,,აშშ-ს საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება აქვს”- გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილი განცხადებით,  აშშ-ს საქართველოს მიმართ „ვასალური დამოკიდებულება“ აქვს. მისი თქმით, ცხადია იმ „მიზნის წყარო, რასაც ჰქვია მეორე ფრონტი საქართველოში“.

„კასიანოვმა პრაქტიკულად ის აღიარა, რომ ისინი სარგებლობენ ამერიკის მიერ დელეგირებული უფლებით საქართველოში. ეს არის აქ ყველაზე საყურადღებო, რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის. ნედ პრაისის განცხადება, რომ ჩვენ უკრაინას მივეცით დელეგირება საქართველოსთან მიმართებაში – ვასალური დამოკიდებულება, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების არასწორი დამოკიდებულება – იქ შედით, აქ გაისეირნეთ, ევროპარლამენტარების დამოკიდებულება, ახლა კი კასიანოვმა პირდაპირ თქვა, უკრაინის ხელისუფლების განცხადება ეკუთვნის ამერიკის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილების ფარგლებში ბატონ კასიანოვს, შესაბამისად, ცხადია, საიდან არის წყარო იმ მიზნის, რასაც ჰქვია მეორე ფრონტი საქართველოში. თქვენ როგორ მიიღებდით განცხადებას, როცა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისცეს დელეგირება სხვა, მესამე სახელმწიფოს საქართველოსთან მიმართებით? ამერიკასთან ურთიერთობა რატომ უნდა დაალაგოს უკრაინამ, ეს ვასალური დამოკიდებულება თუ არ არის? საზოგადოებას და მეც მიმაჩნია, რომ ამერიკა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა იმსახურებს იმას, ჩვენ გვქონდეს პირდაპირი კავშირები და არა მესამე სახელმწიფოს მეშვეობით. მეტი როგორ დავაზუსტო? ვასალური დამოკიდებულება რას ნიშნავს ეს თუ ვიცით, განცხადების შინაარსი გითხარით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები