უკრაინულმა მხარემ გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  უკრაინულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, უკრაინული მხარე კავშირზეა უფლებადამცველებთან.

“კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება, რაზეც რამდენი ხანია უკვე ექიმები ლაპარაკობდნენ. ახლა ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა. ეს რაც შეეხება ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, სახარბიელო მდგომარეობა არ არის.

რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინა ძალიან გააქტიურებია, მართლმსაჯულება უკრაინის. ძალიან დაინტერესებულია, იკვლევენ, დაიწყეს ძალიან აქტიურად კვლევა მისი მოწამვლის. დიახ, დიახ, უკრაინამ დაიწყო გამოძიება”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები