„მაგნიტსკის სიაში“ პირველი უნდა იყოს თავად სააკაშვილი”- დიმიტრი ხუნდაძე

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიაში“ პირველი თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაწერონ. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება სააკაშვილმა დაიწყო.

„ვინმე თუ აპირებს „მაგნიტსკის სიის“ შედგენას – ვინ მიიღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ სიის შედგენას. ასეთი სიის შედგენას დადასტურებამდე თუ აპირებენ, ვფიქრობ, ამ სიაში პირველი უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან თავისი ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რაც დადასტურებულია. ასევე, ერთ-ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი თვითონ უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები