,,ღამე სოლედარში ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა”- ანა მალიარი

„ეს არის ომის რთული ეტაპი, მაგრამ უკრაინა უდავოდ გაიმარჯვებს“, –  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები „მამაცურად ცდილობენ თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას“.

„სოლედარში ღამე ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა. მტერმა თითქმის ყველა ძირითადი ძალა დონეცკის მიმართულებით გადაისროლა და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს,“ – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები