კიდევ 2 მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში – ახალი წელი რუსებმა გატაცებებით დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა ტრადიციას არ უღალატეს და 2023 წლის პირველივე დღეს მშვიდობიანი მოქალაქეები გაიტაცეს. ახლა, სოფელ კოშკას მცხოვრები ორი ქართველი – სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი, ცხინვალის იზოლატორშია, დაკავების მიზეზი ე.წ საზღვრის გადაკვეთაა, არადა მწყემსებმა ახალი წლის პირველ დღეს უბრალოდ საქონელი გარეკეს საძოვრებზე. საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კი ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ დაკავებულებმა საოკუპაციო საზღვარი დაარღვიეს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სწორედ რუსები გადმოვიდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მეტი...

რატომ გამოცხადდა ევაკუაცია სავაჭრო ცენტრში

ცოტა ხნის წინ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა. მედიასსავაჭრო ცენტრში განუცხადეს, რომ ცეცხლი ერთ-ერთი ობიექტის დენის სადენებს გაუჩნდა, რაც ევაკუაციის მიზეზი გახდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის კერა უკვე ლოკალიზებულია, შენობაში მცირედი კვამლის გამო „გალერია თბილისი“ დღეს მუშაობას აღარ გააგრძელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

„ამერიკული მასშტაბური საინვესტიციო გეგმის საპასუხოდ, გვჭირდება სტრატეგია „დამზადებულია ევროპაში“ – ემანუელ მაკრონი

ამერიკული მასშტაბური საინვესტიციო გეგმის საპასუხოდ, გვჭირდება სტრატეგია „დამზადებულია ევროპაში“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას გააკეთა. მაკრონის თქმით, ევროპულმა სტრატეგიამ ევროპული ინდუსტრია და სამუშაო ადგილები უნდა დაიცვას.

მეტი...

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კოსოვოს აღიარება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა

სერბეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კოსოვოს აღიარების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, 2020 წლის შემდეგ კოსოვოს აღიარება უკვე მეათე ქვეყანამ გააუქმა. ამასთან, ბელგრადი საჯაროდ არ ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც გააუქმეს კოსოვოს აღიარება, მაგრამ, ადგილობრივი მედიის ცნობით, ესენი არიან აფრიკის, ოკეანიისა და კარიბის ზღვის ქვეყნები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ სურს სერბეთს იმ ქვეყნების გასაჯაროება, რომლებმაც კოსოვოს აღიარება გააუქმეს, სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახსნა იმით, რომ არ უნდათ, ისინი დაექვემდებარონ რაიმე ზეწოლას პრიშტინას მოკავშირეების მხრიდან. ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას გაერო-ს 193 წევრიდან 88 აღიარებს, შესაბამისად, ნაწილობრივ აღიარებულმა…

მეტი...

გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო

გერმანიამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიიღო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკული ტანკერი ხომალდი ბუნებრივ აირს გერმანიის ვილჰელმსჰაფენის პორტში, ახლად აგებულ მცურავ ტერმინალში გადატვირთავს. ბუნებრივი აირის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მილსადენების საშუალებით გაზის მიწოდების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 300-მეტრიანი მცურავი ტერმინალის რეგაზიფიკაციის სიმძლავრე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრია. როგორც მედია წერს, რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ნაწილობრივ დეკემბრისთვის უჩვეულო თბილი პერიოდიდან გამომდინარე, გერმანიის გაზის მარაგმა 90 პროცენტს გადააჭარბა.

მეტი...

ევაკუაცია გალერია თბილისიდან – მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს

ვაკუაცია გალერია თბილისიდან – რამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მიზეზი უცნობია. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ მედიას უთხრა, შენობაში სირენა ჩაირთო და კონსულტანტებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

მეტი...

ზუგდიდში ორ ქვეითს მანქანა დაეჯახა – ერთი ადგილზე დაიღუპა

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. დაშავებულია ავტომობილის მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

წყლის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 4 იანვრის 21:00 საათიდან 5 იანვრის 12:00 საათამდე კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე, ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან. კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბის და ჩუღურეთი რაიონის 130 000-ზე მეტ აბონენტს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილში. „სამ სხვადასხვა…

მეტი...

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის #29-ში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, ლიფტი შახტში იმ დროს ჩავარდა, როცა შიგნით რამდენიმე ადამიანი იყო. ისინი შემთხვევას უვნებლად გადაურჩნენ.

მეტი...

პირველ იანვარს კიევში სამი ტყუპი დაიბადა

პირველ იანვარს კიევში სამი ტყუპი ბიჭი დაიბადა. კიევის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბიჭებს მატეი, ბოჰდანი და ვლადისლავი დაარქვეს. მათივე ცნობით, ახალი, 2023 წლის პირველ დღეს უკრაინის დედაქალაქის სამშობიარო სახლებში სულ 31 ბავშვი – 12 ბიჭი და 19 გოგო დაიბადა. „გილოცავთ ახალ წელს! ცხოვრება გრძელდება! ისინი კიევის ახალი მცხოვრებლები არიან. გაიზარდეთ ჯანმრთელები, ბედნიერები და თავისუფლები ჩვენი მშობლიური უკრაინის მშვიდობიანი ცის ქვეშ!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 გამარჯვების წლად ვაქციოთ” – ზელენსკი

„გავმართე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა. ვალერი ზალუჟნიმ ფრონტის ხაზის მთავარი მიმართულებების შესახებ მოგვახსენა. აგრესორის მომავალი სავარაუდო მოქმედებების შესახებ ისაუბრა კირილ ბუდანოვმაც. კიდევ ერთხელ დამუშავდა ჩვენი ჯარის ტექნიკითა და საბრძოლო მასალით მომარაგების საკითხი. ცალკე განვიხილეთ სამხედრო მომსახურეების ხელფასები და პრემიები. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ. დიდება უკრაინას!” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაშიც დაეხმაროს”- მარკ რუტე

,,ნიდერლანდები რაც შესაძლებელია, ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმაროს,”-  ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა. “უკრაინა უკვე თითქმის წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას. მომდევნო თვეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახლა ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და დავარწმუნე, რომ ნიდერლანდები რაც შესაძლებელია ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვაში, არამედ ომში გამარჯვებაშიც დაეხმაროს”, – წერს რუტე.

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბა – არის მსხვერპლი

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელ კვარტალში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. „რუსებმა კურახოვოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს – მათ საცხოვრებელ უბანს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა. ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კირილენკომ.  

მეტი...

რალისა და დრიფტის ლეგენდა კენ ბოლკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავტომრბოლელი კენ ბოლკი 55 წლის ასაკში დაიღუპა. რალისა და დრიფტის ლეგენდა მთებში თოვლმავლით მოძრაობისას ავარიის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევისას ის თოვლმავალს ციცაბო ფერდობზე მართავდა, რა დროსაც გადაბრუნდა და ავტომრბოლელს დაეცა. „დიდი წუხილით გაცნობებთ, რომ კენ ბლოკი დღეს თოვლმავალით მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა. კენი ნიჭიერი, შემოქმედებით უნარით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ის გახლდათ პიონერი და მისაბაძი ფიგურა, პირველ რიგში კი, სამაგალითო ადამიანი, მამა და მეუღლე“, – ნათქვამია მისი გუნდის, Hoonigan Racing-ის განცხადებაში.

მეტი...

ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ცვლილებების თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან…

მეტი...

ევროპის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ

2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ. სიახლე სავარაუდოდ, ნოემბრიდან ამოქმედდება და ის შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ. ევროკომისიის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესასვლელად 7 ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახდი არ შეეხებათ. ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს, მათ შორის, დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებას და სამუშაო ადგილს. მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი…

მეტი...

