„თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება“ – პრეზიდენტი პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაიის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც სალომე ზურაბიშილი აცხადებს, უკრაინის გამარჯვება სქართველოს გამარჯვებას ნიშნავს. „ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

„გერმანული საბრძოლო ტექნიკა მწვანე შუქია პერტნიორებისთვის“ – უკრაინის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიიდან ტანკების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და გერმანელ ხალხსა და კანცლერ ოლაფ შოლცს მადლობას უხდის. „გერმანული საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელი მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. მადლობელი ვარ ოლაფ შოლცისა და ყველა ჩვენი მეგობრის გერმანიაში”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

კიევი საქართველოს დახმარებით კმაყოფილია – რისთვის დაიბარეს უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში?!

საქართველოს საგარეო უწყება  უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრიი კასიანოვთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოფიციალური კიევი კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს, რომელიც მის განცხადებას უკავშირდებოდა. კერძოდ, კასიანოვი აცხადებდა, რომ საქართველოდან შესაძლოა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია გახდეს საჭირო, თუ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება. მისივე შეფასებით, რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნიან. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს საგარეო უწყებაში განმარტებები სთხოვეს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ექთანს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი სასამართლომ პატიმრობის გარეშე დატოვა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საუბარია  კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე. როგორც ექთანმა სასამართლოზე აღნიშნა, მას გადაცდომა არ ჩაუდენია და სრულად უდანაშაულოს. „ჩემს საქციელში გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს, ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, – აღნიშნა ექთანმა სასამართლოზე.…

მეტი...

დააკავეს 74 წლის კაცი, რომელმაც აშშ-სა და უკრაინის საელჩოებში ასაფეთქებლის შემცველი ამანათები გაგზავნა

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ნოემბერსა და დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის საელჩოებში, ასევე ესპანეთის რამდენიმე დაწესებულებაში ასაფეთქებლის შემცველი ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი 74 წლის კაცი. მედიის ინფორმაციით, კაცმა 24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში უწყებებში ჯამში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი 6 ამანათი გაგზავნა. ამანათები გაუგზავნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო და ევროკავშირის ოფისებს, ასევე მადრიდში აშშ-სა და უკრაინის საელჩოებს. უკრაინის საელჩოში მოწყობილობის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. . მედიის ცნობით, კაცი სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობს.

მეტი...

ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის გადაცემას განიხილავენ – მედია

”შპიგელის” ინფორმაციით, ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის ერთდროულად გადაცემის საკითხს განიხილავენ. მათივე ცნობით, იგეგმება ორი სატანკო ბატალიონის შექმნა, თითოეულში 40 ტანკით. უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავენ ესპანეთი, პორტუგალია, ფინეთი, ნიდერლანდები. მეორე სატანკო ბატალიონის ფორმირებისთვის უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ები გაიგზავნება პოლონეთიდან და ნორვეგიიდან. „შპიგელის“ ინფორმაციით, 25 იანვარს, საღამოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გეგმავენ ერთობლივ სატელეფონო საუბარს შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის.

მეტი...

,,უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით”- საგარეო უწყება

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე. „ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და…

მეტი...

,,დაე, დასავლეთში იცხოვრონ ჩაიკოვსკის, დოსტოევსკის გარეშე”- ვლადიმერ პუტინი

,,დაე, დასავლეთში იცხოვრონ ჩაიკოვსკის, დოსტოევსკის გარეშე,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იცხოვრებს მსოფლიო კლასიკოსების გარეშე. ,,ჩვენ არასდროს გვიფიქრია ბეთჰოვენის, ბახის ან ო.ჰენრის გაუქმებაზე და ასე შემდეგ და იქ (დასავლეთში) ჩაიკოვსკის გაუქმებაზე ფიქრობდნენ. დაე, იცხოვრონ ჩაიკოვსკის, დოსტოევსკის და ტოლსტოის გარეშე, მაგრამ ჩვენ არ ვიცხოვრებთ მსოფლიო კლასიკოსების გარეშე,”- განაცხადა პუტინმა.

მეტი...

