ბრაზილია ფეხბურთის მეფეს ემშვიდობება – პელეს ცხედარი უკანასაკნელ გზაზე ფოირვერკებით გააცილეს

ბრაზილია ფეხბურთის მეფეს ემშვიდობება. პელეს ცხედარი მისი მშობლიური კლუბის “სანტოსის” სტადიონზეა დასვენებული. სამგლოვიარო კორტეჟს უამრავი ხალხი ქუჩაში ელოდა, ხალხი ლეგენდარულ სპორტსმენს უკანასაკნელ გზაზე ფოირვერკებით აცილებდა. პელეს ფანებს ცხედართან ხუთ მეტრზე ახლოს არ უშვებენ. სტადიონის ტრიბუნებზე კი დიდი ბანერია გამოკრული წარწერით “გაუმარჯოს მეფეს”. ბრაზილილებს კიდევ ერთი დღე აქვთ მათ კუმირთან დასამშვიდობებლად. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

შსს-მ მესტიაში მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. „განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.…

მეტი...

სასტიკი მკვლელობა მესტიაში – ახალი დეტალები

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულები არიან 28 წლის გიორგი პაკელიანი და 30 წლის გურამ აფრასიძე.ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევის დროს დაიჭრა გიორგი პაკელიანის ძმაც, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება აფრასიძეების სახლთან, დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი, მკვლელობით დასრულდა. მოკლული გიორგი პაკელიანის დედა მომხდარს გვარებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებს. მისივე თქმით, ამის გამო პაკელიანების ოჯახი წლების განმავლობაში კახეთში იყო გახიზნული იყო და სულ რამდენიმე წელია უკან, სვანეთში დაბრუნდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო…

მეტი...

ავსტრალიაში, ერთმანეთს 2 ვერტმფრენი შეეჯახა – დაღუპულია 4 ადამიანი

ავსტრალიის ოქროს სანაპიროზე ერთმანეთს 2 ვერტმფრენი შეეჯახა – დაღუპულია 4 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულია. მომხდარს ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიურო იძიებს. არსებული ცნობით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ერთი ვერტმფრენი აფრინდა, ხოლო მეორე ჯდებოდა.

მეტი...

ძლიერი ხანძარი შოტლანდიაში – არის მსხვერპლი

3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შოტლანდიაში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს.  პერტაში სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, ადგილიდან სტუმრებისა და პერსონალის სრული ევაკუაცია განხორციელდა.

მეტი...

„ბიბისი“ – ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, 2 იანვრის მონაცემებით, ფასმა ერთ მეგავატ საათზე 72.75 ევრო შეადგინა, რაც აგვისტოს ფასთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის კლება დეკემბრის თვეში სტაბილურად გრძელდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, ევროპაში ამას გარკვეულწილად თბილი ზამთრით ხსნიან, რაც ბუნებრივი აირის ეკონომიურად მოხმარების მიზეზი გახდა.

მეტი...

რუსეთი აცხადებს, რომ ოკუპირებულ მაკიივკაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 63 რუსი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ქალაქ მაკიივკაში 63 რუსი სამხედრო დაიღუპა. “კიევის რეჟიმმა ამერიკული წარმოების HIMARS-ით ექვსი სარაკეტო დარტყმა მიაყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის დროებითი განლაგების პუნქტს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მაკიივკას დასახლების ტერიტორიაზე….  დაიღუპა 63 რუსი სამხედრო” – წერია განცხადებაში. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს მაკიივკაში 400-მდე მობილიზებული რუსი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 300.

მეტი...

“გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად” – ცნობილია ქალაქები, სად გაიმართება აქციები

“გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად” – საქართველოს მესამე პრეზიდენტის Facebook გვერდზე ქვეყნდება იმ ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალი, სადაც 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აშშ ოთხშაბათს, 4 იანვარს, შუადღის 12 სთ-ზე. ნიუ იორკის საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან. მისამართი: 144 E 44th St New York NY 10017 _ ოთხშაბათს, 4 იანვარს, შუადღის 12 სთ-ზე. ვაშინგტონის საქართველოს საელჩოსთან. მისამართი: 1824 R St NW, Washington DC 20009 ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი. 4 იანვარი, 15:00 საათი. მისამართი: საქართველოს საელჩო 20 St.George’s Square, Pimlico, London SW1V 2HP გერმანია 4 იანვარს, დღის 12 საათზე, ქალაქ ბერლინში საქართველოს…

მეტი...

„კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემს მიმართ სიყვარული” – გურამ ბაღდოშვილი საავადმყოფოდან პოსტს ავრცელებს

შეფ გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. იგი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. რამდენიმე წუთის წინ შეფ გურამმა საზოგადოებას მიმართა: „სალამი ყველას ძვირფასებო დიდი მადლობა რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემს მიმართ სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად. უფალი გვფარავდეს, ამინ“, წერს ბაღდოშვილი.

