ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

არსებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის აგრესია უკრაინასთან მიმართებაში აქტიურად გრძელდება. უფრო მეტიც, დარტყმები ხორციელდება მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მორიგი პაკეტის დაწესებაზე ალაპარაკდა. საუბარია მეათე პაკეტზე, რომელიც უკვე განიხილება. ახალი შეზღუდვების დეტალები ამ ეტაპისთვის არ ხმაურდება.

მეტი...

ერთ-ერთი ვერსიით, საგარეჯოში მკვლელი და მოკლულები ერთად ქეიფობდნენ

საგარეჯოში, პოლიციის განყოფილებაში იმ პირდა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა დატრიალებულ ტრაგედიასთან. სამართალდამცველები მკვლელობის ვერსიებზე ამ დრომდე ვერ საუბრობენ. ერთ-ერთი გამოკითხული კი აცხადებს, რომ მკვლელი და მოკლულები ტრაგედიამდე ერთად იყვნენ. „როგორც ვიცი, გარაჟში ქეიფობდნენ.  შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის. ხმა არ გამიგია კონფლიქტის, პირდაპირ სროლის ხმა გავიგე,”- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. ცნობილია ისიც, რომ მკვლელი იარაღებს სახლთან ახლოს, ნაქირავებ ავტოფარეხში ინახავდა. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა მამაკაცმა 6 მეზობელი მოკლა, 5 კი დაჭრა.

მეტი...

„მოსახლეობას მილიონ ლარზე მეტი ჩამოეწერა, ეს იყო სისტემური პრობლემა“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

„ზედმეტად დარიცხული კომუნალური გადასახადების პრობლემა მოხსნილია და  პრობლემა აღმოფხვრილია“ – აღნიშნული განცხადება ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. მისი შეფასებით, მოსახლეობისთვის ჩამოწერილი თანხის ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა. „ყველაზე მტკივნეული და აქტუალური თემა სექტორში ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, როცა მოქალაქეებს ერიცხებათ ისეთი გადასახადები, რასაც არ ეთანხმებიან, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და მოითხოვენ მათ ჩამოწერას. ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ ტიპის საჩივრებით მოგვმართავენ. მიმდინარე წელს, საკმაოდ დიდი თანხა ჩამოეწერა მოსახლეობას, რომელიც ზედმეტად ჰქონდათ დარიცხული.  თანხის ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა“ – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის გამო, კომპანიები სერიოზული თანხითაც დაჯარიმდნენ. „ყველაზე „მოდური“…

მეტი...

სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, საბურთალოზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. მსხვერპლი არ არის, დაზიანდა მხოლოდ იქვე მდგომი ავტომანქანა. შემთხვევა ბენდელიანის ქუჩაზე მოხდა. „დაშავებული არავინაა, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, ხვალ დილიდან დაიწყება ნაშალი მიწის და კედლის დარჩენილი სახიფათო ელემენტის დემონტაჟი და გატანა, აქვეა მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, თუ რა ხარისხის დაზიანებაა და მომავალში რა უნდა ვქნათ. პირველადი დათვალიერებით, ეს არის წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. საფრთხის შემცველი კედლები, რომელზეც ამ ქუჩიდან „ამხანაგობისგან“ განცხადებები იყო შემოსული, ყველას რეაბილიტაცია გავაკეთეთ, მუნიციპალური ლაბორატორია დარჩენილ ორ კედელსაც გამოიკვლევს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“,…

მეტი...

ბალტიის ქვეყნები გერმანიას მიმართავენ, უკრაინას ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს

უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი დღის წესრიგში ისევ აქტიურად დგას. გერმანია პროცესს აჭიანურებს, რაც უკრაინისთვისა და მისი მოკავშირეებისთვის გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და გერმანიას  მოუწოდეს,  უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცეს გადასცეს  „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები. „ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„თქვენ მაინც დაეხმარეთ უკრაინას“ – პოდოლიაკი დასავლეთს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დასავლეთს სოციალური ქსელით საშუალებით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. „თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით.  გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არც არსებობს. გადაწყვეტილების მიუღებლობა კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილს ნიშნავს. უფრო სწრაფად იფიქრეთ“, – აცხადებს  პოდოლიაკი.  

მეტი...

ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ლოტკინის ტერიტორიაზე, მიტოვებულ ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედარს ჭრილობა აღენიშნება. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

მეტი...

