ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს და ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძესა და ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სააგენტოების სამოქმედო გეგმა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის:
• ვირუსული და ზოონოზური დაავადებების პრევენციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები;
• დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაცია/რევაქცინაციის საკითხი;
• ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაავადებების გავრცელების მაქსიმალურად აღმოფხვრის მიზნით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაძლიერების საკითხი და სხვა.
,,ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლა, განსაკუთრებით საუბარია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდებ ისეთ საშიშ დაავადებებზე, როგორიც არის ჭირი და ენტერიტი. ვგეგმავთ, აღნიშნული დაავადებების პრევენციისათვის აქტიურად ვითანამშრომლოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და განსაკუთრებული ღონისძიებები გავატაროთ თავშესაფარში, რათა მაქსიმალურად აღმოვფხვრათ დაავადებების გავრცელების რისკები. სააგენტოს ვეტერინარები საკონსულტაციო ფორმატში აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნული დაავადებების პრევენციის საკითხში. ამასთან, ჩავატარებთ ერთობლივ ღონისძიებებს დედაქალაქის მიუსაფარი ცხოველებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებისთვის.” – აღნიშნა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დორექტორმა.


მსგავსი თემები