უკრაინა ევროკავშირის წევრობას 2 წელზე ნაკლებ ვადაში ელის

„ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები წევრობისთვის. ასევე, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რომ მკაფიოდ გავიგოთ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა“, – აცხადებს უკრაინის პრემიერი და ვადასაც ასახელებს.

როგორც დენის შმიგალი განმარტავს,  შეთანხმების ხელმოწერა 2 წელზე ნაკლებ ვადაში მოხდება.

„ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერით. იმედი გვაქვს, ამ გზის გავლას ორ წელზე ნაკლებ დროში და მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, –  აღნიშნა დენის შმიგალმა.

მსგავსი თემები