„წარმოუდგენელი ემოცია და ცრემლი ახლდა ამ წაგებულ ბრძოლას“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის განცხადება

​კორონავირუსით ახალგაზრდა პაციენტის – ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ცილისწამებას უწოდებს და დარღვეული უფლებებისა და ცილისწამებისთვის სამართლებრივ დავას აპირებს. „მედიაცენტრი მთავარი“ მედპერსონალის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს და მისი თანამშრომლების მიმართ ანტი პიარ-კამპანია პაციენტი ვ. ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პაციენტი ვ. ჩარკვიანი, მკურნალობის კურსს გადიოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდა კოვიდ-სასტუმროში, თერაპიის, ემერჯენსის და საბოლოოდ რეანიმაციის განყოფილებებში. საუბედუროდ, დელტა შტამის უკიდურესად მძიმე და უმართავმა მიმდინარეობამ განაპირობა ლეტალური შედეგის დადგომა – პაციენტის გარდაცვალება. მის გადასარჩენად სრულად იყო გამოყენებული თანამედროვე მედიცინის ცოდნა კოვიდის მართვის შესახებ,…

მეტი...

საზღვაო სააგენტოში არ ადასტურებენ, რომ საქართველო-რუსეთს  შორის საზღვაო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

რუსულ მხარესთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ ადასტურებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მათთვის არავის მიუმართავს და  უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბარი. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია”, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ  სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე სოჭის საზღვაო…

მეტი...

სოჭის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო აფხაზეთთან შავ ზღვაზე მიმოსვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის იური ვლადიმეროვის განცხადებით, სოჭის საზღვაო ნავსადგური შავ ზღვაზე საქართველო-აფხაზეთს შორის სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობთ ტრანსპორტირების დაწყება ზაფხულიდან“ – აცხადებს ვლადიმიროვი. მისივე ინფორმაციით, საუბარია ბათუმის გამოყენებაზე, სადაც ტვირთები ჩავა.  

მეტი...

„არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის ალბათობა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის უკრაინაზე შეტევისთვის ბელარუსის ტერიტორიიდან ემზადება. „ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას, არ სურს თავდასხმა და ძალის გამოყენებით იარაღით წასვლა უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ. ბელარუსზე თავდასხმას არ ვაპირებთ და არც არასდროს ვგეგმავდით.  რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, რომლებიც დღეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რადგან თვლიან, რომ მათ აქვთ ერთგვარი „სამხედრო შენგენი“. მეჩვენება, რომ ეს დამოკიდებულია რომელიმე სახელმწიფოს მოსახლეობის პატივისცემაზე, ისევე როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პატივისცემაზე, რომელსაც შეუძლია, არ დაუშვას შეიარაღებული პირები თავის დამოუკიდებელ ტერიტორიაზე. რუსეთის ძალას იკრეფს და შეტევისთვის ბელარუსის ტერიტორიიდან ემზადება“, – აცხადებს პრეზიდენტი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კოვიდდადებითია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ინფორმაციას ადასტურებს.  

მეტი...

,,საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა”- ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველომ სხვა მიმართულებით სვლა დაიწყო. ამის შესახებ მან „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, თუმცა ოფიციალურად აცხადებს, რომ განაგრძობს ევროპული გზის ერთგულებას. „საქართველომ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მიმართა. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ რეალურად გვაქვს ის, რომ ქვეყანამ, რომელიც განაგრძობს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატოსკენ თავისი პოლიტიკოსების განცხადებებში,…

მეტი...

საგარეჯოში მოკლული პოლიციელი სამხედრო პატივით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. დაკრძალვის ცერემონიამდე, გუშინ, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის…

მეტი...

ავარია თბილისში – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

მეტი...

,,კასიანოვს იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ ჩვენ “ბუკებს” გავაგზავნიდით უკრაინაში”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის  განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, უკრაინელებს იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა კასიანოვს უკრაინელების ევაკუაცია, თუ საქართველო “ბუკებს” გაგზავნიდა უკრაინაში. „კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ “ბუკებს” გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან…

მეტი...

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ,  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 იანვარს, ქ.თბილისში ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო  წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებული და სუპერმარკეტ „ბესტ მარკეტის“ მოლარე ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან  მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს.   სამართალდამცავებმა ბრალდებული 23 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს…

მეტი...

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე დააკავეს

უკრაინაში სათემო განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი დააკავეს. მაღალჩინოსნის პატიმრობის ვადა 2023 წლის 24 მარტამდეა. უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა შეიმუშავა სქემა, რათა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი მიეთვისებინა. ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნის მოცულობის კონტრაქტი გააფორმეს. მინისტრის მოადგილემ ამ გარიგების სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი მიიღო. როგორც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა. პრემიერი დაინტერესდა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესით. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 19 695 000 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყო. შეხვედრაზე „განახლებული რეგიონების“ პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა…

მეტი...

კვარაცხელია, ლევანდოვსკი, მესი – ოქროს ბურთისთვის მებრძოლი ფეხბურთელების ათეულში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა

SportsKeeda-ს ოქროს ბურთისთვის მებრძოლი ფეხბურთელების ათეულში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ათეულში კვარაცხელის თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენიც მოხვდა. ოსიმენისა და კვარაცხელიას გარდა, ათეულში არიან ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინი, ვინისიუსი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და ლეო მესი. „ხვიჩა კვარაცხელია, მეტსახელად – „კვარადონა“ ევროპაში 2022-23 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში საუკეთესო შედეგი გვაჩვენა. მან თავისი მომაჯადოებელი უნარებითა და სტაბილურობით როგორც გულშემატკივრები, ისე საფეხბურთო ექსპერტებიც გააოცა. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.…

მეტი...

,,ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები”- იენს სტოლტენბერგი

,,ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ გერმანული ტანკების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით ალიანსი გამოსავალს უახლოეს მომავალში იპოვის. “მივესალმები ჩვენს დღევანდელ დისკუსიას. განვიხილეთ საბრძოლო ტანკების საკითხი. კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე გვექნება გამოსავალი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებულის: ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს და გ.ნ-ს, ასევე მარინე მაზანაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მსჯავრდებული პირები წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღებულები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით, მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ი.ბ-ს და ი.ქ-ს, რა დროსაც გ.ნ-მ ორი გასროლა განახორციელა ი.ქ-ს მიმართულებით. სროლის შედეგად ამ უკანასკნელმა წვივის არეში სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით აღნიშნული პირები დაუსწრებლად…

მეტი...

,,ეს არის სკანდალური თემა, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში”- ირაკლი კობახიძე

,,ნიკა მელიასთვის მანქანის ჩუქების თემა სკანდალურია, პარტიის თავმჯდომარისთვის ოლიგარქისგან ავტომობილის ჩუქება არალეგალური დაფინანსებაა,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში, რითაც აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. „მანქანის საკითხს რაც შეეხება, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი როდესაც ჩუქნის ავტომობილს, რა თქმა უნდა, ეს არალეგალური პარტიული დაფინანსებაა, რაც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, საკმაოდ მკაცრად ისჯება. ვნახოთ, ამასთან…

მეტი...

საკადრო ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში გრძელდება – თანამდებობიდან ოლქების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

მასშტაბური საკადროს ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში გრძელდება.  უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხარეო ადმინისტრაციების ხუთი ხელმძღვანელი და რამდენიმე მინისტრის მოადგილე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ, ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხამ, კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ, სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრი ჟივიცკიმ და ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა. მინისტრის მოადგილეების თანამდებობიდან გაათავისუფლეს შემდეგი პირები: ვიაჩესლავ შაპოვალოვი – თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ივან ლუკერა – თემისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე; ვიაჩესლავ ნეგოდა – მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში; ვიტალი მუზიჩენკო – სოციალური პოლიტიკის…

მეტი...

საჩუქრად მიღებული ავტომობილი – აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

აუდიტის სამსახურმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.    

მეტი...

,,მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, საბოლოო მიზანი კი მეორე ფრონტი”- ირაკლი კობახიძე

,,ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ამის საბოლოო მიზანი კი არის მეორე ფრონტი, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ , 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ შეკითხვას. კობახიძის თქმით,  ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას არავის მისცემს. „ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც არის მათი საბოლოო მიზანი. ამის საშუალებას ჩვენ მათ ბუნებრივია, არ მივცემთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციური…

მეტი...

,,ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს”- ხაბეიშვილი მელიაზე

,,ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ და თავად რომ იწყებს ჭორაობას, ამაზე თავად ჰქონდეს პასუხი, მე რატომ მთხოვთ მის ჭორაობებზე პასუხს,”- ასე ეხმაურება  ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებებს. ხაბეიშვილის თქმით, მის ”უკან დგას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა.” „მე, ჩემს მეგობრებს და ჩემს თანამებრძოლებს გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც უკავშირდებოდა საქმიან პრეტენზიებს – რატომ ასეირნებდა ასი ათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს, რატომ დახურა „ნაციონალური…

მეტი...

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს. დაღუპულებს შორის პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილი,  დათო ნასრაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე და ზაქარია მათიაშვილი არიან. ოთარ ღვინაშვილი, მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. ზაქრო მათიაშვილი და დავით ნასრაძე, საგარეჯოში, ხოლო ნოდო რჩეულიშვილი თბილისში. მეხუთე გარდაცვლილს, ზაზა ჩიხლაძეს, სოფელ ჩაილურში, ხუთშაბათს გადაასვენებენ. ცნობისთვის, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

მეტი...

საფრთხის ზრდის შემთხვევაში უკრაინის საელჩო საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას არ გამორიცხავს – კასიანოვი

მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში, უკრაინის საელჩო საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ. აღნიშნულის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა “ევროპეისკა პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა. ,,პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური საფრთხეების ზრდის შემთხვევაში, დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციისთვის”, – განაცხადა კასიანოვმა.

მეტი...

პოლონეთმა გერმანიას  „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ოფიციალურად სთხოვა

პოლონეთმა გერმანიას  „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ოფიციალურად სთხოვა. „გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა „ლეოპარდ 2“-ის ტანკების უკრაინაში გადაცემაზე თანხმობის შესახებ. ასევე, მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ „ლეოპარდ 2“-ის ტანკებით აღჭურვილ უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ეს ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.  

მეტი...

დავით ნარმანია USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, სასწავლო ცენტრის ორგანიზაციის, ბიუჯეტის, სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ცენტრის ოპერირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ USAID-თან ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ სემეკის, არამედ ახლა უკვე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებშიც. საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დღემდე რამდენიმე შეხვედრა, რომლის მიზანიც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, როგორც ორგანიზაციის,…

მეტი...

,,ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება”- გია ვოლსკი

,,ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება, რადგან ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს” ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების განცხადებას, რომლებმაც 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსეს. გია ვოლსკის თქმით,  ”ტრიუმვირატი ვერ პასუხობს ვერცერთ კრიტერიუმს, რაც რეალურად, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს.” „ამ ყველაფერს თუ  გავაანალიზებთ, ეს ტრიუმვირატი ვერ პასუხობს ვერცერთ კრიტერიუმს, რაც რეალურად, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს. ეს პოლიტიკური გაერთიანება არის უცნაური თავისი ეკლექტურობით, წარსულით, აწმყოთი და მომავალში პერსპექტივა არ აქვთ. ეს ხალხი საკმაოდ დიდი ხანია, გარკვეულ თემებს ექსპლუატაციას…

მეტი...

,,უკრაინაში რაც ხდება,  არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის”- სერგეი ლავროვი

,,უკრაინაში რაც ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული, არამედ არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს ყველაფერი რუსული. „უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ამჟამინდელი – ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლოზუნგით აირჩიეს, არჩევისთანავე მყისიერად გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობიურ პრეზიდენტებად. უკრაინაში მიღებულია კანონები, რომლებიც კრძალავს რუსულ ენაზე განათლებას, მედიას რუსულ ენაზე, კანონები, რომლებიც რეალურად კრძალავს რუსული ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რუსულ ენასთან დაკავშირებული ნებისმიერი კულტურული კონტაქტი აკრძალულია. და ამ ყველაფერს მხარს უჭერს დასავლეთი. ისევე, როგორც დასავლეთი…

მეტი...

