„ამ სიცივეში მდინარეში ჩახტომით, ცოდვებს ვერ ჩამოიბან, მაგრამ ფილტვების ანთებას აუცილებლად აიკიდებ!” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე წყალში განბანვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ცოდვების ჩამორეცხვა წყალში ჩახტომით არ ხდება. „ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი – ფანატიზმია. ამ სიცივეში მდინარეში ჩახტომით, ცოდვებს ვერ ჩამოიბან, მაგრამ ფილტვების ანთებას აუცილებლად აიკიდებ!”, – აცხადებს მამა პეტრე. მისივე თქმით, ბევრი მათგანი კლინიკაში მოათავსეს. „ჰო, რწმენა რომ დაკარგეს იმიტომ აიკიდეს ფილტვების ანთება… დიახ, ქრისტე გვეუბნება სახარებაში, მხოლოდ რწმენა გიხსნით, მხოლოდ რწმენა გადაგარჩენთო… და არა, არაგვი და მტკვარიო… თუ სათანადო რწმენა არ გვაქვს, გაყინულ მდინარეში არ უნდა ჩავხტეთ, თორემ აუცილებლად ფილტვების ანთებას ავიკიდებთ!“

მეტი...

„ურთქმელიძეებში შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს და ჩვენთან ხაჭაპურიძეებში ასე არ არის“ – შალვა ხაჭაპურიძე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ურთქმელიძეებში (სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი) შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს, თუმცა, ხაჭაპურიძეებში ასე არ არის. აღნიშნული პასუხი კი სასამართლო პროცესზე პანიტენციური დაწესებულების წარმომადგენელთა პოზიციას მოყვა, რომის მიხედვითაც, 40 წლის ზემოთ, ყველა ადამიანში შესაძლებელია რაღაც დოზით იყოს დემენცია. „თქვენ ხედავთ ბატონი ურთქმელიძის, ადამიანის, რომლის პროფესია არის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი და მოწოდებული უნდა იყოს პატიმრების ჯანმრთელობისა და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მის ცინიკურ დამოკიდებულებას თავად კოლეგებისა და მოწმეების მიმართ. ყველა მისი უკანონო ქმედებები ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული. საერთოდ წარმოუდგენელია,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 23 იანვარს გაიმართება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს შედგება. სასამართლო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩაინიშნა.  

მეტი...

გერმანია უკრაინას მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს. როგორც მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, სამხედრო დახმარების პაკეტი ძირითადად საზენიტო დანადგარებს მოიცავს. საუბარია „Marder“-ის 40 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე; „ Gepard“-ის ტიპის 7 ერთეულ თვითმავალ საზენიტო დანადგარზე; „Patriot“-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და „IRIS-T“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე. მინისტრის ინფორმაციით, პაკეტის ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

მეტი...

სამეგრელოში ხანძარია

სამეგრელოში, კერძოდ კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საკოკაიოს უბანში ხანძარია. ცეცხლი მინდორში გაჩნდა. შემთხვევის ადგილისკენ შესაბამისი ბრიგადები მიემართებიან. ცეცხლი 10 ჰექტარ მიწის ფართობს უკიდია. ხანძრიდან დასახლებულ პუნქტამდე მანძილი კი ნახევარი კილომეტრია.

მეტი...

საგარეჯოში, თავდამსხმელის, ნოდარ ადუაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა დასრულებულია

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც ნოდარ ადუაშვილმა ჩაიდინა, მისი ოჯახის წევრები დილიდან, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ. შვილისა და მეუღლის გამოკითხვა დასრულებულია. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცველები ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ. დაჭრილების მდგომარეობა კი უცვლელია. როგორც “ჯეო ჰოსპიტალში” აცხადებენ, ერთი პაციენტი უკვე გაწერეს. “სამიდან 2 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და ისინი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობენ, ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოში,”- აცხადებს ექიმი. შეგახსენებთ, რომ სროლის შედეგად  6 ადამიანი…

მეტი...

„რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ განცხადებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც გახარია აცხადებს, რუსეთი საქართველოს უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო ასაჩუქრებს. „რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“, – აცხადებს გიორგი გახარია. შეგახსენებთ, რომ დუმის დეპუტატის – სერგეი გავრილოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, საქართველოსთან საჭიროა არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც. მან…

მეტი...

გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. „მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა.

მეტი...

,,სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, აღვავლენთ ლოცვებს მათი სულების საოხად”- ილია მეორეს სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“,…

მეტი...

,,ასი მადლობა არ ნიშნავს ას ტანკს – დრო უნდა გახდეს ჩვენი საერთო იარაღი“- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ, ყველას შეგვიძლია ათასობით სიტყვის თქმა, თუმცა ეს სიტყვები ვერ ჩაანაცვლებს ქვემეხებს, რომლებიც საჭიროა რუსული არტილერიისგან, საზენიტო რაკეტებისა და ავიადარტყმებისგან ხალხის თავდაცვისთვის,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, უკრაინისთვის გადასაცემი ტანკების რაოდენობაზე ნუ ივაჭრებენ. „მინდა, მადლობა გითხრათ ყველას და ეს აბსოლუტურად სამართლიანი იქნება იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ გააკეთეთ, მაგრამ. ჩვენ, ყველას შეგვიძლია ათასობით სიტყვის თქმა, თუმცა ეს სიტყვები ვერ ჩაანაცვლებს ქვემეხებს, რომლებიც საჭიროა რუსული არტილერიისგან, საზენიტო რაკეტებისა და ავიადარტყმებისგან ხალხის თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. დრო უნდა…

მეტი...

,,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა ჩვენება მისცა გამოძიებას შვილმა”- კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი

კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ იტყვის თუ რა ჩვენება მისცა, საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმაში ბრალდებულის, ნოდარ ათუაშვილის შვილმა. მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გაეცემა პასუხი. ,,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა ჩვენება მისცა გამოძიებას შვილმა და როგორ ითანამშრომლა,”- განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ. ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა.

მეტი...

,,დახურულ სივრცეში გასათბობად შემოსულ უწყინარ ცხოველებს მიეცით საშუალება გადაურჩნენ ზამთრის ყინვას”- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს, საჯარო და კერძო სექტორს  თხოვნით მიმართავს, დახურულ სივრცეში გასათბობად შესულ ცხოველებს საშუალება მიეცეთ გადაურჩნენ ყინვას. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს, საჯარო და კერძო სექტორს მოგმართავთ თხოვნით, დახურულ სივრცეში გასათბობად შემოსულ უწყინარ ცხოველებს მიეცით საშუალება გადაურჩნენ ზამთრის ყინვას,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,თუ ლარსის საბაჟოზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს”- მიხეილ სარჯველაძე

,,თუ ლარსის საბაჟოზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს,  ეს სიმართლე გითხრათ, ამ დრომდეც, ცოტა გაურკვეველი მგონია,”-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფრენების აღდგენა ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის. ,,როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის ან მაგალითად რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ ძალიან სერიოზული პრობლემების, მათ შორის ტექნიკური პრობლემების გადალახვა. თავისთავად, ფრენა და მიმოსვლა, თუ ლარსის საბაჟოზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს,…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს აპათია სჭირს და არა დეპრესია, აპათია დემენციის ერთ-ერთი ნიშანია”- ფსიქოლოგი

,,მიხეილ სააკაშვილს აპათია სჭირს და არა დეპრესია. აპათია დემენციის ერთ-ერთი ნიშანია, ორგანული ხასიათის მკაცრი დაქვეითება აქვს“- ამის შესახებ ფსიქოლოგმა ლია ჩოხელმა განაცხადა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი მონაწილეა. ფსიქოლოგი სიმულაციას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებული ტესტები ზუსტ სურათს იძლევა. „მიხეილ სააკაშვილს როდესაც ვკითხე, რა ახსოვდა, მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა, ეს იყო სიყვარული. დაქვეითებულია მისი ფიქსაციის უნარი. სწორედ ემოციური ლაბილობაა, რომ ისვრის იმ კადრებში, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. სიმულაცია ხუთი მეთოდით გამორიცხულია. სადღაც მაინც იჩენდა თავს სიმულაცია. შეუძლებელია, თუნდაც პრინციპების წინასწარ ცოდნით ამ ყველაფრის სიმულაცია. ისეთი სიტყვები მითხრა, რომელიც…

მეტი...

,,საჭიროა მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს”- იაგო ხვიჩია

,,საჭიროა მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს” – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, იარაღის ლეგალიზება მოქალაქეებს მისცემს შანსს თავი დაიცვან და ეს მსხვერპლს შეამცირებს. „საშინელი შემთხვევა მოხდა, შეძრა საქართველოს მოსახლეობა. რაც შეეხება იმას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეს ჰქონდა უკანონოდ იარაღი, როგორც აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, დამნაშავე ყოველთვის შეიძენს უკანონოდ იარაღს. იმისთვის, რომ უკანონოდ შეძენილი იარაღიდან თავი დაიცვას მოსახლეობამ, ამისთვის საჭიროა მოსახლეობას ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება და ნაცვლად იმ პოლიტიკისა, რაც ახლა გვაქვს, ყოველდღიურად რომ მკაცრდება ეს მიმართულება, პირიქით უნდა ვიქცეოდეთ. წარმოიდგინეთ, ადამიანებს, ვინც…

მეტი...

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილებისთვის სისხლი ესაჭიროებათ

საგარეჯოში ღამით დაჭრილი პირებისათვის, სისხლი სჭირდებათ. კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და მოქალაქეებს სთხოვს სიხლი ჩააბარონ. ,,ძვირფასო მეგობრებო! უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!”- სალომე ზურაბიშვილი

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტის განცხადებით, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ. ,,არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ,…

მეტი...

გაფრთხილება მოსახლეობას: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას – საქართველოს ცა უდაბნოდან შემოსულმა მტვერმა დაფარა

ცენტრალური აზიიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მტვერი შემოვიდა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მზეა, თუმცა, არ ჩანს რადგანაც ცა მთლიანად უდაბნოდან შემოსული მტვრითაა დაფარული. როგორც „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა,  არსებული ვითარება განსაკუთრებით საშიშია ასთმით დაავადებულთათვის. „სავარაუდოდ, ცენტრალური აზიის რომელიღაც უდაბნოდან შემოსულია დიდი რაოდენობით მტვერი, ტრაექტორია არ ჩანს. მტვერი შემოსულია ატმოსფეროს საშუალებით. მტვრის შემადგენლობა და ნაწილაკების ზომა არის ისეთი, რომ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კონკრეტულად კი, აღწევს ფილტვებამდე, ილექება ფილტვებში, სასუნთქ გზებში და არასახარბიელოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით ასთმით დაავადებულებისთვის“ – აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისი თქმით,…

მეტი...

,,გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილო”- გიული ალასანია

,,ფაქტობრივად ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილოგრამი. ,,ჩვენ ყველა, ფაქტობრივად, ვართ მოწმე იმის, როგორ კლავენ ადამიანს, გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილო, ძალიან სუსტად არის, ძალიან სუსტად და ეს კიდევ იწელება, იწელება და ფაქტობირვად ერთი სხდომა უნდება ერთი ადამიანის დაკითხვას. ერთი ასი კაცი ჰყავთ კიდევ დასაკითხი”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,ცოტა ხნის წინ, ყოფილ ცოლს მოსაკლავად გაეკიდა, მეზობლებმა გადაარჩინეს”- ადგილობრივი თავდამსხმელზე

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე იმყოფებიან თავდამსხმელის შვილები და ყოფილი ცოლი. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელს კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ ცოლთანაც. მათივე განცხადებით, ნოდარ ათუაშვილი ქალზე ძალადობდა. ,,ორი კვირის წინ ცოლი გააგდო აქედან, ამ ბინიდან. გინდა ეჩხუბებოდა, სცემდა, რამეს ეტყოდა, აკადრებდა, ცოტა ხნის წინ უდევნია პისტოლეტით, თუ რაღაცით, მოსაკლავად და მეზობლებმა გადაარჩინეს ის გოგო”, – ამბობს მეზობელი.

მეტი...

,,ბოლომდე მჯეროდა რომ სიზმარი იქნებოდა, უცბად ატყდა სროლა…შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტში მომხვდა ფეხში”- დაშავებული

შეიარაღებული თავდახმა საგარეჯოში – ყოვილმა სამხედრომ საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან  მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი. დაშავებულთა შორის არის ვალერი მათიაშვილი, რომელიც ტრაგედიის ღამეს იხსენებს. „პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. საიდან დავიწყო მართლა არ ვიცი იმდენად შოკისმომგვრელი იყო. ბოლომდე მჯეროდა რომ სიზმარი იქნებოდა. უცბად ატყდა სროლა. ადამიანები უმისამართოდ დარბოდნენ და ყვიროდნენ – დაიმალეთ, დაწექით. პირველი რაც ვიფიქრე ის იყო, რომ თავშესაფარი უნდა მომეძებნა, შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტში მომხვდა ფეხში. იმის მერე შენობის უკან ვიყავი გადასული. გარეთ გამოსვლა შეუძლებელი იყო.…

მეტი...

გურჯაანში “საქართველოს ბანკში” შეღწევა სცადეს – თავდამსხმელი მენეჯერს ცივი იარაღით დაემუქრა

გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას ცდილობდა და ფულს მოითხოვდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის ფილიალის მენეჯერს, გურამ ცქიტიშვილს ცივი იარაღით ემუქრებოდა. დაცვის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ შენობიდან მამაკაცის გაყვანა მოახერხეს.  

მეტი...

,,ვფიქრობ, მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა”- ელჩი

,,ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა,”– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. „საქართველოს ისტორიას როდესაც ვსწავლობდი, ვნახე, საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არ ასრულებდა დაპირებებს. რუსეთის მცდელობისას, უარყოს საქართველო, მისი იდენტობა,  ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა. არ მაქვს ინფორმაცია,…

მეტი...

,,აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობები”- გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის  დეპუტატის, სერგეი გარილოვის განცხადებით, საჰაერო ფრენების აღდგენის გარდა, მნიშვნელოვანია რუსეთმა საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მისი თქმით, საქართველოში საელჩოსა და საკონსულო სამსახურების ხელახალი გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას. “თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას უკრაინის პრობლემასთან მიმართებაში და მის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის”, – განაცხადა გავრილოვმა. მისივე თქმით, ურთიერთობების განახლება ქვეყნებს შრის ვაჭრობასა და ტურიზმს გააძლიერებს.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მისთვის მოსახერხებელი”- კელი დეგნანი

,,ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველომ ბევრი გააკეთა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე უკრაინისთვის ხმის მიცემით, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მისთვის მოსახერხებელი. „აშშ-მა სთხოვა ყველა თავის პარტნიორს და მოკავშირეს, ნახონ, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი. ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი…

მეტი...

,,დაღუპულთა შორისაა ზაქრო მათიაშვილი, ჩვენი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე” – წითელი ჯვარი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმას მათი მოხალისე ემსხვერპლა. ორგანიზაცია დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს. “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან. მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მეტი...

ცნობილია საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

შეირაღებული თავდასხმა საგარეჯოში – მოკლულია 5  და დაიჭრა 5 ადამიანი. ერთ-ერთი მოკლული პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლია. საგარეჯოში მოკლული ოთხივე პირის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან: დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი. შეგახსნებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.    

მეტი...

ფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება – მედია

მედიის ინფორმაციით, ფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება. მედიის ცნობით, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფს ფინეთის მთავრობის მეთაურის, სანა მარინის 2024 წლის არჩევნებში წამყვან კანდიდატად წარდგენა სურს. ფინური მედია  წერს, რომ სოციალ-დემოკრატები მას ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტად განიხილავენ. „ევროპარლამენტში მარინი სუპერვარსკვლავია, რომელსაც სკანდალები არ შეხებია და ასევე პოპულარულია საზღვარგარეთ, განსაკუთრებით უკრაინის შესახებ განცხადებების გამო“, – წერს ფინური მედია. ფინეთის პრემიერს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი...