თემქაზე ავტომობილი ამოტრიალდა

თბილისში, ზღვის უბანში ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა სოლედარი დატოვეს

უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრეს-სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ უკრაინული ძალების სოლედარიდან გამოსვლა დაადასტურა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით რუსული ძალები ამოწურა. „პერსონალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავდაცვის ძალები გავიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე. მათ შეასრულეს დავალება: არ მისცეს მტერს გაერღვიათ ფრონტის ხაზის დონეცკის მიმართულება”,- განაცხადა ჩერევატმა. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.

მეტი...

,,ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს 700 მილიონზე მეტი ადამიანი, ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე, მათ ევროპული კონვენცია იცავს”- ანალენა ბერბოკი

,,ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ისტორიისა და ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი, ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე,”– ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. ანალენა ბერბოკის თქმით, ევროპა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირი. „ევროპა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ისტორიისა და ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი. ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე: ყველა ეს ქვეყანა წარმოდგენილია ევროპის საბჭოში და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია იცავს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.    

მეტი...

,,განცდა მაქვს, არესტოვიჩი კასიანოვმა ჩაანაცვლა, ხომ იცით, იმან როგორ დაამთავრა? მთავრობიდან გააბუნძულეს“- ირაკლი ზარქუა

,,მგონია, კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა საგარეო უწყებას მოუწოდებს, კასიანოვს აუხსნან ”დიპლომატიის ანაბანა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს” „საქართველოში ის მოცემულობა გვაქვს შექმნილი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დევნილები საქართველოში ბრუნდებიან. რატომ? აქ ხვდებათ კეთილგანწყობა როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მხრიდან. ამის შემდეგ ენა რომ მოგიბრუნდება და ასეთ განცხადებას გააკეთებ, რას ნიშნავს? ეს განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი, კასიანოვი მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება. საგარეო უწყებას მოვუწოდებ, აუხსნან მას, დიპლომატიის ანაბანა როგორი უნდა იყოს და…

მეტი...

გორში, მოყინულ გზაზე ავტომობილი მოცურდა და ბავშვს დაეჯახა

გორში, მოყინულ გზაზე ავტომობილი მოცურდა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებული უკვე სახლში იმყოფება.

მეტი...

„შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე…” აი, ამ „ობრაზშია” ჩემი “ხაბე”- ზარქუა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ „ყველა ავთანდილია რომ ჰკითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. ზარქუას თქმით, ხაბეიშვილმა ”თვითონაც იცის და მისმა მიმდევრებმაც, რომ რევოლუციის რესურსი არ აქვს.” „წინასაახალწლოდ, პარლამენტს ერთმა ღვთისნიერმა კაცმა “ვეფხისტყაოსნები” დაგვირიგა საჩუქრად, ეტყობა ხაბეიშვილსაც შეხვდა და იქ არის ერთი  (ეპიზოდი) ხატაეთის ბრძოლის, „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე…” აი, ამ „ობრაზშია” ჩემი “ხაბე” შესული და ეგ არის და ეგ, თორემ თვითონაც იცის და მისმა მიმდევრებმაც, რომ რევოლუციის რესურსი არ აქვს. მაქსიმუმ ეს შეუძლია, როგორც თვითონაც თქვა, რომ „გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ…

მეტი...

,,სააკაშვილთან არ მიშვებენ, გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია თუ კოვიდამტანი?!”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე დღეს კლინიკა “ვივამედში” არ შეუშვეს. მისი თქმით, წარმოუდგენელია იმ პირობებში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება,  ვირუსი დამართნოდა. ,,მე ადვოკატი ვარ და ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით და უნდა გადავამოწმო. ეს ყველაფერი არ ვიცი როგორ მოხდა, წარმოუდგენელია ხალხო ამ პირობებში როგორც მასთან შესვლის პირობები იყო, რაიმე დამართოდა, წარმოუდგენელია! ირგვლივ არავის არ დადასტურებია კოვიდინფექცია. მიზანი არის მარტივი, მიხეილ სააკაშვილი იმდენად მძიმედ არის, რომ პალატაში მოუწყვეს რეანიმაციული განყოფილება ოღონდ ამ პალატას ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება არ ჰქვია. პირველ რიგში, როგორც ჩანს თავს იზღვევენ და მეორე, ეს ყველაფერი სასამართლოსთვისაა განკუთვნილი, რომ მერე…

მეტი...

