ლანჩხუთში, ძლიერ ქარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დილით სოფელ ლესაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.  

მეტი...

,,რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული დროებითი წარმატებები ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობას” – ნედ პრაისი

„ვერც ერთი რუსული წარმატებები, რომელიც პერსონალსა და აღჭურვილობაში ასეთი მძიმე დანაკარგების ფასად იქნება, ვერასოდეს შეცვლის ომის მიმდინარეობას“, – ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ნედ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, სოლედარისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. “სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლა, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, ჯერ კიდევ გრძელდება და მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული დროებითი წარმატებები ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობას”,- აღნიშნა ნედ პრაისმა.

მეტი...

ტყიბულში, სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძრის მეზობელ სახლებზე გავრცელების საშიშროება იყო. სახლი სრულიად დაიწვა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

მეტი...

რუსეთმა, სავარაუდოდ, აიღო ქალაქი სოლედარი – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის ძალებმა ქალაქი სოლედარი სავარაუდოდ, აიღეს. მათივე ცნობით, ეს არ გამოიწვევს ბახმუტის გარდაუვლად ალყაში მოქცევას. ანალიტიკოსების განცხადებით, 11 და 12 იანვრის გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც და სავარაუდოდ, მათ განდევნებს უკრაინის ჯარები დასავლეთ გარეუბნიდან. “ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში”, – ნათქვამია ყოველდღიურ განახლებაში.    

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი იქნება”- მაიკლ მაკფოლი

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი იქნება. მისი თქმით, ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს. ,,100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი. როცა იკითხავენ, თუ რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა.  მე მაწუხებს მისი ციხეში სიკვდილის უარყოფითი შედეგები. ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს. თუ ის ჯანმრთელია, იმედია, გვაჩვენებენ ამის მტკიცებულებებს. კარგი ნაბიჯი იქნებოდა მსოფლიოსთვის იმის…

მეტი...

ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეს სპეციალური პროკურორი შეისწავლის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეს სპეციალური პროკურორი შეისწავლის. გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც საქმეს გამოიძიებს. „მე მჯერა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის პროცესების ფარგლებში ყველა გამოძიების კეთილსინდისიერად წარმართვა შეიძლება. თუმცა, რეგულაციების მიხედვით, საგანგებო გარემოებები მოითხოვს ამ საკითხზე სპეციალური პროკურორის დანიშვნას”, – განაცხადა გარლანდმა. ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის იურისტების გუნდმა ნოემბრის დასაწყისში ბაიდენის ყოფილ ოფისში, პენ ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრში 10-მდე საიდუმლო ფაილი აღმოაჩინეს და ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს. ჯო…

მეტი...

,,ვერ დავადასტურებთ, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს” – პენტაგონი

პენტაგონი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ქალაქი სოლედარი რუსეთის ძალებმა სრულად აიღეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსული ძალების მიერ იქნა აღებული. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე მედია, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ამის შესახებ, კერძოდ, იმ ძალების, რომლებსაც ხელმძღვანელობს “ვაგნერის” ჯგუფი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ მოქმედებას სოლედარის მიდამოებში და განაგრძობენ ბრძოლას”,- აღნიშნა პატრიკ რაიდერმა. მისივე თქმით, პენტაგონი ფოკუსირებულია უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინამ უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება მიიღოს.  

მეტი...

,,მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და იბრძვის უკრაინისთვის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გენშტაბის სხდომის მთავარი თემები დონეცკის რაიონში, ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარე მოვლენები იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა. „გენშტაბის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო სოლედარი, ბახმუტი, ზოგადად დონეცკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლა. განვიხილეთ, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, როგორი გადაჯგუფება გვჭირდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. ვისაუბრეთ იარაღის მიწოდებაზე, პარტნიორებთან არსებულ კომუნიკაციაზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...