,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ“- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის  შეხვედრა გამართა, სადაც ფრონტზე არსებული ვითარება და უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯები განიხილეს. „უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. ვალერი ზალუჟნიმ ფრონტის ძირითად მიმართულებებზე არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენება წარადგინა. კირილ ბუდანოვმა უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯებზე ისაუბრა “, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმშია”- კობა ნაყოფია

,,მიხეილ სააკაშვილი 4 იანვარს დაგეგმილ აქციებს უყურებს, როგორც დიდ საერთაშორისო აქციას, მადლობელია ყველა ადამიანის, ვინც მის მხარდასაჭერად მივა მსოფლიოს დიდ ქალაქებში და საქართველოში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მუდმივი ტემპერატურის და წონის კარგვის რეჟიმშია. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არის მძიმე. აღენიშნება ისევ ტემპერატურა 38-მდე. მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმში არის ეს ადამიანი ყოველდღიურად. ეს მდგომარეობა საგანგაშოა. მისი სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის, ყველა მოქალაქის სრული კონსოლიდაცია,…

მეტი...

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ლიფტი შახტში იმ დროს ჩავარდა, როდესაც შიგნით რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,უკრაინამ თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტრიის 40% გაათავისუფლა” – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინამ გაათავისუფლა იმ ტერიტორიის 40%, რომელიც რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ დაიკავა. მისივე თქმით, ამჟამად უკრაინას რუსეთთან გამკლავება 1500-კილომეტრიან აქტიურ ფრონტის ხაზზე უწევს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ცნობით, 2022 წლის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 3 ათასი ტანკი, 6 ათასი ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა, 2 ათასი საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 420 სისტემა, 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 270 ვერტმფრენი.

მეტი...

,,უკრაინელებმა სექტემბრის შემდეგ მოწინააღმდეგის 500-მდე დრონი ჩამოაგდეს”- იური იგნატი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ სექტემბრიდან მოწინააღმდეგის კუთვნილი 500-მდე „კამიკაძე-დრონი“ Shahed -ი ჩამოაგდო. “ჩვენ ვანადგურებთ დრონებს. როგორც ხედავთ, ორ დღეში – ახალი წლის ღამეს და მეორე დღეს 84 დრონი ჩამოვაგდეთ. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაშვებული დრონების 100% გაანადგურეს. ასეთი შედეგები აქამდე არასოდეს ყოფილა მიღწეული. 11 სექტემბრის შემდეგ ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 500-ს უახლოვდება“, – განაცხადა იგნატმა.

მეტი...

პელეს დღეს დაკრძალავენ

ლეგენდარულ ფეხბურთელს, პელეს დღეს დაკრძალავენ. ბრაზილიის ქალაქ სანტოსში პელესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ფეხბურთის მეფეს მოქალაქეები ურბანო კალდირას სტადიონზე მიაგებენ პატივს, რომელიც პელეს ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ საშინაო მოედანია. პელეს სანტოსის კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცნობისთვის, პელე 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

შანხაის 25-მილიონიანი მოსახლეობის 70 პროცენტი Covid-19-ით არის ინფიცირებული – მედია

შანხაის ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფოს მთავარი ექიის ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობის 70 პროცენტი შესაძლოა,  Covid-19-ით იყოს დაინფიცირებული. მედიის ცნობით, შანხაიში ამჟამად „ომიკრონ“ ვარიანტი მასშტაბურად ვრცელდება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფექცია პიკს 2023 წლის დასაწყისში მიაღწევს. ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის პეკინში, ტიანძინში, ჩონცინგსა და გუანჯოუში კორონავირუსის ტალღამ უკვე პიკს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ჩინეთს, პანდემიის მონაცემები გამოაქვეყნოს.

მეტი...

„დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს…თითოეული ჩვენგანი მებრძოლია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,თითოეული ჩვენგანი მებრძოლია, თითოეული ჩვენგანი ფრონტია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი იბრძვის, როგორც ერთი გუნდი. „დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს. არ არსებობს არც არასაჭირო ქმედებები. თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. თითოეული ჩვენგანი ფრონტია. თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით როგორც ერთი გუნდი – მთელი ქვეყანა, ყველა ჩვენი რეგიონი“, – წერს ზელენსკი.  

