,,რუსეთი ყოველდღე 500-600 ჯარისკაცს კარგავს, უკრაინა კი – 10-ჯერ ნაკლებს”- რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსები  ყოველდღიურად დაახლოებით 500-600 ჯარისკაცს კარგავენ, უკრაინა კი ამ რაოდენობის მეათედს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ტანკებს, საბრძოლო თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს 300 კმ-ზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად.

„ჩემს ქვეყანაში ომი მაქვს. ისინი ურტყამენ ჩემს ქალაქებს, ჩემს საავადმყოფოებს, ჩემს საბავშვო ბაღებს, ჩემს სკოლებს. მათ მოკლეს ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი არიან მოძალადეების, მკვლელების და მძარცველების არმია. რა არის ესკალაციის შემდეგი დონე?“ – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები