აღენიშნებოდა სახის შეშუპება და სისხლჩაქცევები – როგორია აშშ-ის პირველი ლედის მდგომარეობა

აშშ-ს პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს, კანზე ორი სიმსივნური წარმონაქმნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 71 წლის პირველმა ლედიმ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხლებით, რვა საათზე მეტი გაატარა სამედიცინო ცენტრში ამბულატორიული პროცედურისთვის. თეთრი სახლის ექიმის თქმით, მათ ყველა სიმსივნური ქსოვილი ამოიღეს.

„ყველა სიმსივნური ქსოვილი წარმატებით იქნა ამოღებული და კიდეები გავწმინდეთ კანის კიბოს უჯრედებისგან. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ტერიტორიას, როდესაც ის შეხორცდება, მაგრამ არ ვვარაუდობთ, რომ დამატებითი პროცედურები იქნება საჭირო”, – აღნიშნა ექიმმა.

ექიმის თქმით, ჯილ ბაიდენს აღენიშნებოდა სახის შეშუპება და სისხლჩაქცევები, მაგრამ კარგ ხასიათზე იყო და თავს კარგად გრძნობდა.

მსგავსი თემები