,,უკრაინასთან მოლაპარაკებები პირდაპირ, მედიატორების გარეშე უნდა გაიმართოს”- რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი

,,რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, განახლების შემთხვევაში, დიდი ალბათობით პირდაპირი იქნება, მედიატორების გარეშე, რაც საუკეთესო ვარიანტია,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პოლონჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით,  უკრაინულ მხარესთან შარშანდელი მოლაპარაკებები პირდაპირი იყო.

„თუ და როდესაც ეს კონტაქტები განახლდება, ისინი, დიდი ალბათობით, პირდაპირიც იქნება და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლელი შუამავლები ხშირად ახორციელებენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინონ და მოქმედებენ არა კონფლიქტის მოგვარებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პოლონჩუკმა.

მსგავსი თემები