,,არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?…თავს ისულელებ?”- პუტინმა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი გააკრიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი საჯაროდ გააკრიტიკა, სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების შეკვეთების შესრულებისას ძალიან ნელა მოქმედების გამო.

“ძალიან დიდი დრო სჭირდება! ძალიან დიდი დრო. არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?” – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა მინისტრს 2023 წელს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების კონტრაქტების არარსებობის გამო უსაყვედურა და მოუწოდა კომპანიებს დააჩქარონ პროცესი, რათა შეასრულონ შეკვეთები.

,,თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი მზადაა, მაგრამ არ არის კონტრაქტები, ამას გეუბნებით. მოდი, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ… მე ვიცი, რომ არცერთი კონტრაქტი არ არის გაფორმებული. საწარმოების დირექტორებმა მითხრეს. თავს ისულელებ?”- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები