პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ქვეყანაში ათობით ადამიანი დაშავდა

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ახალი წელი ქვეყანაში ცუდი ამბებით დაიწყო.  მხოლოდ ერთ ღამეში ათობით მოქალაქე დაშავდა. რუსთავში სამმა ადამიანმა თითებიი დაკარგა, მათ შორის, ერთი ბავშვია. კიდევ ერთი შემთხვევა მარტვილში მოხდა. მოზარდს ფოიერვერკი ხელში აუფეთქდა.  ქუთაისის კლინიკაშიი შეყვანილ არასრულწლოვანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.  ოჯახის ინფორმაციით, ბავშვს თითები შეუნარჩუნეს, თუმცა სახეზეა სხეულის დამწვრობა და დაზიანება. პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ხანძძრის რამდენიმე კერა იყო დედაქალაქშიც. მუხიანში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამე ცდილობდნენ. ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე წუთში კი რუსთაველის გამზირზე ცენტრალურ საშობაო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა.

მეტი...

ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება დადგენილებით განისაზღვრა

ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება დადგენილებით განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ექთნების მინიმალური ხელფასი 752 ლარი უნდა იყოს, ხოლო ექიმების – ₾1260. „ექთნების და ექიმების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ. ჩვენ მთელი წელი ვმუშაობდით ამ დადგენილებაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში ამას საპილოტე პროექტადაც ვახროციელებდით სახელმწიფო კლინიკებში. პროცესს ვაკვირდებოდით და ვფიქრობთ, რომ იმ გადახდებით სამედიცინო სერვისებზე, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს. ექთნების შემთხვევაში, დარიცხული უნდა იყოს 792 ლარი, ხოლო ექიმების შემთხვევაში – 1260 ლარი. ეს არის მინიმალური ხელფასი…

მეტი...

ვის რამდენით ეზრდება პენსია და სოციალური დახმარება – დეტალები

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით გაიზარდა. იანვრიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გაიზრდება, 70 წლის ქვემოთ 355 ლარი. სხვა რეგიონებში იგივე ასაკობრივ კატეგორიას ყოველთვიური ანაზღაურება 365 და 300 ლარამდე ექნება. ანვრიდან პირველი ჯგუფის შშმ პირები 275 ნაცვლად 340 ლარს მიიღებენ,  მე-2 ჯგუფის 140 ნაცვლად 175-ს , მე-3 ჯგუფში შემავალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე პირები თუ დღემდე 100 ლარს იღებდნენ, ბიუჯეტის გაზრდის პარალელურად მათი შემოსავალი 135 ლარი იქნება. ექსპერტები ამბობენ, რომ ბიუჯეტში თანხების მობილიზება ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა გამოიწვია. სპეციალისტების შეფასებით მთავრობა პრიორიტეტებს არ…

მეტი...

მუხიანში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, ხანძარი გაჩნდა

პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო ახალ წელს მუხიანში ხანძარი გაჩნდა. სოციალურ ქსელში ხანძრის ვიდეოს კონსტანტინე ზარნაძე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ავრცელებს და წერს: „ახალი წლის დადგომასთან ერთად, ასეთი ამბავი გვქონდა მუხიანში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო“ კონსტანტინე ზარნაძის სტატუსს განხილვა მოჰყვა. „ყველაფრის კონტროლს მთავრობის პირებისგან რომ ითხოვს ხალხი, იცით რა მაინტერესებს, საკუთარი თავების კონტროლს როდის ვისწავლით, ხომ გვაქვს პრეტენზია თავისუფლებაზე“. – წერს ზარნაძე. ვიდეოს მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან კომენტარები, რომ აუცილებელია, პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვა.

მეტი...

დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებული გრაფიკით იმუშავებს – დეტალები

თბილისში, 1 და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. “საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე მოემსახურება მგზავრებს. გახანგრძლივებულ საათებში, რა თქმა უნდა, მგზავრობა იქნება უფასო, რაც მისასალმებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ეს ეხებათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, ვინც ახალი წლის ამ მნიშვნელოვან საათებში გააგრძელებს მუშაობას და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის საახალწლო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვა გაავრცელა: ისურვე სასწაულები დღეს? უკრაინელები მათ დიდი ხანია თავად ქმნიან. გინდა ნამდვილი მეგობრები? ჩვენ უკვე დარწმუნებით გავარკვიეთ ვინ არიან ისინი. გინდა ნამდვილი სიყვარული? წელს ჩვენ ეს ვიგრძენით ისე, როგორც არასდროს. გინდა რწმენა და იმედი? ორივე დიდი ხანია შეიარაღებულ ძალებშია. გსურთ სახლის კომფორტი? ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები ვართ. გინდა სინათლე? ეს თითოეულ ჩვენგანშია, მაშინაც კი, როცა ელექტროენერგია არ არის. გინდა თავგადასავალი და მოგზაურობა? ახლა უკრაინელებმა ძალიან ბევრი მიიღეს. ასე რომ, დღეს მხოლოდ ერთი სურვილია. და ეს აღსრულდება არა სასწაულით,…

მეტი...

ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა

ახალი, 2023 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

მეტი...

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან. პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა, არც 26 პროცენტი არ არის იდეალური, თუმცა 36 პროცენტთან შედარებით მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის. დეპუტატის თქმით, დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა უკვე გაცემული სესხები, რომელსაც პროცენტის შემცირება არ ეხება. „ვმუშაობთ, რომ იქნებ, ეს თანხები რესტრუქტურიზებული იყოს პენსიონერებისთვის, ბანკმა შეღავათი გაუწიოს პენსიონერებს. ადამიანები პენსიას იხდიან, ძირს არაფერი აკლდება მაღალი პროცენტის გამო. გვინდა, რომ ძველ სესხებზე პენსიონერებისთვის…

მეტი...

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე, თბილისის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

მეტი...

მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. კანონით დაკონკრეტებულია, რომ კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების,…

მეტი...

ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური დღეიდან იზრდება

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება. საფასურის გაზრდას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომლის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სახის მომსახურების საფასური იზრდება. კანონის მიხედვით, პირველი იანვრიდან, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად  80 ლარი იქნება.

მეტი...

„ იყოს მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

გილოცავთ ახალ 2023 წელს, გამარჯვებები, წინსვლა, ბედნიერება, სიხარული არ მოგკლდებოდეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო მილოცვის დროს განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს მთელი მსოფლიო არის უდიდესი გამოწვევის წინაშე და ყველაზე ძვირფასი, ყველზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა. „მივესალმები თბილისს, სრულიად საქართველოს. მინდა, მივესალმო უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ჩვენს აფხაზებს, ოსებს. დღეს, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით საერთო სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ოჯახისთვის. დაე, იყოს მშვიდობა, სიყვარული, მეტი პატივისცემა ადამიანებს შორის, კეთილდღეობა. დღეს, ამ სცენიდან, ამ ტოლერანტული, მრავალი ჭირ-ვარამის მნახველი, მაგრამ მაინც სიყვარულით, სიცოცხლით სავსე ქალაქიდან…

მეტი...

„გასული წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირსეულად გაიარა, შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა, ეს გვაძლევს იმედს, რომ 2023 იქნება მეტი კეთილდღეობის წელი” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას, პარლამენტის სახელით, დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირსეულად გაიარა, ერთიანობით, სიმტკიცით გაუმკლავდა ბევრ სირთულეს და არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. „ჩემო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას! დაე, 2023 წელს თითოეული თქვენგანისა და ჩვენი ქვეყნისთვის მოეტანოს გამარჯვებები და ახალი შესაძლებლობები. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს. ჩვენ საერთო ფესვები და ოჯახები გვაკავშირებს, თანაზიარნი ვართ ერთმანეთის ჭირის და ლხინის. მჯერა, რომ მომავალი წელი იქნება ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.…

მეტი...

„გილოცავთ და გისურვებთ, თქვენი ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის 2023 ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულისა და პატივისცემის წელი” – ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავთ ახალ წელს და გულწრფელად გისურვებთ, ყოველი თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ მრავალრისკიან გარემოში. „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით,…

მეტი...

„მინდა, ყველას მოგილოცოთ და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით შევხვდეთ ამ ახალ წელს” – სალომე ზურაბიშვილი

მოდის 2023 წელი და მინდა, ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი. „ეს წელი 2022 წელი სრულდება, რაც იყო, იყო და ალბათ არ გვინდა ახლა, რომ ამას ჩავუღრმავდეთ. რაც მთავარია, ეს წელი ყველაზე მძიმე იყო ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის. მათ შეძლეს და აჩვენეს მსოფლიოს, რას ნიშნავს შემართება, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ყველას თავისუფლებისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს ეს ბრძოლა და მას გავლილი…

მეტი...