უკრაინაში რუსულ იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. შეტევა რაკეტებით განხორციელდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 26 იანვარს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაზიანდა 35 შენობა, დაიღუპა 11 ადამიანი და 11  დაშავდა. ყველაზე მეტი შენობა კი კიევის ოლქშია დაზიანდა.  

მეტი...

„სააკაშვილს მოკლავენ ციხეში“ – მანანა ჯებაშვილი

იუსტიციის მინისტრ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა სანდო არ არის, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გუნდის წევრები აფასებენ. როგორც ექიმი მანანა ჯებაშვილი აცხადებს, მინისტრის განცხადება იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს კლინიკაში მოკლავენ. „ჩვენთვის სამხარაულის დასკვნა სარწმუნო არ არის. სააკაშვილს ციხეში ვერ მიაბრუნებენ. ადამიანი, რომელიც არის 1 მეტრი და 92 სანტიმეტრი და 68 კილო, ეს არის ღრმა კახექსია და ვერ მიაბრუნებენ. სააკაშვილის მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში. დაიმახსოვრეთ. დღეს განაჩენი საბოლოოდ გამოტანილია. სასამართლოში შეგვძლია არ წავიდეთ“ – აცხადებს ჯებაშვილი. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზას შეასწავლინა და დაადგინა, რომ ის სანდო…

მეტი...

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი გადამოწმდა და არ დადასტურდა – რას აპირებს სამინისტრო?!

იუსტიციის სამინისტრომ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეასწავლინა. როგორც მინისტრი აცხადებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ დასკვნა სარწმუნო არ არის. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველთვის გარკვეული სპეკულაციის საგანია. როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული. კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. განსაკუთრებით მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ…

მეტი...

წალენჯიხაში იტალიიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული ხეები გაჩეხეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, იტალიიდან სპეციალურად ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები გაჩეხეს. ხეები ძველი კულტურის ცენტრის სივრცის ტერიტორიაზე იყო დარგული, რომელიც მამუკა ხაზარაძემ შეიძინა. შენობაში 32 წელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მოხდა სივრცის სრული განახლება, გაკეთდა გალავანი, დაირგო იტალიიდან ჩამოტანილი და უნიკალური ჯიშის 70 ხე, რომელიც გაჩეხეს. რადგანაც პერიმეტრზე ვიდეოკამერა არ ეყენა, უცნობია, ვინ ჩაიდინა აღნიშნული ვანდალიზმი.  

მეტი...

კახა კალაძის თქმით, თუ რუსეთი საქართველოსთან ფრენის შეზღუდვას მოხსნის, ამაში ცუდი არაფერია

თბილისის მერის განცხადებით რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაში ცუდი არაფერია. მისი შეფასებით, ფრენები რუსეთმა გააჩერა და თუ აღადგენს, არც არაფერი დაშავდება. „რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში?  მარტივია, დაუსვათ უკრაინის მოქალაქეებს კითხვა, გრძნობენ თუ არა ისინი უსაფრთხოდ თავს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში, რამდენად მოსწონთ აქ ცხოვრება. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, ძალიან კომფორტულად არიან, იციან, რომ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, ვიცით მეგობრობა, ხელის გაწვდენა, გაჭირვების დროს. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები. გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო მათი მხრიდან მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება და მოხსნიან, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა…

მეტი...

„ემპათიის“ დასკვნა არ არის ურწმუნო და უტყუარი” – მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატო ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ემპათიის“ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა და ის სარწმუნო არ აღმოჩნდა. „ეს სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციების საგანი. ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. მინდა ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე. მივიღეთ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან 26 იანვარს დასკვნა – ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური. ამ დასკვნის შესაბამისად „ემპათიის“ დასკვნები არ არის სარწმუნო და უტყუარი“ – განაცხადა რატო ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“ არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით“ – კახა კალაძე „ჯაგუნა ვერეზე“ ცათამბჯენების მშენებლობაზე

„არასოდეს გვიკადრია და არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან პირიქით, ხელი შევუწყოთ. მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს ზონები, რომლებსაც ახალი გენგეგმით შეეცვალათ სტატუსი ან მოხდეს მათი ადგილმონაცვლეობა“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა. „ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო იმისა, რომ კონკრეტულ არეალებში რეკრეაციული ზონის სტატუსი შეცვლილა სხვადასხვა ზონით ან პირიქით. ეს არ არის გამონაკლისი. თქვენ ხედავთ, ლაგუნას მიმდებარე სივრცე როგორ არის განვითარებული. ქარხნის, საწარმოს ტერიტორია იყო. შეიძლება, რომ ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი? ჩვენ გვაქვს…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინის შემდეგ სხვა ქვეყნისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მორიგ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის შემდეგ სხვა ქვეყნის ჯერი დადგება. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ომს აწარმოებს. ის ფიქრობს, კარგი, ახლა უკრაინაში არ გამოდის, მაგრამ დაველოდებით, მსოფლიო არ დარჩება ერთიანი, ისინი დაიღლებიან და მე კიდევ უფრო შორს წავალ. დარწმუნებული ვარ, უკრაინის შემდეგ იქნება შემდგომი ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ვფიქრობ, მოვახერხებთ, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, პუტინთან მოლაპარაკება მისთვის საინტერესო არ არის

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების წინააღმდეგია. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, პუტინი მისთვის არაფერს წარმოადგენს და არავინაა. „არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით და საუბრით. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან „ნორმანდიულ ფორმატში“, ეს იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრამდე. ვნახე ადამიანი, რომელიც ერთს ამბობდა და  მეორეს აკეთებდა. ვერ ვხვდები ეს მისი გადაწყვეტილებებია თუ ვინმე სხვისი. მერე რა, რომ შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ? არ არის საინტერესო. ვესაუბროთ? ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის ის ახლა. სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...

ტრანსნაციონალური დანაშაული გაიხსნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 3 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა მიზანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც მოიცავდა ასეულობით მილიონი აშშ დოლარის მრავალეპიზოდიან თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, კიბერდანაშაულს და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა, მოპოვებული ასობით…

მეტი...

,,კინზინგერი გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძიე ადამ კინზინგერის განცხადებას  ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  მას ადრეც არაერთხელ გაუკეთებია სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები. კობახიძის თქმით, კინზინგერს თავისი პრობლემები აქვს და ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს პიროვნული პრობლემები. „თავის დროზე, კინზინგერი, ვიდრე ის იყო კონგრესმენი და, პრაქტიკულად, გარიცხავდნენ მას საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. წესით, ის კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის იმას, რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს უფრო დიდი პრობლემაა.…

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას”- ირაკლი კობახიძე

,,უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორ ხელისუფლებას. „მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებები არ წყდება. ამას ხან პირდაპირი ფორმით აკეთებენ, ხან ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება  სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მოწოდებებს პრაქტილულად, ღია ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი…

მეტი...

თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს. ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო სამსახური და მოხალისეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი იყო ჩართული. ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარის გაჩენის  მიზეზი ამ დროისთვის  უცნობია.

მეტი...

,,გავრცელებული ინფორმაციები არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა”- შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების მოტყუების მცდელობა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ორი დღის წინ, შეკვეთილი სტატიის ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი მხრიდან მართული მედიასაშუალებებისგან მორიგი „ფეიკნიუსების“ გავრცელება მოჰყვა, თითქოს ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელორუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი სხვადასხვა ექსპერტიზისათვის იყენებს რამდენიმე სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის დაქტილოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემას – „დაქტო-2000“-ს, ჰაბიტოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემა – POLYFACE-სა და ბალისტიკურ საიდენტიფიკაციო სისტემა –…

მეტი...

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციური ვაჭრობის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციური ვაჭრობისას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბაზრის მონაწილეები ინდივიდუალურად დაჯარიმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა საჯარო სხდომაზე სემეკის აპარატის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის ანგარიშების მოსმენის საფუძველზე მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, ბაზრის ოპერატორებს 14 თებერვლამდე 6-12 თებერვლის სიმულაციური ვაჭრობის მონაცემების სემეკში წარდგენა დაევალათ, გარდა ამისა, 7 თებერვლამდე განესაზღვრა ვადა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მასთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებების კომისიისთვის მისაწოდებლად. ელექტროენერგეტიკული კომპანიებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის მიერ…

მეტი...