სროლა ქობულეთის ცენტრში

სროლა ქობულეთის ცენტრში – არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველზე, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლას წინ უძღოდა ე.წ. ქუჩური გარჩევა. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი ადამიანი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო”- ოთარ თოიძე

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზაში მონაწილე ნევროლოგი ოთარ თოიძე იკითხება. მისი თქმით,  სააკაშვილს ის პრობლემები, რომლებიც კვლევისას დაადგინეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანის დროს არ ჰქონდა. ,,პირველი  დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო. მეორე – მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ნევროლოგიური სტატუსი და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარება უნდა შეფასდეს, როგორც მძიმე,”- განაცხადა თოიძემ. ოთარ თოიძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სათანადო მკურნალობას საჭიროებს. “მსჯავრდებული სააკაშვილი მძიმედ არის დაავადებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, მან დღემდე განვლილი 14 თვის განმავლობაში ვერ მიიღო სრულყოფილი, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომლის…

მეტი...

მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ

ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ. საქმე  კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობასეხება, რომელსაც ბოლდუინმა  შემთხვევით, ფილმ „რასთის“ გადაღებების დროს ესროლა. ინციდენტი ერთ-ერთი სცენის გადაღების დრო მოხდა. ბოლდუინი რეპეტიციას გადიოდა, მან არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო. არაგაზრახ მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ სარეკვიზიტო იარაღზე პასუხისმგებელ მენეჯერ ჰანა გუტიერეს-რიდს, ხოლო კინორეჟისორ დევიდ სოუზას ბრალი არ წარედგინება. ბოლდუინის განცხადებით, მას რევოლვერის ჩახმახი არ გამოუკრავს. იმ შემთხვევში, თუ ალეკ ბოლდუინს და ჰანა გუტიერეს-რიდს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 18 თვემდე პატიმრობა და ხუთი ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.  

მეტი...

,,ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა”- თავდამსხმელის ახლობელი

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულ ნოდარ ათუაშვილზე ადგილობრივები საუბრობენ. ერთ-ერთი  ახლობელი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს არავისთან ჰქონდა ურთიერთობა. “ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა,” – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელის მეუღლე სხვა კორპუსში ცხოვრობდა. „22 წლის შვილი ჰყავს და მას ეუბნებოდა, რომ გარეთ არ უნდა გახვიდე, არ მინდა შენი მუშაობა, მე უნდა გარჩინოო. ყველა მამა ეუბნება შვილს, რომ წადი, იმუშავე ან ისწავლეო“, – განაცხადა ადგილობრივმა. ,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

მეტი...

,,გა­და­ე­ფა­რა მო­ქა­ლა­ქეს და გუ­ლის არე­ში მოხ­ვდა ტყვია”- ადგილობრივი საგარეჯოში მოკლულ პოლიციელზე

,,პოლიციელი გადაეფარა დამლაგებელს და ამ დროს მოკლა”- ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი იმ დროს და­იჭ­რა, როცა იქვე მყოფ მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა. “იო­ლის” მა­ღა­ზი­ას­თან გა­და­ე­ფა­რა მო­ქა­ლა­ქეს და გუ­ლის არე­ში მოხ­ვდა ტყვია. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­არ­ჩი­ნა” – აცხადებენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. ცნობისთვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა. ვინ არის საგარეჯოში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – შსს განცხადებას ავრცელებს

მეტი...

,,პაციენტის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“- ექიმი

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ დიხამინჯიას განცხადებით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა ქალის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „დაახლოებით 04:00 საათზე საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა ქალბატონი მარცხენა თვალის უცხო სხეულის ნაფლეთი ჭრილობით და ის მზადდება საოპერაციოდ. მალე დაიწყება ოპერაცია. პაციენტის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოთარ დიხამინჯიამ.  

მეტი...

,,ცოლს ძალიან ამწარებდა…გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია თოფით”- რას ამბობენ თავდამსხმელზე ადგილობრივები

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედია –  ერთ-ერთი ადგილობრივი თავდამსხმელის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ათუაშვილს კარგი ურთიერთობა არც ცოლ-შვილთან ჰქონია. მისი თქმით, თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი მეუღლესთან კონფლიქტისას გაშველების დროს, თოფით მასაც დამუქრებია. „თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა. ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცოლს ძალიან ამწარებდა და ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი. გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია მეც თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი, მეუღლეს ასე არ სცემს და ასე სადისტურად არ მოექცევა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ტვ პირველთან“. ,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი,…

მეტი...

,,ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაში მონაწილე ექსპერტები დაიკითხებიან. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება. “ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა “ვივამედიდან” ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სააკაშვილის ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს.  

მეტი...