ობამა-ბაიდენის საიდუმლო ჩანაწერები ავტოფარეხში იპოვეს

აღმოჩენილია დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც აშშ-ის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს ეხებათ. საუბარია საიდუმლო დოკუმენტებზე, რომელიც ჯო ბაიდენსა და ბარაკ ობამას ეხება. თეთრ სახლში ინფორმაციას ადასტურებენ. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რიჩარდ სობერმა განაცხადა, ადვოკატებმა საბუთებში აღმოაჩინეს ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტები. „ერთ-ერთი დოკუმენტი აღმოჩენილია ვილმინგტონის საპრეზიდენტო რეზიდენციის ავტოფარეხში, ერთფურცლიანი დოკუმენტი კი ამავე რეზიდენციის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ავტოფარეხის გვერდითაა“, – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი რიჩარდ სობერმა.  

მეტი...

„გამარჯვება აუცილებლად მოვა! თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“ – წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 212-ე საკნიდან წერილს აგზავის. წერილი საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას Human Rights Watch -ს ეხება. გვარამია ორგანიზაციას მადლობას უხდის და უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, დროულად დაასრულოს მისი საქმის განხილვა. „მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და გულშემატკივარს, ვისაც არ ვავიწყდები და დაუღალავად მეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში; ემოციურად მამხნევებს, ეხმარება ჩემს ოჯახს. დიდი მადლობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს, ასევე, ჩემს ადვოკატებს, ვინც შექმნა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გადამწყვეტი მტკიცებულებები და შეფასებითი ბაზა. და მთავარი და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს მთავარ მოკავშირეს, ჩემს ოჯახს, სოფოს და ბავშვებს,…

მეტი...

გერმანია უკრაინას „მარდერის“ ტანკებს გადასცემს

გერმანია ომში მყოფ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარება. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, „მარდერის“ ტანკებს უკრაინას წლის პირველ ნახევარში გადასცემენ. „ვიზრუნებთ, რომ წლის პირველ ნახევარში უკრაინას „მარდერის“ ტანკები გადაეცეს, ასევე,  გადავამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომ ტექნიკის გამოყენება შეძლონ. ვცდილობთ, მოვერგოთ დროს, რომელშიც ასეთი გამოწვევების წინაშე ვცხოვრობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას სხვადასხვა სისტემით, არტილერიით, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება „ლეოპარდების“ მიწოდებას, მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრანელი სამხედროები საბრძოლო მასალებს უწყვეტად მიიღებენ

უკრაინაში უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გაიმართა. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ერთ-ერთი საკითხი ბრძოლის ველზე სამხედროების იარაღით მომარაგებას ეხებოდა. „მქონდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. განვიხილეთ ბრძოლის მთავარ მიმართულებებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებს დაეთმო. ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ქალაქებს იცავენ, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს. საბოლოოდ, განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღჭურვილობითა და იარაღით, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მეტი...

„Free ვიცი კარტოფილი და სხვა free რა არის ვერ გავიგე“ – მეუფე მიხეილ სააკაშვილზე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა.  როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, სააკაშვილი პატიმრობას ვერ ეგუება და აღნიშნული მიზეზით გათავისუფლება მიუღებელია. “კაცი, რომელიც ამბობს, რომ უნდა გამათავისუფლო, იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს – რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ?! სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს, ის უნდა გაათავისუფლო და ამაშია თურმე პოლარიზაციის პრობლემა. პოლარიზაცია მოდის იქიდან, რომ შენ ებრძვი შენს ქვეყანას, პირდაპირ ტანკებით შემოსვლით ემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებთ. ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით და რატომ არ  ვყვირით Free… რაღაცა, Free ვიცი კარტოფილი, კარგია ეს, გემრიელია. სხვა Free რა არის ვერ გავიგე, თუ…

მეტი...

მოსალოდნელია საწვავის ფასის კიდევ უფრო შემცირება

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს,  საავტომობილო საწვავზე ფასი კიდევ უფრო შემცირდეს. როგორც  სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, 22 წლის 2022 წლის მარტიდან, საწვავზე ფასმა დაახლოებით 1 ლარით დაიკლო. „ფასი შემცირებულია ყველა ტიპის საწვავზე. აღნიშნულის მთავარი ფაქტორია საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება და ეროვნული ვალუტის გამყარება. თუმცა ვთვლით, რომ მოსალოდნელია ფასის კიდევ შემცირება. დღევანდელი წინაპირობები ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასების კუთხით მოკვლევას 5 მსხვილ კომპანიაზე ახორციელებს. „მსხვილ კომპანიებს შორის ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე ფასებს შორის სხვაობები იყო…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, ღამით რუსეთმა ქალაქი  გულიაიპოლი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ქალი. “ჩვენი გმირული გულიაიპოლი კვლავ იტანჯება მტრის დაბომბვისგან. ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები და ფერმები. ადგილობრივი კომუნალური კომპანიის ავტოფარეხები და აღჭურვილობა. სამწუხაროდ, 1949 წელს დაბადებული ერთი ქალი გარდაიცვალა”, – წერს სტარუხი.

მეტი...

,,ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები”- ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორი ქვეყნის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას  შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს. კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს. „ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. მათივე…

მეტი...

,,მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ”- ნიკოლ ფაშინიანი

დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე მხარეები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. „პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს მე-12 სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე, უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა შესაძლოა, პირადობის მოწმობით შეძლონ

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შესაძლოა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეძლონ. აღნიშნულ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე, არარატ მირზოიანზე დაყრდნობით ავრცელებს. „მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ეს არის ასახული მთავრობის გეგმაში“, – განაცხადა მირზოიანმა. „მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით დელეგაციას საქართველოდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ვიმედოვნებთ, ამ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა მოხდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა”- გურამ მაჭარაშვილი

„სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან კავშირები ჰქონდა და აქვს სააკაშვილის რეჟიმს,”- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”სააკაშვილის, როგორც აგენტის, საქართველოში ჩამოყვანა იყო ორგანიზებული და ამაში შეიძლება, ჩართული იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები”. ,,სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან კავშირები ჰქონდა და აქვს სააკაშვილის რეჟიმს. გიული ალასანია თავადაც არ უარყოფს, რომ უკრაინაში იყო ჩასული. მგონი, არასერიოზულია ნახევარი ჩანაწერის უარყოფა. გამოდის, ჩანაწერი ავთენტურია, რადგან გიული ალასანია ადასტურებს, რომ უკრაინაში ჩასული იყო, რათა გადაერწმუნებინა სააკაშვილი,…

მეტი...

,,ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, წაგვართვეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, წაგვართვეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქი” წერს. მისი თქმით, ”მსოფლიოს მშვიდობა არ დაუკარგავს  – რუსეთმა გაანადგურა.” “ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს. წაგვართვეს. უკრაინას არ დაუკარგავს ვაჟები და ქალიშვილები – ისინი წაიყვანეს მკვლელებმა. უკრაინელებს არ დაუკარგავთ სახლები – ისინი გაანადგურეს ტერორისტებმა. ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი მიწები – დამპყრობლები შემოიჭრნენ. მსოფლიოს მშვიდობა არ დაუკარგავს  – რუსეთმა გაანადგურა.”- წერს ზელენსკი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაიმტვრა ხუთი ავტომობილი

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომობილი დაიმტვრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ავტომობილმა არასწორი მანევრი გააკეთა, რის შედეგადაც სხვა მანქანებიც დააზიანა.  

მეტი...

,,ყოველდღე იკლებს ნახევარ კილოს ადამიანი…შეიძლება ფატალურად დამთავრდეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასგანცხადებით, სასამართლო პროცესები ჭიანურდება, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება. “ყოველ დღე იკლებს ნახევარ კილოს ადამიანი, და გუშინ არაერთხელ გაიჟღერა იმ პროცესზე, რომ არის კახექსია, რომელიც არის ძალიან მძიმე დაავადება, ვინც არ იცის. უარყოფითად აფასებს, ისევე როგორც მე, იმიტომ რომ როცა ადამიანზე გამოდიან ასეთი პროფესიონალები და ყველა ერთხმად ამბობს, რომ არის გადაუდებელი შემთხვევა და ყოველ წუთს შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ამის ასე ერთი კვირით გადადება, ერთი კვირით გადადება რას ნიშნავს აბა თუ არა გაჭიანურებას”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მეტი...

სტიქია სამეგრელოში – 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა

სამეგრელოში ძლიერი ქარისგან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის მერებთან ერთად განიხილა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. „ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა,გვაქვს პირველადი მონაცემები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად, 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილიზებული ჰყავს ბრიგადები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, მიმდინარეობს სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ ქარი…

მეტი...

ძლიერმა ქარმა სადენები დაგლიჯა, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სენაკშია გაჩერებული

თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი, რომელიც ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა, ნახევარ საათზე მეტი სენაკის რკინიგზის სადგურშია გაჩერებული. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სადენები დაგლიჯა და მატარებელმა დაგეგმილი რეისი ვერ შეასრულა. მგზავრები მიკროავტობუსებსა და სხვა ტრანსპორტში გადაანაწილეს.

