ამაღამ პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებულად საშიშია – სახლებს სახურავი აქვთ ახდილი

ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას, სახლებს სახურავები აქვს ახდილი და საშიშია. ქარიშხალმა და უხვმა ნალექმა მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზული ზიანი გამოიწვია, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა დასავლეთ საქართველოში, სადაც ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, სახლებსა და დაწესებულებებს სახურავი ახადა და სერიოზული პრობლემები შექმნა.

„ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას“ – სწორედ  ეს არის ძველით ახალი წლის მთავარი თხოვნა მოსახლეობის მიმართ, რადგანაც დიდი რისკი და საფრთხე არსებობს, პიროტექნიკა სახურავის გარეშე დარჩენილ სახლებში ჩავარდეს და ხანძარი გაჩნდეს.

 

მსგავსი თემები