თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისი-პარიზის რეისზე, რომელსაც ავიაკომპანია „ვიზიარი“ ასრულებდა, მამაკაცი გარდაიცვალა. მგზავრი დაახლოებით 60 წლის იყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ოფიციალურად  ადასტურებს. თვითმფრინავი საქართველოს ცაზე დაახლოებით 2 საათი დაფრინავდა. ის უკან, ქუთაისში დაბრუნდა და აეროპორტში დაეშვა. ქუთაისიდან თვითმფრინავი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით 19:05 საათზე უკან დაეშვა. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.  

მეტი...

რუსულმა ძალებმა ბახმუტი დაბომბეს

პუტინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების მიუხედავად, რუსულმა ძალებმა უკრაინა ისევ დაბომბეს. არიან დაღუპულები და გარდაცვლილები. დაბომბვა დონეცკის ოლქში, კერძოდ კი  ბახმუტის რაიონში განხორციელდა.  დაღუპულია ორი, დაშავებულია 13 ადამიანი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ ნაღმმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 66 წლის მამაკაცი და 61 წლის ქალი. 13 ადამიანი კი დაიჭრა.

მეტი...

„მთელი „მენდელეევის ტაბულა“ აქვს სხეულში“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორ გიული ალასანია მედიასთან აცხადებს, მისი შვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლებს. მორიგი სასამართლო ორშაბათს, 9 იანვარსაა დანიშნული. „არ მგონია, ახლა შეძლოს, ასეთი განწყობა ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ, ახლა ვეღარ შეძლებს. მთელი „მენდელეევის ტაბულა“ აქვს სხეულში ადამიანს და ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია და რა გასაკვირია“, – განაცხადა ალასანიამ მედიასთან.

მეტი...

„მძღოლებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმა და იარონ გაუმართავი ავტომანქანით“ – ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

საქართვლოში მოძრავი ავტომანქანების ნახევარი ტექნიკურად გაუმართავია. რეგისტრირებული მილიონ ნახევარი ავტომანქანიდან ინსპექტირებას მხოლოდ ნახევარი გადის. როგორც „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მძღოლებს ავტომანქანის გამართვა ძვირი უჯდებათ და ამიტომ, ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. „ტექდათვალიერებას გადის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ნახევარი. სულ რეგისტრირებული და აქტიური სტატუსის მქონეა მილიონ ნახევარი ავტომანქანა. აქედან ტექინსპექტირება გაიარა მხოლოდ 790 000-მა.  ავტომანქანების დაახლოებით 30% ხარვეზდება. თუმცა, დახარვეზების შემდგომ, ყველა მათგანი განმეორებით ინსპექტირებაზე არც ცხადდება. ეს დაკავშირებულია ადმინისტრირების პრობლემებთან. მძღოლებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმა და იარონ ტექინსპექტირების გარეშე, ვიდრე ავტომანქანა გამართონ და იარონ გამაურთავი ავტომანქანით, რაც გაცილები…

მეტი...

ტექდათვალიერების გაუვლელობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია გასამმაგდება

დღევანდელი მონაცემებით, ტექინსპექტირების ცენტრებში ავტომანქანების 30% ხარვეზდება. კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ტექდათვალიერების გაუვლელობის ნაწილში სანქციები მკაცრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მძღოლებს ერთთვიანი პერიოდი ჰქონდათ და ხელმეორე ინსპექტირება უფასო იყო, დიდი ნაწილი ინსპექტირებაზე არ ბრუნდებოდა. როგორც „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ჯარიმა ყოველ ჯერზე გაიზრდება. „დღევანდელი ნორმებით, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევში ჯარიმა არის 50 ლარი, თუმცა, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გადახედვას, საუბარია სანქციების გაზრდაზე.  პირველად დაჯარიმებაზე ჯარიმა ისევ 50 ლარი იქნება თუმცა, თუ ტექინსპექტირება არ ისევ გაივლის, ჯარიმა გასამმაგდება, შემდეგ ჯერზე კი ისევ გაიზრდება“…

მეტი...

რა დახმარებას გადასცემს აშშ უკრაინას?!

ჯავშანმანქანები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ტაქტიკური მანქანამ თვითმავალი ჰაუბიცები – ეს იმ შეიარაღების მცირე ჩამონათვალია, რასაც აშშ უკრაინას გაგზავნის. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა სრული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რას მიიღებს ამჯერად უკრაინა  3, 075 მილიარდი დოლარის ფარგლებში. პაკეტი მოიცავს Bradley-ს ტიპის 50 ჯავშანმანქანას;  500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას 250 000 საბრძოლო მასალით; M113 ტიპის 100 ჯავშანტრანსპორტიორი; 55 ჯავშანმანქანა ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით; 138 მაღალი გამავლობის ტაქტიკურ მანქანა Hummer-ს; რაკეტები; 18 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა და ის აღჭურვილობა, რაც უკრაირნას ყველაზე მეტად სჭირდება.

მეტი...

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

დღეს, 12:00 საათიდან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობა იმართება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და…

მეტი...

„თითოეულის საქმე გამომჟღავნდება… ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

„ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება … ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13)“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, პრობლემების არ უნდა შეგვეშინდეს. „გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფალთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს. გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება. ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით,…

მეტი...

„ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი“ – პატრიარქის ეპისტოლე

„ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი;  უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში. როგორც ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, მთავარი სინდისია, რომელსაც ვერავინ გაექცევა. „ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს. ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი. სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას…

მეტი...

უდიდესი ტრაგედია – აშშ-ში ლევან გალდავა მოკლეს

ლევან გალდავა, 45 წლის ახალგაზრდა, წარმატებული მამაკაცი, რომელიც ბრუკლინში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, ქუჩაში მოკლეს. მას იარაღი ესროლეს და შემდეგ თავში ბლაგვი საგანიც ჩაარტყეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მკვლელი იდენთიფიცირებულია, თუმცა, ჯერ არ დაუკავებიათ. ლევან გალდავა  ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველების, რუსუდან გალდავასა და ზურაბ გალდავას შვილია. რუსუდან გალდავა ქართული სახლი – „ფესვების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული სექტორის ხელმძღვანელია, წლებია აშშ-ში მოღვაწეობს და ამერიკაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. „მედიაცენტრი მთავარი“ და მისი დამფუძნებელი ეკა გულუა უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სათვისტომოს ამ დიდ ტკივილს.

მეტი...

„ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის“ – პატრიარქის საშობაო ელისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა! იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.   როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანააღვდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად? ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.   ფაქტია, ჩვენი…

მეტი...