„გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერი და შემდეგ თებერვალ-მარტი არის რესპირაციული ინფექციების პიკის პერიოდია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, კოვიდის შემთხვევებმა კი მოიმატა. „მთელს მსოფლიოში ამ წელს იყო რესპირაციული ინფექციების ძალიან მაღალი გავრცელება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სამი წელი „კოვიდის“ გამო იყო მკაცრი რეგულაციები. ის რესპირაციული ინფექციები, მათ შორის გრიპები ფაქტობრივად არ იყო. ახლა ეს რეგულაციები რომ მოიხსნა, წამოვიდა სეზონური რესპირაციული ინფექციები. საქართველოშიც ძალიან ბევრია შემთხვევები ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მაღალი რაოდენობაა რესპირაციული ინფექციების, 1990 წლის შემდეგ. არ ყოფნით საწოლები ხსნიან, დროებით “ემერჯენსებს“…

მეტი...

პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასები 10%-ით გაეზარდათ, გამომძიებლები და პროკურორები წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ

2023 წლის 1 იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულებს, პროკურატურის თანამშრომლებსაც ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. ასევე, „პროკურატურის შესახებ“ორგანული კანონის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები 2023 წლის 1 იანვრიდან წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. ორგანული კანონის მითითებული ნორმის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში ამ დრომდე არ მოქმედებდა. 2023 წლის იანვრიდან საპროკურორო და საგამომძიებლო უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომლებზე წელთა ნამსახურობის დანამატი…

მეტი...

„დასაკარგი დრო არ გვაქვს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით,  ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი კოლექტიური სურვილის ძალა და რუსეთის სისასტიკე  დაუსჯელი არ დარჩება. „ერთი წლის წინ, ევროპას მასობრივი დამოკიდებული ჰქონდა რუსული ენერგიის წყაროებზე,  ევროპამ დაძლია ეს საშიში დამოკიდებულება და ჩაანაცვლა რუსული მილსადენის გაზის 80%. კოლექტიური მცდელობით, ჩვენ დავწიეთ გაზის ფასი იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ახლა ის იმაზე დაბალია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო. ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი კოლექტიური სურვილის ძალა. ამის მიუხედავად, რთულ პერიოდში იმყოფებიან ჩვენი ოჯახები და ბიზნესი ჯერ პანდემიის და შემდეგ უკვე უკრაინაში ომის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, აქაც ვაჩვენოთ კრიზისის გადაწყვეტის…

მეტი...

„უკრაინა არის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე უკრაინის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ევროკავშირში შესვლის რეალური კანდიდატია. „ბევრი ეჭვობს, იქნება თუ არა ევროპული მხარდაჭერა ასეთი ურყევი, მაგრამ დღეს  უკრაინა არის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა. ევროპული ქვეყნები სულ უფრო მეტ კრიტიკულ იარაღს აწვდიან უკრაინას. ჩვენ მივიღეთ დაახლოებით ოთხი მილიონი უკრაინელი ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სახლებსა და სკოლებში. ჩვენ დავაწესეთ უძლიერესი სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას ათწლეულის განმავლობაში რეგრესის წინაშე აყენებს, მის ინდუსტრიას კი  ნებისმიერი თანამედროვე და კრიტიკული ტექნოლოგიების გარეშე“, – აღნიშნა  ევროკომისიის პრეზიდენტმა ფორუმზე.

მეტი...

მეჯვრისხევში, ევროკავშირის დამკვირვებლების პატრულირებისას, რუსმა ჯარისკაცებმა რამდენჯერმე გაისროლეს

ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები იძულებულები გახდნენ, ე.წ. საზღვრისპირა ზოლი სოფელ მეჯვრისხევთან მიეტოვებინათ და ტერიტორიას გასცლოდნენ. აღნიშნულის მიზეზი რუსი სამხედროების მხრიდან ჰაერში სროლა გახდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ადასტურებენ, რომ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების დროს, რუსმა სამხედროებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული ინცინდენტი ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის თემა იყო. „მეჯვრისხევში მომხდარი ფაქტი იყო განხილული დღევანდელ შეხვედრაზე. ამას მიეცა შეფასება და ამას მიეცემა შეფასება შესაბამის რეპორტებში. როგორც ვიცი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ ფაქტს უკვე მისცა შეფასება, და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან, გასცენ პასუხი შეკითხვებს.…

მეტი...

„წითელ ჯვარს“ უკრაინელ ტყვეებთან არ უშვებენ

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული მხარე უკრაინელ ტყვეებთან „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს არ უშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაცია არ არსებობს. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცის ინფორმაციით, უკრაინელი ტყვეები მძიმე პირობებში იმყოფებიან. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს არ აქვს წვდომა ომისა და სამოქალაქო ტყვეებთან. რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან განხილვის ერთ-ერთი თემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თემატიკა იყო, კერძოდ კი, მათი წარმომადგენლების დაუშვებლობა ომისა და სამოქალაქო ტყვეებთან, რომლებიც რუსულ მხარეს ჰყავს აყვანილი”, – აცხადებს ლუბინეცი.  

მეტი...

,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის ბოლოს, ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა, საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, მოქალაქეთა შორის მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად, არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყო, მათ შორის მოდავე მხარეები ,,კანონიერ ქურდთან“ თურქეთში ჩაიყვანა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მხარს უჭერდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. სასამართლომ ორი ბრალდებული, მათ შორის, კანონიერი ქურდი, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 10 წლით, ხოლო მეორეს…

მეტი...

უკრაინამ ევროკავშირისგან 3 მილიარდი ევრო მიიღო

ევროკავშირმა უკრაინას პირველი ტრანში უკვე გადასცა. საუბარია 3 მილიარდ ევროზე, რომელიც 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანშია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „მადლობელი ვარ ევროკავშირის და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე გამარჯვებისთვის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ინფორმაცია 3 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ევროკავშირმაც გაავრცელა. „კომისიამ დღეს გადაიხადა პირველი 3 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში უკრაინისთვის 18-მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტიდან “, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის”- პრემიერი

საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ”- მოსამართლე მარიამ ჯიშკარიანს

,,40 წუთი თქვენს რეგალიებზე მესაუბრეთ და უხეშად მიმართეთ მხარეს, ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ,”- ასე მიმართა სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ  მარიამ ჯიშკარიანს. მოსამართელემ მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლისადმი არასათანადო მიმართვის გამო გააფრთხილა. „პროცესის ყველა მონაწილის მიმართ უნდა იყოთ კორექტული და პატივისცემით ესაუბრებოდეთ. დაახლოებით 40 წუთი თქვენს რეგალიებზე მესაუბრეთ და უხეშად მიმართეთ მხარეს, ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ! თუ იქამდე მივიდა ეს საქმე, რომ კიდევ გაგრძელდა, გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. პატივი ეცით საკუთარ თავსაც, თქვენ მომწვევ მხარესაც და მოწინააღმდეგე მხარესაც“, – განაცხადა მოსამართლემ.

მეტი...

პუტინმა  შეიარაღებული ძალების რაოდენობის მილიონნახევრამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

ვლადიმერ პუტინმა  შეიარაღებული ძალების რაოდენობის მილიონნახევრამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის თავდაცვლის სამინისტროს ცნობით, 2023 წლიდან 2026 წლამდე რუსულ არმიას ფართომასშტაბიანი ცვლილებები, კერძოდ, პერსონალის რაოდენობის ზრდა, ელოდება. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე. გარანტირებულია სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. მხოლოდ შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების გაძლიერებით“, – ნათქვამია თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს განცხადებაში.  

მეტი...

მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქარხანას ქმნიან, სადაც წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“

10 წელში ბავშვის გაჩენას ქალი არ დასჭირდება, მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქმნიან, ემბრიონებს კი „ქარხანაში“ გამოიყვანენ. ბიოტექნოლოგების გათვლით, ე.წ. სამშობიარო ქარხანაში წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“. ვიდეო, რომელიც ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფციის შემქმნელებმა გაავრცელეს, საკმაოდ მძიმე სანახავია. მათი გათვლით, ხელოვნური საშვილოსნო ბევრ პრობლემას მოხსნის და ბავშვის ყოლისთვის ქალის საშვილოსნო საჭირო არც იქნება. ხელოვნური საშვილოსნოში  ბავშვი მშობლებისგან  ყოველგვარი კონტაქტის გარეშე იბადება.  ვიდეოში ნაჩვენებია, როგორი იქნება მომავალში ხელოვნური საშვილოსნო. ეს არის ერთგვარი გამჭვირვალე კვერცხის ფორმის, სადაც ემბრიონი ხელოვნურად იზრდება. ემბრიონების ზრდა კი ე.წ. ქარხანაში ხდება. ვიდეოში საუბარია, რომ ყოველ წელს 30 000 ბავშვის „გამოყვანა“…

მეტი...

სუს-მა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

მეტი...

,,დიაგნოზი წარმოადგენს სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დიაგნოზებისასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას განაცხადა. „ძირითადი დიაგნოზები, რაც ჩვენი მხრიდან იქნა გამოტანილი, ამ ეტაპზეც, რჩება დაუზუსტებელი დემენცია. ეს დიაგნოზი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს. ამ ბრძანების შესაბამისად ფსიქიატრია ხვდება ამ ჩამონათვალში. ეს არის ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რომელიც იქნა გამოტანილი და ამ ეტაპზე, მიუხედავად ტოქსიკოლოგის დასკვნისა, ვრჩებით ამ კოდის ფარგლებში. ინტოქსიკაციით გამოწვეული დემენციაც რჩება ამ ბრძანებაში. ინტოქსიკაციაზეც ალბათ გვექნება დრო და ვისაუბრებთ, არის აუცილებელი კიდევ…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, 18 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის…

მეტი...

ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში საომრად წასვლას აპირებდა

ბელარუსში საქართველოს მოქალაქე, გიორგი ზირაქაშვილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა სურდა. მედიის ცნობით, 36 წლის კაცი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას ევროკავშირში შესვლა აეკრძალა წესების დარღვევის გამო. მედიის განცხადებით, ზირაქაშვილმა საქართველოში ყოფნისას გადაწყვიტა ქართულ ლეგიონში გაწევრიანება და უკრაინის მხარეს ბრძოლა. მათი მტკიცებით, საელჩომ ურჩია უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო. ტელევიზია ასევე ირწმუნება, რომ მან მიმართა მინსკში უკრაინის საელჩოს, რათა “უკრაინაში გადასულიყო”.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალან ბერსემ, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლუი ჰიმ.

მეტი...

,,ადრე თუ გვიან, არესტოვიჩს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა”- გია ვოლსკი

ადრე თუ გვიან, არესტოვიჩს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა, რადგან მან რუსული პიარისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არესტოვიჩი არ არის ის პირი, ვინც განაპირობებს კიევის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რომლებიც საქართველოს ეხება „არესტოვიჩი არ არის ის პირი, ვინც განაპირობებს კიევის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რომლებიც საქართველოს ეხება. თავად პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება იმდენად ნეგატიურია, რომ ეს აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, პოლიტიკურ მიმართულებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისითაც უკრაინასთან მიმართებით აბსოლუტურად პირნათელია. არესტოვიჩი არის თვითშეყვარებული პოლიტიკოსი, რომელიც იჩემებდა…

მეტი...

,,13 იანვარს მეჯვრისხევში, ოკუპანტებმა EUMM – ის სამონიტორინგო ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს”- დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. მისი თქმით, მომხდარის ვიდეომტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ადასტურებენ თვითმხილველები. “პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა “ცეცხლი” ჰაერში შეაგებეს. წადითო. არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა. საიდან ვიცი? ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის. გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და…

მეტი...

დნიპროში, რუსეთის საჰაერო იერიშს ქართველების ოჯახი ემსხვერპლა

დნიპროში, რუსეთის საჰაერო იერიშს უკრაინაში მებრძოლი ზაქარია ნონიაშვილის ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ორი ქალი და ერთი მოზარდი იმ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამი დღის წინ დაბომბეს. ერთ-ერთი დაღუპული 19 წლის ლიანა ნონიაშვილია და მისი ცხედარი ამოცნობილია. ხოლო მისი დედის და ბებიის ცხედრების ამოცნობისთვის, დნმ-ს შედეგებს ელოდებიან. წყარო: ”მთავარი არხი”    

მეტი...

,,ცდილობენ სიკვდილამდე მიიყვანონ”- გიული ალასანია სააკაშვილზე

,,ცდილობენ, რომ მიხეილ  სააკაშვილი სიკვდილამდე მიიყვანონ,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ოპერაცია, რომელზეც ექიმმა კობიმ ისაუბრა სააკაშვილისთვის აქამდეც უნდა ჩაეტარებინათ. ,,გაჩნდა რაღაც დოკუმენტაცია, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცის და არც საქმეში დევს. ამას ვუკავშირებ აი, იმ განცხადებებს, რაც გუშინ გაკეთდა, რომელიც დღეს გაკეთდა და რომელიც ყოველდღე კეთდება. ცდილობენ, რომ მიიყვანონ ეს ადამიანი სიკვდილამდე. ამას ვუკავშირებ. ადამიანი ამბობს, რომ არის მნიშვნელოვანი, რომელიც არის სპეციალისტი ამ დარგის და აქ არის სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელია წარმოდგენილი და ყველა თავის სფეროზე აგებს პასუხს. ეს მაშინვე თქვა, ძალიან კარგად მახსოვს,…

მეტი...

