ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, რომელმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2,5 მილიონი ევროს წიგნები მოიპარა

მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე ორ სავარაუდო თანამზრახველთან ერთად წინასწარ პატიმრობაში არიან. ცოლ-ქმარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობაშია მხილებული. ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ბექა ცირეკიძე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით ესტონეთშია დაკავებული.

მიუნხენი, ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ვილნიუსი, ვარშავა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ქართულმა დაჯგუფებამ უნიკალური წიგნების დედნები ყალბი ასლებით შეცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული ზარალი 2,5 მილიონ ევროს აღწევს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები