის ბინა მიუქირავებია…რა კაცი ხარ?”- ირაკლი ზარქუა

,,პატრიოტიზმით გამოდიან და იძახიან, რუსები არ გვინდა, როგორ შემოუშვითო. ესენი ტურისტები არიან და გუშინ აღმოჩნდა, რო ჭიჭე ვაშაძეს რუსებისთვის თავისი ბინა მიუქირავებია,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ვაშაძე ”ჩვეულებრივი ხელმოცარული პოლიტიკოსია, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად”. „ტროიკა რომ დარბის – ჭიჭე ვაშაძე, რუსეთისგან დაფინანსებული ხოშტარია და მესამე ჩახდილი. ამ ტროიკამ საქართველოს რა უნდა მისცეს? ურა, პატრიოტიზმით გამოდიან და იძახიან, რუსები არ გვინდაო, როგორ შემოუშვითო. ესენი ტურისტები არიან და გუშინ რა აღმოჩნდა? ჭიჭე ვაშაძეს რუსებისთვის თავისი ბინა მიუქირავებია. ამათი მორალი ხომ ამორალურია და ეს იცის საზოგადოებამ,…

მეტი...

,,კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გვაქვს, მიდიან, ხელფასების მომატებას ითხოვენ”- მალხაზ დოლიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,პრობლემები წარმოებაში გვაქვს, კვალიფიციური მუშახელის ძალიან დიდი გადინებაა,”- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან გაძნელებულია დისტრიბუციის საკითხები ქალაქის გადატვირთვის გამო და  კარგი იქნება, კვების პროდუქტებზე ღამის მიღებები დაწესდეს. „ქართული ფქვილის საშუალო ფასი და რუსეთიდან შემოსული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს დაუახლოვდა და 70 ლარის ფარგლებში იყო. დღეს დაახლოებით, 5 ლარით შემცირდა ფქვილის ღირებულება. საქართველოში ჯერ არის გარკვეული მარაგი სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს მარაგი შექმნილია. მე ვიცი, რომ დაახლოებით, 60 000 ტონაზე მეტი ხორბალი და ფქვილია შემოსული. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მარტის თვემდე…

მეტი...

უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა 26 პირი, რომელთაგან 12 ბავშვია. ცნობისთვის, ბროვარიში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.  

მეტი...

,,ამათი შემხედვარე ხელისუფლებაში 2030 წლამდე ვიქნებით”- ირაკლი ზარქუა

,,გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე და სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. ამათი შემხედვარე ხელისუფლებაში 2030 წლამდე ვიქნებით,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, „ქართული ოცნება“ შეცდომების მიუხედავად ის ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს”. ,,გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე და სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა და უკვე თავიანთი პირით აღიარებენ, რომ გამორიცხულია მათი შეცვლა, იგივე ხელწერა აქვთ – ჩაშვება, დასმენა, მოსმენა, ერთმანეთის შანტაჟი, ჩანაწერების გაკეთება. ამ პროცესის შედეგად ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს და უკვე გამარჯვებულია, ამ სექტის ლუსტრაცია…

მეტი...

,,თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ”- გია ვოლსკი

,,თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,”ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფარი”. ,,ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფარი და ვინც ამას გაიმეორებს, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, როგორმე ზიანი მიაყენოს საკუთარ ქვეყანას. ვინ შეზღუდა? ვინ არის შეზღუდული? ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ. თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა. ვერავინ ვერ შეძლებდა არათუ მედიის რეგისტრირებას, არამედ, რეგისტრირებას…

მეტი...

2023 წლიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – მალხაზ დოლიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, 2023 წლიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მისი თქმით, რეგულაციები სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს და ტექნოლოგიურ პარამეტრებს ეხება. „ამ წლის მეორე ნახევრიდან ახალი რეგულაციები შემოდის, ეს რეგულაციები დროულია. პურის დამზადებაში წესები შემოდის, რომელიც დაცული უნდა იყოს. ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური წესები, ტექნოლოგიური პარამეტრები, ყველა მანქანა-დანადგარებზე ახალი წესები იქნება. მინდა შესაბამის სამსახურს მივმართო, რომ ტრენინგები ჩაატარონ, რომ ამ ხალხს რას ვთხოვთ იცოდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მომზადდეს სამი გაიდლაინი, რომელიც აჩვენებს მცირე, საშუალო და დიდი წარმოებისთვის რა მოთხოვნებია. შესაბამისად, ამ გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნები იქნება. გასული წლის ბოლოს…

მეტი...

კიევის ოლქში, ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი  დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი ემსხვერპლნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაიღუპა, სახელმწიფო მდივანი. ვერტმფრენი კიევის ოლქში, ბროვარში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საბავშვო ბაღთან ახლოს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სულ ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორისაა 2 ბავშვი.

მეტი...

,,წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ”- კალაძე

18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, უსახლკაროების პროგრამა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ვაუჩერი სოციალურად დაუცველი პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად – ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას თბილისის მერია 2023 წელს გეგმავს. მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და მის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „მინდა, მოსახლეობას შევახსენო თბილისში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები, თუმცა, დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დამტკიცდა მილიარდ 632 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, გარდამავალი ნაშთი, რომელიც მათ შორის, გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება, დაემატება ამ ბიუჯეტს და ჯამურად მილიარდ 760 მლნ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, გასულ წელს ბიუჯეტი…

მეტი...

კიევის ოლქში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია ხუთი ადამიანი

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის გუბერნატორის, ოლექსი კულებას განცხადებით, ტრაგედიის დროს, ბავშვები და პერსონალი საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი.

მეტი...