მეტი...

ფიფა-ს პრეზიდენტს სურს, თითოეულ ქვეყანაში ერთ სტადიონს პელეს სახელი მიენიჭოს

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ინიციატივით გამოდის, თითოეულ ქვეყანაში ერთ სტადიონს მაინც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს სახელი მიენიჭოს. მედიის ინფორმაციით, ფიფა ორგანიზაციის წევრ ფეხბურთის ფედერაციებს ამ თხოვნით ახლო მომავალში მიმართავს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სევდიანი ვართ, მაგრამ მაინც ვიღიმით, რადგან მან მრავალი ღიმილი გვაჩუქა. ვთხოთ მთელ მსოფლიოს, რომ მას წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ. ვგეგმავთ, რომ მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას მივმართოთ თხოვნით –  ერთ სტადიონს მაინც მიენიჭოს პელეს სახელი“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა. ცნობისთვის,  პელე 29 დეკემბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

,,ინდივიდები მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხს გასახლეჩად იყენებენ”- ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

,,სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას პასუხობს. „დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა. შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე…

მეტი...

,,მისთვის დაბრკოლება არ არსებობს“- ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022 წლის გუნდში მოხვდა

„ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე სახალისო ფეხბურთელია მსოფლიოში. მისთვის დაბრკოლება არ არსებობს“, – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა 90min წერს. გამოცემამ იტალიის სერია A-ს 2022 წლის გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. „როდესაც იტალიური ფეხბურთის კალენდარული წელი დასრულდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შეგვექმნა სიმბოლური გუნდი საუკეთესო მოთამაშეებიდან, რომლებმაც 2022 წელს გაიბრწყინეს“, – წერს გამოცემა. სერია A-ს წლის გუნდი – 2022 ასე გამოიყურება: მაიკ მენიო (მილანი) – ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი), თეო ერნანდესი (მილანი) – სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ნიკოლო ბარელა (ინტერი), სანდრო ტონალი (მილანი) – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი…

მეტი...

,,დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად განხორციელდება”- კირილ ბუდანოვი

,,დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება,” – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მან რუსეთის საჰაერო ბაზებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აიღო, თუმცა თქვა, რომ ასეთი თავდასხმები გაგრძელდება. „ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ“, – აღნიშნა ბუდანოვმა. მისივე თქმით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, რის გამოც უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი 2023 წელს მსოფლიოს ათ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის დაასახელეს

გიორგი მამარდაშვილი Top soccer blog-მა 2023 წლისთვის მსოფლიოს ათ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის დაასახელა. „გიორგი მამარდაშვილმა ძალიან პატარა ასაკში გაითქვა სახელი მშობლიურ საქართველოში. 2021 წელს ის შეუერთდა ლა ლიგის „ვალენსიას“ ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის პუნქტით. თავდაპირველად სარეზერვო გუნდისთვის აიყვანეს, სადაც სეზონის წინ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე, რომ სეზონის გახსნის მატჩი „ხეტაფესთან“ ჩაატარა, დამაჯერებელი იყო და კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ მის შესაძლებლობებში დარწმუნდა და მამარდაშვილს მუდმივი კონტრაქტი გაუფორმა. გასულ სეზონში ქართველმა 23 მატჩში კარი „მშრალად“ ათჯერ შეინახა. ჰქონდა ზედიზედ 560-წუთიანი უგოლო სერიაც. მამარდაშვილი არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა,…

მეტი...

,,ამ ტყვიებით არის ჩემი ეზო მოფენილი…კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ”- მოქალაქემ ეზოში ტყვიები იპოვა

მოქალაქე ანა კუხალეიშვილის სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელეს და წერს, რომ ეზოში ახალი წლის აღსანიშნად ნასროლი ტყვიები იპოვა. მისი თქმით, ეზო ტყვიებით არის მოფენილი. “სადაც მოასწრო აკრიფა, რომ კვალი არ დაეტოვებინა, მაგრამ ჩემს ეზოში ჩამოყრილ ამ ტყვიებს ვერაფერს უზამდა… ხალხო, ამ ტყვიებით არის ჩემი ეზო მოფენილი… ხალხი, რომელსაც ძაღლის ყეფის ეშინია აი ამ ტყვიებს ისვრის ახალ წელს უმისამართოდ… კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ 2023 წლის 3 იანვარს ჩემი სახით” – წერს ანუკა კუხალეიშვილი.

მეტი...

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე – სუს-ი

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. „ამასთან, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  

მეტი...

წყლის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N14-თან წყლის ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 4 იანვრის 00:00-დან 5 იანვრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით,კაკაბაძის ქუჩიდან მაყაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ჩიტაძის, 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით, ხოლო თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ერისთავის, ხოშტარიასა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით, მაყაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. მაყაშვილის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილება შეეძლებათ ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ალექსანდრე…

მეტი...

,,პუტინის ფსონმა არ გაამართლა”- ჯოზეფ ბორელი

,,პუტინის ფსონმა არ გაამართლა,” – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ბორელი წერს, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა გაეყო ევროკავშირი. „განსაკუთრებით საინტერესოა იმის აღნიშვნა, რამდენად სწრაფად რეაგირებდა გერმანია. რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის დასაწყისში მთლიანი რაოდენობის 55 პროცენტიდან ნულამდე შემცირდა. ნავთობის იმპორტი – 40 პროცენტიდან ნულამდე. ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც დიდწილად ენერგეტიკულ საკითხზე იყო დამოკიდებული“, – წერს ბორელი. მისივე თქმით, 2023 წელს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკის, კლიმატის კრიზისი…

მეტი...

,,სააკაშვილმა მთხოვა, დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 – საათიან რეჟიმში განიხილოს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილმა სთხოვა დააყენოს შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 – საათიან რეჟიმში განიხილოს საქმე. ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს. ,,განვიხილეთ მისი პროცესებზე გამოცხადების საკითხი. მას სურვილი აქვს, რომ ყველა პროცესს დაესწროს. ასევე მთხოვა, რომ დავაყენო შუამდგომლობა, ფაქტობრივად, 24 – საათიან რეჟიმში განიხილოს მოსამართლემ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ადამიანური რესურსი აღარაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ავადმყოფობის ისტორია გამოვითხოვეთ, იმედია ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წინასასამართლო განწყობა გვაქვს, რომ ყოველდღიურად მოხდეს და დილიდან გვიანობამდე გაიმართოს სასამართლო პროცესები,” – განაცხადა შალვა…

მეტი...

ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს

ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარ სტელა კირიკიდისის ძალისხმევის ნაწილია, რომლიც „კოვიდ-19“-ის შესაძლო ახალ ტალღასთან საბრძოლველადაა მიმართული. „კომისარმა, კირიაკიდისმა მიმართა თავის ჩინელ კოლეგას მხარდაჭერისა და სოლიდარობის წინადადებით, რაც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში საექსპერტო დახმარებას, ასევე ევროკავშირის ვაქცინების გადაცემას, რომლებიც „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა ვარიანტების წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადეს ევროკავშირში. პეკინს ჯერ ევროკავშირის ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.  

მეტი...

,,ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილია”- ლევან ხაბეიშვილი

,,სააკაშვილის მხარდასაჭერად ვიკრიბებით ხვალ, 18:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან,” – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოსა და ევროპას შორის კარში ბიძინა ივანიშვილი დგას. „მოგეხსენებათ, 4 იანვარს ჩვენი ქვეყნის, მიშას და ჩვენმა მეგობარმა მარკ ფეიგინმა მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დააანონსა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები. შესაბამისად, 4 იანვარს საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან ნიუ იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონაში გაიმართება პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები. 4 იანვარს, 18:00 საათზე მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში ორ ლოკაციაზე. ეს არის სახელმწიფო კანცელარია და შეკვეთილში ბიძინა…

მეტი...