„შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? – კი“ – პრეზიდენტი ზელენსკი იარაღს ითხოვს

უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შემდეგ, რასაც უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იარაღს ითხოვს. „შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? – კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე?  სამწუხაროდ – არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? საჭიროა ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან. არანაირ დროს, რომელიც უბრალოდ გადის, არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

„ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინაში დიდი გლოვაა.  ოკუპანტებმა მასიური დაბომბვები საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს, რომელიც ხალხით იყო სავსე, მსხვერპლი დიდია. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ყველა პასუხს აგებს. „მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო რუსულმა ტერორმა. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება. დნიპროში ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყოველი ადამიანისთვის, ყოველი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა აგებს მაქსიმალურ პასუხს”, – წერს ზელენსკი. რუსეთის ძალებმა დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს. ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი, რომლებიც ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ. ნანგრევებიდან განწირული ხმა ისმის

მეტი...

ნანგრევებიდან განწირული ხმა ისმის

ქალაქ დნიპროში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, ნანგრევებიდან გადარჩენილები ვერ გამოჰყავთ. 2 მეტია, მაშველები ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენას ცდილობენ. ნანგრევებიდან გადარჩენილი მოსახლეობის განწირული ხმა ისმის, რომლებიც შველას ითხოვენ. მაღალ სართულებზე ჩარჩენილები, რომლებიც კედლის ბეტონის ფილას არიან ჩაჭიდებულები, ტელეფონს ანათებენ იმის ნიშნად, რომ ცოცხლები არიან.

მეტი...

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან ტანკებს მიიღებს

ბრიტანეთი მზადაა,  უკრაინას „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ტანკები გადასცემს. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი აცხადებს, ოთხი ერთეული საბრძოლო ტექნიკა უკრაინაში მოკლე ვადაში გაიგზავნება.  

მეტი...

ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, კორპუსი სავსე იყო მაცხოვრებლებით. „საშინელი ამბები დნიპროდან. მრავალსართულიან სახლს დაარტყეს… არაადამიანები, არ არის როგორც მინიმუმ ერთი შესასვლელი, ნანგრევების ქვეშ ხალხია, რომლებიც სადღესასწაულო დღეს სახლში იყვნენ. საგანგებო სიტუაციებისა და ქალაქის ყველა სამსახური ადგილზეა“ – აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ნანგრევებიდან მოსახლეობის ამოყვანას ცდილობენ.

მეტი...

რუსულმა ჯარებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

ოკუპანტებმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მასობრივი იერიში მიიტანეს. დაიბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მოსახლეობით იყო სავსე. მათ შორის იყვნენ ბავშვები. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობთ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ერთი ოჯახის ორი ორი წევრი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა და შესვლისას შახტში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტში მეუღლეც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ჩაირთო და ისიც დაიღუპა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.  

მეტი...

კიევი დაიბომბა

კიევის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განახორციელდა. ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს, საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციონ და ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ. „აფეთქებები მოხდა დნეპროვსკის რაიონში. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური გაიგზავნა. დარჩით თავშესაფარში!” – აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. ამ ეტაპისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ  ვრცელდება.  

მეტი...

„კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული“ – აშშ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებენ. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, ვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდებიან. კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით, მისი პასუხი შემდეგია: „ახალს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით გარდა იმისა, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის ომს 7000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 6 952 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 144 კი  დაშავდა. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როზმარ დიკარლომის ინფორმაციით, რეალური რიცხვები ალბათ გაცილებით მეტია. „24 თებერვლიდან, OHCHR-მა დააფიქსირა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა, რომლებიც იყოფა ორ კატეგორიად: უმრავლესობა, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდი დაკავების დროს, ძირითადად მამაკაცებზე და სექსუალური ძალადობა, რომელიც მოიცავს ქალებისა და გოგონების გაუპატიურებას, მათ შორის, ჯგუფურ გაუპატიურებას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“, – აღნიშნავს გაერო-ს წარმომადგენელი.  

მეტი...

„324 დღეა სრულმასშტაბიანი ომის და როგორ შეიცვალა ყველაფერი რუსეთისთვის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის დაცვისთვის საკუთარ მებრძოლებს მადლობას უხდის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს  თავდაცვის ძალები მტკიცედ ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს, იცავენ დონეცკის რეგიონს რუსი დამპყრობლებისგან. „მიუხედავად იმისა, რომ მტერმა თავისი უდიდესი ძალების კონცენტრაცია მოახდინა ამ მიმართულებით, ჩვენი ჯარისკაცები, უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები მედგრად იცავენ სახელმწიფოს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ბრიგადისა და ჯარის სხვა ნაწილების ოფიცერს, რომლებიც გაბედულად და მტკიცედ ასრულებენ დავალებებს“ – აცხადებს პრეზიდენტი. მან ომის 324-ე დღეც შეაფასა. „სამას ოცდაოთხი დღეა სრულმასშტაბიანი ომის და როგორ შეიცვალა ყველაფერი რუსეთისთვის. ისინი უკვე ჩხუბობენ ერთმანეთში, ვის მიაწერონ რაიმე სახის ტაქტიკური…

მეტი...

სამეგრელოში სტიქიამ 1100-მდე სახლი, 38 კორპუსი და სკოლები დააზიანა

სტიქიამ სამეგრელოს სერიოზული ზიანი მიაყენა. სახლები,  საცხოვერებელ კორპუსები, სკოლები და სხვა შენობები სახურავების გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება. სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე  ითვლიან. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ძლიერმა ქარმა 1100-მდე საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტრო ენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის.…

მეტი...

ვისთვის არის გრიპის ვირუსი განსაკუთრებულად საშიში?!

სამი რისკ-ჯგუფი არსებობს, ვისთვისაც გრიპის ვირუსი განსაკუთრებულად საშიში და სარისკოა. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. „ვირუსების მხრივ სარისკოა სამი ძირითადი ჯგუფი – 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და ორსულები. ეს არის სამი ძირითადი ჯგუფი სადაც გრიპის მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს. ვაქცინაციას ორიენტირებულია სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფზე. ასევე საშიშია ყველა ის ადამიანი, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მეტი...

„ვირუსების მხრივ, იანვრის თქვე იქნება მატება, თებერვალში კლება უნდა აღინიშნოს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით მოსალოდნელია ორი პიკი. „თუ გავითვალისწინებთ  სტატისტიკას კორონავირუსის პანდემიამდე არსებული ვითარების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოემბრიდან მარტის ბოლომდე საქართველოში რესპირატორული ვირუსების მატების პერიოდია პიკით დეკემბერ-იანვარში. ასევე გვქონდა მეორე მცირე პიკი მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში. თუ ამ სტატისტიკას დავეყრდნობით იანვრის თვე იქნება მაღალი აქტივობის პერიოდი და თებერვლიდან შემთხვევის კლება უნდა აღინიშნოს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.      

მეტი...

საწვავის ფასებთან დაკავშირებულ მიმდინარე მოკვლევაზე პრემიერ-მინისტრს დეტალურად არის ინფორმირებული

საწვავის ფასების შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებასთან დაკავშირებით მოკვლევა 5 მსხვილ კომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე „მედიაცნტრ მთავართან“ აცხადებს, მოკვლევა პრემიერის მომართვის საფუძველზე დაიწყო და შესაბამისად, მას სრული ინფორმაცია მიეწოდება. „საწვავის ფასებთან დაკავშირებით წინაწარ დარღვევაზე საუბარი არ შეიძლება, რადგანაც საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობას და მკვლევა ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ეს არის საინტერესო ნაწილი, რომელიც დავინახეთ რიგი კომპანიების ქცევაში.  რაც შეეხება პრემიერ- მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკურმა საბჭომ მოგვმართა რეკომენდაციით რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაგვეწყო მოკვლევის პროცესი. მჭიდრო კოორდინაციაში  ვართ ეკონომიკურ საბჭოსთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მიმდინარე პროცესების შესახებ…

მეტი...

20 იანვრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში დღეიდან, 14 იანვრიდან გამოიდარებს და უმეტესწილად მშრალი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, დღის განმავლობაში,  დაბლობში  ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 14 იანვარს, დასავლეთ საქართველოშიც  უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.  ქარის სიჩქარე კი ნელ-ნელა შემცირდება და მას გრიგალის კატეგორია არ ექნება. რაც შეეხება თბილისს, დღეიდან 20 იანვრამდე თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.       ​

მეტი...