მეტი...

ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას – ლეიენისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი

უკრაინის პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის წელს პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ურსულა ფონ დერ ლეიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა: “ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას. ბრძოლას თავისუფლებისთვის და სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გეხმარებით ამ ზამთარს გენერატორებით, ნათურებით, თავშესაფრებით, სასკოლო ავტობუსებით. და ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ ფინანსურ დახმარებას. მალე ჩვენ დავიწყებთ 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის ყოველთვიური ტრანშებით გაცემას. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უკრაინაში მალე.” წერს ლეიენი ტვიტერზე.

მეტი...

რუსეთმა დაახლოებით 107 440 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 იანვრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 107 440; ​ტანკი – 3 031; ჯავშანტექნიკა – 6 093; საარტილერიო სისტემა – 2 027 სარაკეტო სისტემა – 423; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 213; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 269; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 836; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 725; გემი/ნავი/კატარღა – 16;

მეტი...

თბილისში, ერთ-ერთი მოქალაქის სახლში ბრმა ტყვია შევარდა

თბილისში, მოქალაქეს სახლში ბრმა ტყვია შეუვარდა. ამის შესახებ გვანცა კასრაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მომხდარის დროს სახლში არ იმყოფებოდა და დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა ჭერში ნაპრალის ფორმის ნახვრეტი. ,,ცოტა ვიფიქრე უნდა გამომეფინა თუ არა ეს ამბავი. არა, 2022 წლის შეჯამება არ გელოდებათ წინ. ჩემს მეგობრებს მოგეხსენებათ ჩემი საცხოვრებელი სახლის კონსტრუქცია (დუპლექსი, შიდა კიბით). ახალი წლის ღამეს ქალაქში არ ვიყავი, გუშინ დავბრუნდი და ყველა კიბის უჯრედი, პირველი სართულის ნაწილი და მეორე სართული სრულად დაფარული იყო თეთრი ბათქაშის ნამსხვრევებ-მტვერით. სანამ მეორე სართულზე ავედი ცოცხით და აქანდაზით ჩემს ფანტაზიას ძალიან ფართო გზა გაეხსნა,…

მეტი...

ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე 3-4 იანვარს ავტოტრანსპორტოს მოძრაობა დროებით შეიზღუდება

3-4 იანვარს ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) გზაზე ავტოტრანსპორტოს მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2022 წლის 3 და 4 იანვარს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და…

მეტი...

უკრაინელებმა 39 დრონი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა წუხელ ირანული წარმოების Shahed-ის 39 დრონი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის „აღმოსავლეთის“ სამხედრო სარდლობის ცნობით, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორშაბათს, გამთენიისას, ირანული წარმოების 9 დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, ტრადიციული მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ახალი წლის პირველ ღამეს Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს.

მეტი...

,,ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას”- ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის

ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და  უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლაიენის განცხადებით, იმედი აქვს, უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა. “ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას – ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროკავშირი მალე დაიწყებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შეთანხმებული პაკეტიდან თანხების გადარიცხვას ყოველთვიური ტრანშების სახით. „მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას უკრაინაში უახლოეს მომავალში“, – განუცხადა ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

მეტი...

უცნობი ქალი მანქანით გაეროს შტაბ-ბინაში შეჭრას ცდილობდა

უცნობი ქალი მანქანით გაეროს შტაბ-ბინაში შეჭრას ცდილობდა. მედიის ინფორმაციით, შტაბ-ბინის ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებიც გამოიძახეს. „დილით გაეროს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ქალმა შეჭრა სცადა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა“, – აცხადებენ გაეროში. პოლიციის ცნობით,  53 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

როგორია გურამ ბაღდოშვილის მდგომარეობა – შეფს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა

შეფ გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. იგი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. გურამ ბაღდოშვილის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, საიდანაც პოსტს აქვეყნებს. „სალამი ყველას ძვირფასებო დიდი მადლობა რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემს მიმართ სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად. უფალი გვფარავდეს, ამინ“, – წერს ბაღდოშვილი.

მეტი...

,,რუსები დონეცკის მთელი ოლქის დაპყრობას შეეცდებიან”- უკრაინის დაზვერვა

„მოსალოდნელია მტრის ხალი შეტევები და ჩვენი ჯარები ამისთვის მზად არიან“, –  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებს ”ესმით, რომ მარცხდებიან, მაგრამ არ აპირებენ ომის დასრულებას“. ,,ვლადიმერ პუტინი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. 2023 წელს რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, შეტევა ერთდროულად ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან დაიწყონ და ასევე დონეცკის მთელი ოლქის დაპყრობას შეეცადონ,”- განაცხადა ჩერნიაკმა.

