,,ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება.

მისი თქმით, ბელარუსის ადგილი ცივილიზებული ქვეყნების რუკაზე მომავალში სწორედ უკრაინის ომში ჩართვაზე იქნება დამოკიდებული.

„ყოველ შემთხვევაში მეზობლები ვართ. ასეა თუ ისე, ბელარუსი გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკაზე. ეს ქვეყანა ჩვენი და პოლონეთის მეზობელია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და პოლონეთისთვის. ეს ასევე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენს რეგიონში და უსაფრთხოების გარანტიებს მთელ ევროპაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები