კობახიძეს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის – კელი

კობახიძეს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის, – წერს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი X-ზე ორ სხვადასხვა პოსტში.

,,ქართველი ხალხის ნების აშკარა ღალატი. ეჭვი არაა, რომ საკუთარი დაპირების დარღვევისა და რუსული კანონის კვლავ შემოტანით, მთავრობა გადის კონსტიტუციის ჩარჩოდან და ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის.

ბუდაპეშტში CPAC-ზე პრემიერმინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთავარი პრიორიტეტია, თუმცა, როგორც ჩანს, მას მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ სხვაგან შეუხვია, ბატონო პრემიერმინისტრო”, – წერს იან კელი.

მსგავსი თემები