საბერძნეთში 60 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელმაც 20 წლის ქალს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა

საბერძნეთში, სალონიკში 60 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე 60 წლის კაცმა 20 წლის გოგოს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ავტობუსში ადიოდა.

მედიის ინფორმაციით, 20 წლის ქალმა არასასრუველი ფიზიკური კონტაქტის გამო, პოლიციაში სარჩელი შეიტანა, რის საფუძველზეც კაცი დააკავეს.

მსგავსი თემები