საგარეჯოში დაჭრილი ორი ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურია

საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი ადამიანი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში, ამ ეტაპზე, სამი დაჭრილი იმყოფება. ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. რაც შეეხება მესამე დაჭრილს ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა შედარებოთ მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალაზრდა მამაკაცს ოპერაცია მუცლის ღრუზე ჩაუტარდა. მას არტერია და ვენაც ჰქონდა დაზიანებული და ორივე გადაუნერგეს. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა მამაკაცმა, საკუთარი ბინიდან მეზობლებს  ცეცხლი გაუხსნა. 6 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი  დაიჭრა.

მეტი...

22 წლის გოგონას მუცელში ჩარჩენილი სამედიცინო მაკრატელი ამოუღეს

საბინა გულახმედოვას წუხელ რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 22 წლის გოგონას მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ აღოჩნდა, რომ მუცლის ღრუში სამედიცინო მაკრატელი ჰქონდა ჩარჩენილი. პაციენტრს რამდენიმე ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ოპერაცია მას რამდენიმე თვის წინ გაუკეთეს, თუმცა, მას შემდეგ, მისი მდგომარეობა დამძიმდა. როგორც პაციენტის მამა აცხადებს, ოპერაციის შემდეგ მას უთხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. „ოპერაცია რომ დასრულდა, გვითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენც დავუჯერეთ. მერე ტკივილები დაეწყო. 3 თვის შემდეგ დაეწყო ტკივილები. ერთხელ გაუკეთეს ექოსკოპია და უთხრეს ყველაფერი წესრიგშიაო. მეორედაც…

მეტი...

იმერეთში უნებართვო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერეიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 2  კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.  

მეტი...

მეზობლები ნოდარ ალთუაშვლის ცხედრის დასვენების უფლებას არ აძლევენ

საგარეჯოში გლოვაა. მეზობლები, ახლობლები, ნაცობები გვიან ღამით იმ მისამართზე შეიკრიბნენ სადაც ნოდარ ალთუაშვილმა მეზობლები მოკლა და დაჭრა. საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მოკლულთა და დაჭრილთა ახლობლები და მეზობლები მისი ცხედრის დასვენების უფლებას არ იძლევნიან და ამბობენ, რომ ყველა შესაძლო მისამართზე მივლენ. ალთუაშვილის ცხედარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამ დრომდე პროზექტურაშია დასვენებული.

მეტი...

„უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც სჭირდება“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ბოლომდე გვერდით დაუდგება. ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას შეიარაღება არ უნდა მოაკლდეს და მოკავშირე ქვეყნებმა ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. „დიახ, უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებას მანამ, სანამ ეს მას სჭირდება გამარჯვებისთვის“ – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.  

მეტი...

მარტამდე პურის ფასი არ შეიცვლება, რა იქნება შემდეგ?!

პურის ფასის დადგენაში მნიშვნელოვან როლს ისევ რუსეთი თამაშობს. ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ მარტამდე, არსებული ფასი შენარჩუნდება. რა იქნება მარტის შემდეგ, დამოკიდებულია მსოფლიო გამოწვევებზე. როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, წელს მსოფლიო ბაზარს უკრაინული ხორბალი დააკლდება, რამაც შესაძლოა, ფასის ცვლილება გამოიწვიოს. „ვადასტურებთ, რომ მარტის თვემდე პურის ფასზე ცვლილებები არ იქნება, რადგამ მარაგები მარტის თვემდე უკვე არსებობს. ასევე, მარტამდე ვამბობთ იმიტომ, რომ მარტი არის ის თვე, როდესაც იკვეთება ნათესების ბალანსი მსოფლო ბაზარზე. მეორეა ხორბლის დერეფნის მუშაობა, რომელიც მარტში სრულდება და უნდა მოხდეს გაგრძელება.…

მეტი...

22 წლის გოგოს ოპერაციისას მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

რუსთავში 22 წლის გოგოს ოპერაცია გვიან ჩაუტარდა. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. მიზეზი მუცლის ღღუში ჩატოვებული სამედიცინო მაკრატელია. პაციენტმა ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის უკან გაიკეთა. მას შემდეგ, მას მუცლის ტკივილები დაეწყო და მუცელი ეზრდებოდა. კლინიკაში მიმართვისა და რენტგენის შემდეგ აღმოჩდა, რომ მუცლის ღრუში სამედიცინო მაკრატელი იყო ჩარჩენილი. მაკრატლის ამოსაღებად გოგონას ოპერაცია წუხელ რუსთავში,  მარადელიშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. „კლინიკაში სადაც პირველი ოპერაცია ჩაუტარდა ჩემს მეუღლეს, ეუბნებოდნენ, ტკივილი გავილისო. გაუსივდა მუცელი, გადაუღეს რენტგენი და მაკრატელი აღმოჩნდა. ღმერთმა იცის რა მოხდება“ – ამბობს პაციენტის მეუღლე.  

მეტი...