,,ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ”- ანდრეი კასიანოვი

,,გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია”, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კასიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ.” „ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. ამ მიზეზით მე გირჩევთ, რომ აიღოთ ჩემი ინტერვიუს ორიგინალი და გთხოვთ, ის სრულად წაიკითხოთ და მიიღებთ ყველა პასუხს პირველ შემთხვევაში, როდესაც…

მეტი...

გერმანია უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 14 ერთეულ ტანკს გადასცემს

გერმანიის მთავრობა უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 14 ერთეულ ტანკს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის მთავრობის სხდმაზე განაცხადა. გერმანიის გადაწყვეტილებით, პარტნიორ ქვეყნებს ასევე ექნებათ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესაძლებლობა.

მეტი...

,,ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და სააკაშვილს გვერდზე მიუსვან”- ოდიშარია ხაბეიშვილზე

,,ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ დარწმუნებული ვარ, “ვივამედში” არ მოუწევს ჯდომა,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ”ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი სმენია”. „ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სიმართლე გითხრათ. რისი შემვარდნი და სად გამომვარდნია, ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული ის არ დარჩენილა, რაც ბოლოს გვახსენდება. ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ დარწმუნებული ვარ, „ვივამედში“ არ მოუწევს მას ჯდომა და შეიძლება იმ ადამიანთან ერთად გადასვან ისეთ ადგილას, სადაც შევარდნას არ ვიცი და გამოვარდნას ვეღარ მოახერხებს”, – განაცხადა ოდიშარიამ. ცნობისთვის, …

მეტი...

,,რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება”- იენს სტოლტენბერგი

,,რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი სამხედროების დამატებით მობილიზებას გეგმავს და აქტიურად მუშაობს. „რუსული ბირთვული რიტორიკა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. ის სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასოდეს მოიგებს და ამიტომ არ უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს და ჯერჯერობით რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ გვინახავს. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებდით. არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ თუ გსურთ ხვალ…

მეტი...

ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა. ანდრეი კასიანოვი მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდება. მისი თქმით, საგარეო უწყებაში ის მიწვევის საფუძველზე მიდის და განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები იქნება. „ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, – განაცხადა კასიანოვმა.  

მეტი...

ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ რენის მერი დააკავეს – უკრაინული მედია

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქრთამის აღების ბრალდებით ოდესის ოლქის ქალაქ რენის მერი, იგორ პლეხოვი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, იგორ პლეხოვმა ქრთამის სახით 50 000 დოლარი აიღო. 50 000 დოლარის უკანონო გზით მიღების ბრალდებით ასევე დაკავებულია ადგილობრივი საკრებულოს წევრი. უკრაინული მედიის ცნობით,  საწყობებისთვის მიწის ნაკვეთის ქირავნობის საკითხის გადასაჭრელად „დახმარებისთვის“ მაღალჩინოსნები 100 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, პოლტავის, სუმისა და ჩერნიგოვის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.

მეტი...

,,იმ სამი ადამიანის სიაში ვყავდი შეყვანილი ვისაც ვერ იტანდა, დამოკიდებულება მხოლოდ ომის დასაწყისში შეიცვალა”- გონჩარენკო ზელენსკიზე

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის დაბადების დღეს  უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატი  ოლექსეი გონჩარენკო ულოცავს. გონჩარენკოს თქმით, მასსა და ზელენსკის შორის დამოკიდებულება მხოლოდ ომის დასაწყისში შეიცვალა. „დღეს ზელენსკის დაბადების დღეა. ზელენსკი საინტერესო ადამიანია. ჩვენ ერთმანეთთან ჩვენებური დამოკიდებულება გვაქვს. ომამდე მითხრეს, რომ მას იმ სამი ადამიანის სიაში ვყავდი შეყვანილი ვისაც ვერ იტანდა. სიაში მე, ბოგდანი და პოროშენკო ვიყავით. დამოკიდებულება მხოლოდ ომის დასაწყისში შეიცვალა. დაახლოებით მარტში, მან თავის წრეში თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანის პოზიციით გაოცებული იყო, მათ შორის ჩემი პოზიციით და ჩემი სახელი მაგალითადაც კი მოიყვანა. შემდეგ კი  ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ყოველ ორ…

მეტი...

,,კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკური ფორმის აღდგენას ყველანაირად ეცდება”- როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხვიჩა კვარაცხელია გრიპისგან სრულად გამოჯანმრთელდა და ”რომასთან” მოახლოებული შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ცნობილი იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს. „კვარაცხელიამ ნაწილობრივ განაახლა მუშაობა გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად, რომელმაც კვირის მოსამზადებელი ეტაპი გუშინ დილით დაიწყო. ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნაწილი ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით შეასრულა. გრიპის შემდეგ, კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკური ფორმის აღდგენას ყველანაირად ეცდება, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კვირას, „რომას“ წინააღმდეგ მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება. დღეიდან, კვარაცხელია სავარჯიშო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთვება.“ – ნათქვამია სტატიაში.

მეტი...

,,არ ვაპირებთ ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ შევიცვალოთ“- არჩილ თალაკვაძე

,,ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ევროპაა და ამის გამო, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ შევიცვალოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ”ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას”. „ეს ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა უკრაინაში, საქართველოში და საზღვარგარეთად ძალიან კარგად იციან. გვაქვს კარგი თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან უკრაინის რადაში და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, ბევრიც წინ გვაქვს და დაგეგმილია ასევე არაერთი პროექტი, ამიტომ ამ ფონზე, ჩემთვის ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა…

მეტი...

დუშეთში, 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა

დუშეთში, 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა. ამის შესახხებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებს. „დღეს 12 წლის შვილი, დამიგლიჯა დუშეთის კინოსთან ძაღლმა,  ეს პოსტი არ დამიდო ერთ ერთი ჯგუფის ადმინმა. ეს მერამდენე შემთხვევა ყოფილა ამ ძაღლისგან. იმ ფოტოს ვერ დავდებ რეალურად როგორცაა გამოგლეჯილი, ძალიან მაინტერესებს ამ დუშელი ხალხისგან, ვინც დადის და ამ მათხოვარ, ძუნგალ, ძაღლებს აჭმებს და ლამის პირში ტენიან ხელს, იმათი ოჯახის წევრს, ან შვილს რომ დაემართოთ ესიამოვნებათ?,”- წერს ბავშვის დედა.

მეტი...

,,ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს”- ადამ კინზინგერი

“ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს” – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ”სიენენთან” დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. კინზინგერის თქმით, ეს “ძალიან სამწუხაროა”. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გაავრცელა ”სიენენის” წამყვანის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაზე. ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა და აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაციები საქართველოს გავლით მათ გვერდის არიდებაზე. კობახიძის თქმით, ”„სიენენი“ არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.”

მეტი...

„საკუთარი ღირსების დაცვა“ – ამ სლოგანით რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის საპროტესტო აქცია გაიმართა

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი აქცია მართავს. პერსონალი საკუთარი ღირსების დასაცავად გზავნილს ავრცელებს, რომელიც „მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობთ. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი აცხადებს, გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები მედპერსონალის წინააღმდეგ სრული სიცრუეა, ჩაგვრაა  და მოუწევთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. სამედიცინო პერსონალის მიმართვა ყველას ეხება, ვისაც სამედიცინო სფეროსთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვს. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კორონავირუსით გარდაცვლილ ახალგაზრდა პაციენტს, ვახტანგ ჩარკვიანს, რომლის გარდაცვალების მიზეზად გარდაცვლილის მხარე ნარკოზის გადაჭარბებულ დოზას ასახელებს და სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „აქტიურად მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს და მისი თანამშრომლების მიმართ ანტი პიარ-კამპანია პაციენტი ვ. ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პაციენტი ვ. ჩარკვიანი, მკურნალობის კურსს…

მეტი...

,,სააკაშვილი არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი, ამას ვერაფერი უშველის”- თეა წულუკიანი

,,სააკაშვილი არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიების შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა  თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ვერ ეგუება სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. „ჩვენ ამ ე.წ. სიებისადმი არ გვაქვს არავითარი აღქმა, რომელიც რამენაირად შეიძლება, სერიოზულობასთან კავშირში იყოს, რადგან არავითარი დარღვევა პატიმართან მიმართებაში არ ხდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან. ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა…

მეტი...