მეტი...

,,რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმებები უკანონოა”- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

11 იანვარს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დეპუტატებს დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხის განხილვა, კერძოდ, „2022- 2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტისა და, „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტის განხილვა. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მათი უკანონოდ ცნობის თაობაზე, დეპუტატებმა კენჭისყრით ერთხმად…

მეტი...

,,რუსეთიც და უკრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთიც და უკრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. მისივე თქმით, მომავალი რამდენიმე თვე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „შემდეგი ორი-სამი თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ემზადება ჩვენი აგრესორი მტერიც“, – აღნიშნა დანილოვმა.

მეტი...

კომპანიის უფროსმა 50 თანამშრომელი ისლანდიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაასვენა და ბონუსები ჩაურიცხა

ერთ-ერთი ამერიკული სადაზღვევო კომპანიის უფროსმა  გაწეული შრომისთვის 50 თანამშრომელი ისლანდიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაასვენა და ბონუსები ჩაურიცხა. მარკ ნილსონმა არც მეტი არც ნაკლები 400 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა. ნილსონის განცხადებით, სჯერა რომ მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები არიან. ნილსონი ყველა უფროსს ურჩევს, რომ თუ უნდათ მათი კომპანიის საქმიანობა წარმატებული იყო, პირველ რიგში, დასაქმებული თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ.

მეტი...

„სააკაშვილის სია“ ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი”- შალვა ხაჭაპურიძე

,,სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ სიაში აუცილებლად მოხვდება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. „განვიხილეთ ეს მტკიცებულებები, გავიარეთ გარკვეული გვარებიც და საკითხი გადმოდის ადვოკატების ხელში. მინდა, მადლობა გადავუხადო  ხატია დეკანოიძეს და იურიდიულ ჯგუფს, რომლებმაც ამ საკითხში საერთაშორისო მიმართულებით განახორციელეს საკმაოდ საინტერესო, სერიოზული და შრომატევადი სამუშაო. ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის…

მეტი...

,,ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური”- ხატია დეკანოიძე

,,ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, კატასტროფაა, როდესაც ჩანაწერიდან ჩანაწერამდე იქმნება დღის წესრიგი. „ნებისმიერი ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შემდეგ ამ ჩანაწერის შინაარსზე მსჯელობა ჩემთვის არის ამორალური. ჩანაწერები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ფარული თვალთვალი და მიყურადება უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს დასჯადი ხელისუფლების მხრიდან. მე ამ ჩანაწერს ისევე, როგორც წინას, ვუწოდებ ამორალურს, ყველანაირი ჩანაწერი არის ფსკერი და მიუღებელი, შინაარსში და მსჯელობაში შესვლა ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან თავისთავად ფარული თვალთვალი და მიყურადება არის უკანონო და ამორალური. ამ პოლიტიკურ ვითარებაში,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მეტი...

სენაკში, მოგლეჯილი ხე მიკროავტობუსს დაეცა – არიან დაშავებულები

სენაკში სამარშრუტო ტაქსს მოგლეჯილი ხე გადაადგილების დროს დაეცა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

მეტი...

,,ვიდრე ჩვენ გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ სადაც არის”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ვიდრე ჩვენ გავარკვევთ ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ სადაც არის, რათა დავიცვათ მისი ჯანმრთელობა,”-ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელმა ჩანაწერმა გარკვეული გაურკვევლობა გამოიწვია და კითხვა გააჩინა, ვისია მიშა, „ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში მის შემოსვლას აგენტოკრატიის ჯგუფმა შეუწყო ხელი ძირითადად დასავლეთიდან, მაგრამ მისი დედა ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს, მე არ ვარ თქვენი, არ ვარ საქართველოსი და გამიშვით აქედანო. მთავარი არის, რომ ის არ არის ჩვენი. მისთვის მთავარია იყოს იმის, ვინც მას ხელისუფლებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს. ვიდრე ჩვენ გავარკვევთ…

მეტი...

სროლა არგენტინაში – მოკლულია 19 წლის ფეხბურთელი

არგენტინის ქალაქ როსარიოში, სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი, ლაუტარო რონჩი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ლაუტარო რონჩის და მის ორ მეგობარს ცეცხლი აიაკუჩოს ქუჩაზე გაუხსნა. სროლის შედეგად როჩიმ თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, დაღუპულია მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც ჭრილობები ფეხისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მესამე მეგობარი კი ფეხის არეში დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, თუმცა თავდასხმის დეტალები ამ დრომდე უცნობია.  

მეტი...

სახელმწიფოს 978 004 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა – ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე, სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,…

მეტი...

„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი”- გია ვოლსკი

,,თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადა არის უტიფარი. „პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი. თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის,…

მეტი...

საწვავის ბაზარზე კონკურენციის სააგენტო 5 მსხვილი კომპანიის ქმედებას სწავლობს – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შესაძლოა, ბაზარზე ადგილი ჰქონდეს საწვავის ფასების დაკლების მიმართულებით კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას. მისივე თქმით, მოკვლევა დაწყებულია, ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს აგვისტოში დაასრულა ბაზრის მონიტორინგი საავტომობილო საწვავთან დაკავშირებით. მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ. მოკვლევა დაწყებულია აგვისტოს თვეში ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგანაც ჩვენი მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა დროში ოპტიმალურ პერიოდში, ევროპიდან იმპორტირებული…

მეტი...

,,სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ”- ადვოკატი

,,მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, მონაწილეობას იღებდნენ კანონდარღვევებში,”- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. სააკაშვილის ადვოკატი, ოპოზიციის წევრებთან ერთად მაგნიტსკის სიის” ქართულ ვერსიაზე სამუშაოდ  კონსულტაციების იწყებს. ,,მთხოვეს იურისტების ჯგუფთან შეხვედრა, თავად მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება, ჩემი მხრიდან თუ საჭირო იქნება მტკიცებულებები გადავცე და ჩავერთო ამ ჯგუფის მუშაობაში. საუბარი იქნება ავადმყოფობის ისტორიებზე, ფორმა ასზე, ინსტრუმენტულ კვლევებზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების დასკვნებზე, რასაც ეს ჯგუფი მოითხოვს, ჩვენ მტკიცებულებებს მივაწოდებთ. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ სიაში…

მეტი...

“სააგენტომ 90-მდე განაცხადი მიიღო, 80% ეხება “ონლაინ” ვაჭრობის სფეროებს”- ირაკლი ლექვინაძე ”მედიაცენტრ მთავარში“

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან- დღემდე, მას შემდეგ რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კანონის აღსრულება დაიწყო, სააგენტომ მომხმარებლების მხრიდან 90-მდე განაცხადი მიიღო. მისი თქმით,  50-ზე მეტ განაცხადზე საქმის შესწავლა დაიწყო. როგორც ირალი ლექვინაძემ  მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”USA2GEORGIA”-სთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გამოცხადდება. „USA2GEORGIA-ს” წინააღმდეგ დაახლოებით, 15-მდე განაცხადი შემოვიდა. თემა ეხებოდა მომხმარებლებისთვის არსებული პირობების ცვლილებას ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლისას. იანვრის თვეში ჩვენ ამ კომპანიასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამი შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს აქ: პირველი – დაუდგინდეს კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, დროული არაინფორმირებულობის გამო და…

მეტი...

,,საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს”- მამუკა მდინარაძე

,,მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ,  მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას აუდიოჩანაწერს ეხმაურება. „რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო. ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა. რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს…

მეტი...

,,რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს“- გიული ალასანია

,,ახალგაზრდებს რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  განაცხადა. მისი თქმით, გასაკვირია, ახალგაზრდების უმრავლესობას რატომ უყვარს რუსეთი. „ერთი რაღაცის თქმა მინდა, რა მაკვირვებს იცით? ეს ახალგაზრდები, ახალგაზრდები, რომლებიც არ მოსწრებიან იმ საბჭოთა კავშირს, რუსეთს, უმრავლესობამ რუსულიც არ იცის, უფრო ინგლისური იციან, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს“, – აღნიშნა ალასანიამ.

მეტი...

,,არ ვადასტურებ ავთენტურობას…არავითარი ეგეთი ლაპარაკი არ ყოფილა”- გიული ალასანია

,,არავითარი ეგეთი ლაპარაკი არ ყოფილა“,- მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია  გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს. „ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან გამორიცხულია, რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან. თურმე, ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი, იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა? იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი? არ ვიცი, მე ჟურნალისტმა რაც მითხრა ის ვიცი. არ მომისმენია. არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. არ ვადასტურებ ავთენტურობას. ალბათ არა, არ მგონია. არ მომისმენია. პარაზიტები არიანო მე ვამბობ? ჰაჰ, რა საინტერესოა. რამდენადაც მითხრეს, ეს ორი…

მეტი...