,,ვერავინ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”- ირაკლი კობახიძე

,,ვერავინ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“- ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე CS Victims-ის მიერ გავრცელებულ სტატიას. კობახიძის თქმით, მინიშნება არის ის, რომ ვიღაცებს სურთ, აიძულონ ივანიშვილი, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს. „საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ხდება „კრედიტ სუისში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია, პრაქტიკულად, გაცამტვერებულია და ამის თაობაზე საერთაშორისო…

მეტი...

,,შსს ღონისძიებების ჩატარებისას რუსულ და ბელარუსულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს”- ელენე ხოშტარია

,,შსს საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისას, მათ შორის საზღვარზე, რუსულ და ბელარუსულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომელიც მათ საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფს,”- ამის შესახებ პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ამ თანამშრომლობის შედეგად, რუსებს შეუძლიათ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ. „მინდა გუშინ On.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, რომელიც ორგანიზაცია „ფორსეტის“ საგამოძიებო მასალას ეყრდნობა, რომელშიც ჩვენი მთავრობის რუსეთთან ძალიან სახიფათო თანამშრომლობის შესახებ არის ნათქვამი. სავარაუდოდ, რუსეთს წვდომა აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. მასალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილიცაა მოყვანილი. მასალით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისას, მათ შორის საზღვარზე, რუსულ და ბელარუსულ…

მეტი...

უკრაინის მხარდაჭერის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა

უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის ”დევ­ნა” გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, წარმოშობით ქართველ მომღერალს 8 მარტს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი გა­უუქმდა, რომლის ბი­ლე­თე­ბი თით­ქმის გა­ყი­დუ­ლი იყო. “მე­ლა­ძის ნაც­ვლად კონ­ცერ­ტზე პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ით ცნო­ბი­ლი ვლა­დი­მერ პრეს­ნი­ა­კო­ვი გა­მო­ვა”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. შეგახსენებთ, 2 იანვარს, დუბაიში საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც  სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. სცენასთან ახლოს მყოფი მსმენელმა მელაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „Слава Україні!“, რაზეც მელაძემ „Героям слава!“ უპასუხა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს უწოდებს “პირუტყვობას”, “სიმახინჯეს” და “ღალატს” და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს. მელაძისთვის წოდებების და მოქალაქეობის…

მეტი...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კეტრინ კოლონა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში ჩავიდა, სადაც  უკრაინელ კოლეგას შეხვდა. “ოდესაში! უკრაინის სუვერენიტეტისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის აღსანიშნავად დღეს, როგორც არასდროს”, – წერს მინისტრი ტვიტერზე. დმიტრო კულებამ კოლეგას მამაცობისთვის და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა-საფრანგეთის პარტნიორობა გადამწყვეტი რჩება რუსული აგრესიის დაძლევასა და მშვიდობის აღდგენაში.

მეტი...

,,ადამ კინზინგერმა თავი დაგვანებოს – წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას”- გურამ მაჭარაშვილი

,,ადამ კინზინგერმა  ისიც კი არ იცის, საქართველოში რუსეთის ელჩი არის თუ არა,– ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას. მისი თქმით, კინზინგერს წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას. „იქნებ, ადამ კინზინგერმა თავი დაგვანებოს. არანაირად არ მიკვირს, რომ კინზინგერმა არ იცოდეს, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ეს იმიტომ არ მიკვირს, რომ მას წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას. როგორც ჩანს, მატერიალური თვალსაზრისით სხვადასხვა ვალდებულება აქვს არა მხოლოდ კინზინგერს, არამედ, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს, ვინც ასეთ არასწორ და არასამართლიან განცხადებას აკეთებს. როცა ყოფილი კონგრესმენი საქმის კურსში არ არის,…

მეტი...

,,აზერბაიჯანი ცდილობს რეგიონში ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს. მისივე თქმით, ომის პროვოცირებასთან ერთად, აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა სურს და  საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ ლაჩინის დერეფანი არ დახურულა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბაქოს გეგმა ასეთია: ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა გარკვეულ კულმინაციამდე მიიყვანოს, რის შემდეგაც დერეფანი რამდენიმე დღით გაიხსნას მთიანი ყარაბაღის სომხების მასობრივი გამოსვლის მოლოდინით, შემდეგ კი დახუროს და გახსნას რამდენიმე დღით. ასე გაგრძელდება, ვიდრე უკანასკნელი სომეხი არ დატოვებს მთიან ყარაბაღს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მეტი...

,,სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ”- მამუკა ხაზარაძე

,,ის, რომ მე თქვენს წინაშე ვდგავარ, 4 წელია მიმდინარეობს ეს სასამართლო და ჩვენ არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე, ფულის გათეთრება არ არსებობს,” – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათ საქმესთან დაკავშირებით დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. „ეს სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, დადასტურებული, რომ ამ საკითხთან…

მეტი...

იაპონელი ქალი კვირაში 6 დღე პაემნებზე დადის და შედეგად 150 დოლარს ზოგავს

იაპონელმა ქალი ფულის დაზოგვის მიზნით, საკმაოდ უცნაურ გზას მიმართავს. ვივიან ტუს განცხადებით, ის კვირაში 6 დღე პაემნებზე დადის და შედეგად კვირაში 150 დოლარს ზოგავს. მისი თქმით, თვალებს არ უჯერებდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ამ გზით 2 წლის განმავლობაში 14 900 დოლარის დაზოგვა შეძლო. ვივიენის განცხადებით, თავიდან შეხვედრებზე სიარული ფულის დაზოგვის მიზნით  არ დაუწყია, თუმცა ახლა ძალიან კმაყოფილია.

მეტი...

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდათ  მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს, რადგან მიაჩნდათ, რომ მათ მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო. პროკურატურა კი ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პირველი  ინსტანციის სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი  სცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან – თაღლითობაში მონაწილეობაზე.…

მეტი...

The Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელა

The Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 100 საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელთა შორის დაასახელა.  კვარაცხელია ასეულში  ნეიმართან, მანესთან, ჰარი კეინთან და სხვებთან ერთად მოხვდა. ”ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელი ასეულში მეორმოცე ადგილს იკავებს. ასეულის ნახვა სრულად შეგიძლიათ: 

მეტი...

„ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, სააკაშვილის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ. ადვოკატის თქმით, მისი ნდობა კლინიკის მიმართ ნულის ტოლფასია. „მე მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა – არა. ასევე, ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან 24-საათის განმავლობაში იმყოფება ექიმი ან ექთანიო, მაგრამ ასე არ არის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუძახებს, ან რამე მედიკამენტი სჭირდება, ექიმი ან ექთანი მხოლოდ მაშინ შედის. „ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ…

მეტი...

,,უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს”- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს. „ევროპული დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობას. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებს ალიანსი და ჩემ მიერ ნახსენები დედაქალაქები, აღიქმება, როგორც კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება“, – განაცხადა პეკსოვმა. ცნობისთვის, გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას „ლეოპარდი 2“-ის ტიპის 14 ტანკს გაუგზავნის. ამასთან, აშშ…

მეტი...

,,68 კილოგრამია, ე.ი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი უკვე 68 კილოგვრამს იწონის. მისი თქმით,  ეს ნიშნავს, რომ კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო. “ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, ეს ტყუილები, რომ არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი არის მოწამლული, აი, ეს არის პრობლემა. ყველა დანარჩენი პრობლემა მომდინარეობს ამ საწამლავიდან, რომელიც არის მძიმე მეტალები. აქ ყველა ტყუის თავიდან ბოლომდე. ჩვენ ვიცით, რომ ერთი ადამიანი იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებას, უშუალოდ ამათთან ვის აქვს კავშირი ეს არ ვიცი. მეც ამ ტყუილებში ხომ ვეღარ მივიღებ მონაწილეობას არაა, ფაქტობრივად მთელი ვერტიკალი ტყუის. გონების დაკარგვას აქვს მოწმობა, ჩაწერა ხდება, საერთოდ უარყოფენ,…

მეტი...

,,არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი! პუტინი ჩემთვის არავინაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი… სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ (პუტინი) ჩემთვის არავინაა.”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, მას არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. „არ მინდა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლა. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ომი და რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი გაჩერდება. სულ ეს არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,არსებობს მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ მოიგებთ”- ადამ კინზინგერი „ნაციონალურ მოძრაობას“

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, რომ საქართველოს მომავალზე ფოკუსირდნენ. „რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არსებობს მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ მოიგებთ, თქვენ ერთმანეთს ებრძვით ერთი კაცის გამო. გაყოფილი სახლი ვერ იდგება. დროა, ფოკუსირდეთ საქართველოს მომავალზე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.

მეტი...

„გიორგი მუმლაძისგან მივიღე შემოთავაზება გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ”- დავით სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებით, გიორგი მუმლაძისგან  შეთავაზება მიიღო. მუმლაძემ სააკაშვილს, გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავება შესთავაზა. „გიორგი მუმლაძისგან მივიღე შემოთავაზება გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა, ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებული. ახლა ჩემი, ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. მინდა, მთელი გულით წარმატებები…

მეტი...

კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის დნეპროვსკის რაიონში. დედაქალაქის მერის ცნობით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

,,რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის”- კელი დეგნანი

,,უკრაინამ და საქართველომ ორივემ თავის თავზე გამოცადეს რუსეთის მოქმედება და ეს უნდა იყოს ის, რაც გააერთიანებს ამ ორ ქვეყანას,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა დადგა საფრთხის წინაშე, რომ რუსეთს შეეძლო წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა, იდენტობა და კულტურა. ,,რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის. ჩვენ კარგად ვხვდებით საქართველოს ძალიან სენსიტიურ მდგომარეობას, იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის მეზობელია. საქართველოს კარგად ახსოვს თავისი ისტორიიდან ის შეუსრულებელი პირობები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი…

მეტი...

,,შევედი ლიფტში, გაითიშა და გაიჭედა…ვაკაკუნე კარები ჩამოვიღე, არავინ ხმა არ გამაგონა”- ინციდენტი გლდანში

ავარიული ლიფტები თბილისში – ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში, გლდანში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. „გლდანის ა მიკროში, ბავშვთან ერთად შევედი ლიფტში, გაითიშა და გაიჭედა 1 სართულზე. ვაკაკუნე კარები ჩამოვიღე. არავინ ხმა არ გამაგონა. დავრეკე 112-ში დაგვიანებით ძლივს მოაღწიეს. ამაზე საშინელი შეგრძნება არაფერი არ არის ხალხნო…. ისეთი შოკი მჭირს არ შეხვედით ხალხნო საშინელ მდგომარეობაშია ლიფტები. ვაკაკუნე ვაკაკუნე უამრავი ადამიანი ავიდა ჩამოვიდა და ხმაც არავინ გამაგონა როგორ შეიძლება ასეთ დროს უბრალოდ ჩაიარო მერე როგორც იქნა რომ გამოვედით ისე გიჟივით ავარდა. ვინმე მიხედავს ამ ამბავს“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.  

მეტი...

,,კასიანოვის საქმე არ არის, საქართველოს ფრენები ვისთან ექნება”- ალეკო ელისაშვილი

,,უკრაინის საგარეო უწყება რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის თქმით,  კასიანოვის გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა. „ასეთი განცხადებები არ არის სწორი. ვფიქრობ, რომ კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს და უნდა, უკრაინაში ვიღაცას თავი მოაწონოს იმით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს. ეს მაშინ, როცა ელჩი თუ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს და ურთიერთობის გაჯანსება დავიწყოთ. კასიანოვმა ცარიელ ადგილზე წყლის ამღვრევა განაახლა.…

მეტი...

„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!”- კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში დღეს საჰაერო განგაშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. მედიის ცნობით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. „აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!” – წერს კლიჩკო.

მეტი...