ფხენიანში კარანტინი გამოცხადდა – ქვეყანაში რესპირატორული დაავადების შემთხვევები იზრდება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ფხენიანში 5 დღიანი კარანტინი გამოაცხადა. ქვეყანაში რესპირატორული დაავადების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის განცხადებაში არ არის ნახსენები არცCOVID-19 და არც ვირუსის სახელწოდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლები უნდა დარჩნენ სახლებში და დღეში რამდენჯერმე გაიარონ ტემპერატურის სკრინინგი. ამ დროისთვის უცნობია, შემოიღეს თუ არა ახალი შეზღუდვები ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მეტი...

,,ვცდილობ, ლევან ხაბეიშვილი სერიოზულად აღვიქვა”- თეა წულუკიანი

,,ლევან ხაბეიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება ”ალბათ გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს”. „მე ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად. ჩემი აზრით, მისი პარტიის სათავეში მოქცევა და რაიმე ტიპის პროცესების ხელმძღვანელობა არის პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკიდურესად საზიანო, ვინაიდან არამცთუ უკვე ჩამოშლილი და განადგურების პირას მყოფი პარტიისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, არამედ…

მეტი...

ხმაურია ბახტრიონის ქუჩაზე – ერთ-ერთ ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ხმაურია .ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, მევახშის მოთხოვნით, ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება. ოჯახის მოთხოვნაა მევახშესთან მოლაპარაკება შედგეს. ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილი და ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. მოქალაქეები სადარბაზოს კართან არიან გამაგრებული და ბიუროს თანამშრომლებს ბინაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

მეტი...

,,პრაქტიკულად ყოველდღე, გული მისდის…კოვიდი ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს”- გიული ალასანია

„ყოველდღე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, მეორე დღეს ვიღვიძებ და იმაზე უარესია, ახლა ეს კოვიდიც მოხდა”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამგანაცხადა. მისი თქმით, ”როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს.” „ყოველდღე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, მეორე დღეს ვიღვიძებ და იმაზე უარესია, ახლა ეს კოვიდიც მოხდა. გამოირკვა, რომ ირგვლივ არავის აქვს კოვიდი, ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. სულ რამდენიმე ადამიანი შედის და არავის კოვიდი არ გვაქვს. მე პირადად არავისთან მქონია კონტაქტი, ვისაც კოვიდი…

მეტი...

სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება

სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით გასულ წელს 21 034–მა პენსიონერმა ისარგებლა და 8 842 176 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაფინანსდა. „პროგრამა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, წელსაც გრძელდება და სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ყოველწლიურად, არამატერიალიზებული 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა. 2022 წელს აღნიშნული პროგრამით 21 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, – განაცხადა თბილისის მერმა.…

მეტი...

„მინდა შენთან ერთად სამუდამოდ ვიღიმოდე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი იუბილარია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 45 წლის გახდა. პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს: „ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალე ამ წლის განმავლობაში და ყოველთვის ვპასუხობ: არა, არ შეცვლილა. ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი. მაგრამ სინამდვილეში, რაღაც შეიცვალა: ახლა, გაცილებით ნაკლებად იღიმები. მაგალითისთვის, როგორც ამ ფოტოზე… გისურვებ ღიმილისთვის მეტი მიზეზი გქონდეს და შენ იცი ამისთვის რა არის საჭირო, ეს ყველამ ვიცით. საკმარისად ჯიუტი ხარ, მაგრამ მთავარია გქონდეს საკმარისი ჯანმრთელობა, ამიტომ გთხოვ, იყავი ჯანმრთელი! მინდა შენთან ერთად, სამუდამოდ ვიღიმოდე. მომეცი ეს შესაძლებლობა”,- წერს ოლენა ზელენსკმა სოციალურ ქსელში.

მეტი...

თსუ-ს ყოფილი რექტორი, გიორგი შარვაშიძე სომხეთში ელჩად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა. გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად. გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და…

მეტი...

,,მზადდება კარგი პროექტი და დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება”- კალაძე ლაგუნა ვერეზე

„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება, მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია,”’ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან კარგი პროექტი მზადდება, რომელითაც დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. „მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია და ამის მიზეზიც გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ის არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება…

მეტი...