მეტი...

პელეს ცხედარი „სანტოსის“ სტადიონზე ფოიერვერკების თანხლებით გადაასვენეს

ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ცხედარი კლინიკიდან მისი კლუბის, „სანტოსის“ სტადიონზე გადაასვენეს. მედიის ცნობით, სამგლოვიარო პროცესიის დროს ხალხი მის სასახლეს ფოიერვერკებით შეხვდა. ფეხბურთელის სამოქალაქო პანაშვიდი სანტოსის საფეხბურთო კლუბში გაიმართება, სადაც ის სტადიონის ცენტრში იქნება დასვენებული და ხალხს მის მიმართ პატივისცემის გამოხატვის საშუალება მიეცემა. ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.  

მეტი...

კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, პაკ ჩენ ჩონი მმართველი მშრომელთა პარტიის, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის პოსტს იკავებდა. ის ახლა რი იონ გილმა ჩაანაცვლა. საკადრო ცვლილების შესახებ კომიტეტის ყოვეწლიურ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თუმცა, მიზეზი არ დასახელებულა.

მეტი...

მექსიკის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ ხუარესის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 10 სამართალდამცველი და ოთხი პატიმარია. ამასთან, დაშავებულია 13 ადამიანი, 24-მა პირმა კი, ციხიდან გაქცევა შეძლო. ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე. პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ციხის შენობასთან დაჯავშნული ავტომობილებით, ადგილობრივი დროით, 07:00 საათისთვის გამოჩდნენ და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე წუთით ადრე კი, მუნიციპალური პოლიციის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დევნის ოპერაციის შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს.

მეტი...

,,უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს… ქუჩიდან შევარდნილმა შაშხანამ ფერფლად უქცია მთელი სახლი”- მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზარალებულ მორიგ ადამიანზე წერს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „გთხოვთ, გავერთიანდეთ!.. ეს წამია დავბრუნდი წმინდა მიწიდან. ჩემ მაიას ახალი წლის ღამეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს… ქუჩიდან შევარდნილმა შაშხანამ ფერფლად უქცია მთელი სახლი. მადლობა ღმერთს, თავად ორ ცუგასთან ერთად უვნებელი გადარჩა. ახლა ჩვენ ერთ-ერთ მრევლს აფარებს თავს… ვერაფრის აღება მოასწრო. დღეს პრაქტიკულად, ქუჩაში დარჩა… კომენტარში დავდებ ფონდის ანგარიშს, მისთვის ყოველ ლარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს… გთხოვთ, რამე ვიღონოთ. ღმერთმა სიხარულის დღეები გაგიმრავლოთ!..“ – წერს მამა პეტრე კოლხი.

მეტი...

პიცა უფასოდ – სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე ხალხს უფასოდ გაუმასპინძლდება

სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე მთელი იანვრის განმავლობაში ხალხს პიცას უფასოდ სთავაზობს. სწრაფი კვების ობიექტის ედინბურგში მდებარეობს და მისი მფლობელი 55 წლის მარკ ვილკინსონია. „ძალიან მომწონს ჩემი წამოწყება, რადგან ეს ყველასთვის გამარჯვებაა, როგორც კლიენტისთვის, ისე მომმარაგებლისთვისა და ჩემი გუნდის წევრებისთვის, რადგან მათ მეტი სამუშაო საათი გამოსდით“, – აღნიშნავს ვილკინსონი. მისი თქმით,  წამოწყება დაახლოებით 12 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდება. მისივე განმარტებით, ობიექტს 6 წუთში 18 პიცის წარმოების რესურსი აქვს. „გამუდმებით მესმის, როგორ აისახება გაძვირებული ცხოვრება ხალხზე, ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩემი ღუმელები ისედაც მთელი დღე მუშაობს და მათ შეუძლიათ მეტი დატვირთვით იმუშაონ, თუ…

მეტი...

მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – სისხლიანი დაპირისპირება მესტიაში

სისხლიანი დაპირისპირება მესტიის მუნიციპალიტეტში –  ეცერის თემში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

მეტი...

ტექინსპექტირების გავლისას მანქანებს ხმაურზეც შეამოწმებენ

პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან, ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის მაქსიმალური მაჩვენებელი (დეციბალებში) სატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და ძრავის ტიპის გათვალისწინებით. ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა წინასწარ ჩატარებული შესაბამისი…

მეტი...

აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული წვრთნების ჩატარებას განიხილავენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლისგანცხადებით, აშშ და სამხრეთ კორეა შეერთებული შტატების ბირთვული აქტივების გამოყენებით ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ. მისი თქმით, ერთობლივი დაგეგმარება და წვრთნები მიმართული იქნება აშშ-ის „გაფართოებული შეკავების“ უფრო ეფექტურად განხორციელებაზე და რომ ამ იდეის მიმართ ვაშინგტონიც „საკმაოდ დადებითადაა“ განწყობილი. „ბირთვული იარაღი ეკუთვნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დაგეგმარება, ინფორმაციის გაზიარება, სწავლება და წვრთნები სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად უნდა აწარმოონ“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.  

მეტი...

ახალი წლის ღამეს ტაძარი გაქურდეს

ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარე მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ახალი წლის ღამეს გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატში მოთავსებული ძვირფასეულობა. დილიდან ტაძარში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინაკისტები იმყოფებოდნენ.  

მეტი...

,,სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს: თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ”- ნიინისტე

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა. ნიინისტე მიიჩნევს, რომ რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც უხეში შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩათვალეს, რომ სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინასა და ფინეთს. „ავტორიტარული ქვეყნების ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა ვერ გაითვალისწინეს არსებითი ფაქტორი, რომ თავისუფალ ქვეყანაში ხალხს გააჩნია ნება და რწმენა, რომ ერი, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს – ეს უდიდესი ძალაა“- განაცხადა ნიინისტემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი დაშვებული შეცდომა მცდარი გათვლა იყო, როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა.

მეტი...

2023 წლიდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება

2023 წლიდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება. მაისიდან ETIAS-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება, რომელი არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას ვიზისგან განსხვავებით. მისი ღირებულება, 18-დან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის ღირებულება 7 ევრო იქნება. მოგზაურები ევროკავშირიდან თავისუფლდებიან გადასახადებისგან და აქვთ გადაადგილების თავისუფლება ბლოკში. ბლოკში შემავალი ქვეყნებისთვის, რომელსაც ადრე არ სჭირდებოდა ვიზა, ETIAS სავალდებულო იქნება. მათ შორისაა საქართველო.

მეტი...

ხორვატია შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა. ექსპერტების აზრით, ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხორვატიაში ინფლაციის დონემ 13.5%-ს მიაღწია, რაც სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად ევროზონაში. გარდამავალ 14-დღიან პერიოდში ქვეყანაში კუნა ბრუნვაში დარჩება, რომ მოსახლეობამ მისი ევროზე გადაცვლა შეძლოს. ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლის პირველ ივლისს გახდა.

მეტი...

რომში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს

2 დღის წინ რომში დაკარგული ემიგრანტი, ნერსესიანი აბრამა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრი ავრცელებს. „ბედნიერი ახალი წელი გაგითენდეთ. ამხელა მხარდაჭერა და გვერდში დგომა რით უნდა გადავიხადო არც ვიცი. გეფერებით და გეხვევით. ასეთი ბედნიერი ახალ წელს არასდროს შევხვედრილვარ. ვიპოვეთ, ვიპოვეთ, ბიძა, მეტი არაფერი ვიცი. მადლობას ვუხდი საქართველოს საელჩოს და საკონსულოს იტალიაში (რომში), გაწეული დახმარებისთვის.“ – წერს მაკო აბულაშვილი.

მეტი...

,,რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე. მისი თქმით, საჭიროა  დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა. „უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთმა ჩაატარა მობილიზაცია და შეავსო სამხედრო რიგები. მრავალი მობილიზებულთაგანი ახლა სწავლებას გადის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და შესაძლოა, ახალი შეტევების მცდელობისთვისაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით,  უკრაინაში შექმნილი ვითარება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას საჭიროებს. „თუ ჩვენ გვსურს, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყაროს მდგომარეობა, რომ…

მეტი...

ვინ არის სენაკში სავარაუდო ინტოქსიკაციით გარდაცვლილი კაცი – დაღუპულის ვინაობა

სენაკში, სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი კაცი 45 წლის თემურ თოლორდავაა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გახდა. ასევე მძიმე მდგომარეობაშია გარდაცვლილის მამაც. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მეტი...

იაპონია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს – მედია

იაპონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს შექმნას პირობები ინტენსიური დისკუსიებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. “დიდი შვიდეულის“ სამიტი 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება.

მეტი...

,,გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება”- საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი

გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება – ჩვენ ველით, რომ მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისი თქმით, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, სავარაუდოდ, გლობალური ზრდის დონეზე ან მის ქვემოთ იქნება. „ახალი წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე ის წელი, რომელსაც უკან ვტოვებთ. რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკა – აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი – ერთდროულად განიცდიან ეკონომიკურ ვარდნას”, – აღნიშნა გეორგიევამ.  

მეტი...

37 წლამდე მამაკაცი სავარაუდოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

სენაკში 37 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გახდა. მძიმე მდგომარეობაშია გარდაცვლილის მამაც. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მეტი...