უკრაინის რადამ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ სახალხო დეპუტატს – ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინსა და ანდრეი აქსიონოვს უფლებამოსილება შეუჩერა.

მანდატების ჩამორთმევის გადაწყვეტილების საფუძველი ოთხი დეპუტატისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა გახდა. ანდრეი აქსიონოვმა კი,  დეპუტატის მანდატზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

შეგახსნებეთ, 10 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.

 

მსგავსი თემები