ვაჟა-ფშაველაზე ავტომობილი ამოტრიალდა

რამდენიმე წუთის წინ ვაჟა-ფშაველაზე ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის ამსახველი  კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

მეტი...

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შეძენის ბრალდების ფონზე, თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. ,,უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება წარუდგინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტს”, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. შაპოვალოვმა გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვის შესახებ ბრალდებების გამო მოითხოვა. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე. „მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში და იმის დემონსტრირებაა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე…

მეტი...

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. თეონა აქუბარდიას განცხადებით, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. „გთხოვთ, განგვიმარტოთ, რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება? რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც? რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ გაიზარდა თუ არა ქვეყნის…

მეტი...

,,წელიწადი და ოთხი თვეა საათს ვეძებ, ნიკოს მაჯის საათს…რომელიღაც ინსტანციის დერეფანში გაიჭედა”- ნიკო კვარაცხელიას დედა

,,წელიწადი და ოთხი თვეა საათს ვეძებ, ნიკოს მაჯის საათს (ამ ფოტოზე რომ უკეთია), ნივთები დაგვიბრუნდა, ექსპერტიზა ნივთებისა დასრულდა, ხოლო საათი არ დაბრუნდა, – ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,როგორც კი ცის კაბადონზე პირველი ვარსკვლავი ამოანათებს, როცა დღე და ღამე უკვე ერთმანეთს ზღურბლთან ემშვიდობება, ფიქრები განსაკუთრებით ირევა ხოლმე და ტვინის სფეროებს შორის მარტივ გასავალს ეძებენ, ზოგჯერ ისეც ხდება სფეროებს შორის ფიქრი გაიჭედება და აი მაშინ დგება ის მომენტი, როცა გაჭედილი ფიქრი დუელში იწვევს გულს და ბრძოლა იწყება, ღვთის შეწევნით უკანასკნელი ყოველთვის იმარჯვებს… მას მერე…

მეტი...

,,საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერც ფეხზე დგება და ვერც საკვებს იღებს. “ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება. საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს და ვერაფერს შვება. ოპერაციამდე სჭირდება შხამების გამოყვანა, არავითარი ოპერაცია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო პარიზში მიმდინარე მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით გაიმართა. სიმპოზიუმის ფარგლებში მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობის შესახებ. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკის ჭრილში, ენერგეტიკის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და საქართველოს პოტენციალის შესახებ.

მეტი...

,,ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირებით გარდაიცვალა”- ადვოკატი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და უფლებადამცველები პროკურატურასთან იმყოფებიან. ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებაშია დამნაშავე. ,,ექსპერტიზა პირდაპირ აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირების გამოიყენებით გარდაიცვალა და ამან გამოიწვია ბუნებრივი სიკვდილი…(ვითხოვთ) დაისაჯოს ყველა ის ექიმი, ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობაში. ვახტანგ ჩარკვიანიარასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა”, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მზია ხასრაშვილმა. პაციენტის ისტორიიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზარდა ფეხბურთელს 5 დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ ერთი ძლიერ მოქმედი მედიკამენტი – მიდაზოლამი გაუკეთეს.…

მეტი...

ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – „ქართული ოცნების“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკის მიუტანეს

ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე –  “ქართული ოცნების” დეპუტატებმა  „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს. უმრავლესობის წევრების განმარტებით, აღნიშნული “პერფორმანსით” იმის თქმა სურდათ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნას ვერ მოახერხებს და სათამაშოები შიდაპარტიული ბრძოლისთვის გამოიყენონ. აღნიშნულს ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი რეპლიკები მოჰყვა. საბოლოოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

მეტი...

ავარია თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე – დაიღუპა 26 წლის ახალგაზრდა

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი 26 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად,  ის გარდაიცვალა.  

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ერთად, რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ხე-ტყის უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ ტყის რესურსების მართვას იმ სტანდარტებით, რასაც მდგრადი განვითარების პოლიტიკა გულისხმობს. სამინისტროს და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ახალი კოდექსით შემუშავებული მიდგომებით და შესაბამისი სამოქმედო გეგმით აგრძელებენ მუშაობას, რაც ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებს გვაძლევს”, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შეჯამება-ანალიზს და 2023 წელს დაგეგმილი…

მეტი...