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან საზღვარზე ”უკრაინის ჯაშუში” დააკავეს

რუ­სეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს პირი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის­თვის ჯა­შუ­შობ­და. რუ­სუ­ლი მე­დიის ინფორმაციით, და­კა­ვე­ბუ­ლი 28  წლის მამაკაცია, თუმცა უც­ნო­ბია თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა. მათივე ცნო­ბით, და­კა­ვე­ბის დროს მა­მა­კა­ცის მო­ბი­ლურ­ში აღ­მოჩ­ნა ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, კო­რეს­პონ­დენ­ცი­ე­ბი და მისი მო­ბი­ლუ­რის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ ის უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს აწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

მეტი...

,,ნა­ცე­ბო ახლა რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებთ?! აღ­მოვ­ჩნდით თუ არა მარ­თა­ლი?!”- ზარქუა არესტოვიჩის გადადგომაზე

”ქართული ოცნების” წევრი, ირაკ­ლი ზარ­ქუა ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის ეხმაურება. მისი თქმით, რე­ა­ლუ­რად არეს­ტო­ვი­ჩი არა უკ­რა­ი­ნის, არა­მედ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. “აჰაა.. აბა, ნა­ცე­ბო ახლა რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებთ?! აღ­მოვ­ჩნდით თუ არა მარ­თა­ლი?! აი “ეს” მო­უ­წო­დებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის­კენ!! რო­გორც ირ­კვე­ვა, არის­ტო­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბე­ბი რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და სწო­რედ ამ სა­ბა­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს კი­დეც უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა! კი­დევ ბევ­რია მანდ “შე­პა­რუ­ლე­ბი” რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნულ ინ­ტე­რე­სებს ნამ­დვი­ლად არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან!” – წერს ზარ­ქუა სოციალურ ქსელში. ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

მეტი...

,,ვინც ომის დროს ტელეეკრანებთან პოზირებს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს”- იონათამიშვილი არესტოვიჩზე

,,ვინც ომის დროს ტელეეკრანებთან პოზირებს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ალექსეი არესტოვიჩის გადადგომას. იონათამიშვილის თქმით, ალექსეი არესტოვიჩი დიდ ფიგურას რომ არ წარმოადგენდა და გარკვეული მესიჯების გამოხმავენებელი იყო „ომის დროს არიან ადამიანები, ვინც ღირსეულად იბრძვიან და არიან ადამიანებიც, ვინც ტელეეკრანებთან პოზირებენ ხოლმე – ვინც ამ მეორე გზას ირჩევს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს. შესაბამისად, აქ უჩვეულო არაფერია. უბრალოდ, მე გავიხსენებდი, ამ ადამიანს ზოგიერთი ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ლამის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად თვლიდა დედამიწის ზურგზე და დღეს საინტერესო იქნება მათი რეაქცია და კომენტარები ამასთან დაკავშირებით.…

მეტი...

კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაუყინა

კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს 105 მილიონი ევროს ღირებულების საბანკო ანგარიშები გაუყინა. ამის შესახებ კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა, კონსტანტინოს პეტრიდსმა  განაცხადა. მისივე თქმით, კვიპროსი  “გაძლიერებულ კონტროლს” გაუწევს იმ რუსი ოლიგარქების კომპანიებს, რომლებიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან მოხვედრილები. მათ ასევე ჩამოერთმევათ კვიპროსის მიერ გაცემული ე.წ “ოქროს პასპორტები”, რომლებიც რუს ოლიგარქებს შესაძლებლობას აძლევდა მარტივად გაეკეთებინათ ბიზნესი ქვეყანაში. მხოლოდ 2022 წელს, კვიპროსულ ანგარიშებზე რუსეთის მოქალაქეებმა 5,6 მილიარდი ევრო განათავსეს.

მეტი...

მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს გახდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დაარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“. 2000-2012 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო…

მეტი...

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება, ოჯახში ძალადობა, სისტემატური ცემა – თელავის სასამართლომ ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე,  გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებოდა მას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ, ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით   სისტემატიურად ახოროციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი…

მეტი...

,,ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია”- ლევან ხაბეიშვილი

,,ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია,” – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი გიორგი რურუას განცხადებას. მისი თქმით, ასეთი განცხადების გაკეთება არ არის ნორმალური. „არ ვიცი, თუ რაიმე პირადი დაპირისპირება აქვთ და ამის გამო კეთდება მსგავსი განცხადებები, გულწრფელად გეუბნებით ვწუხვარ, თუმცა ეს თავად გიორგის უნდა ჰკითხოთ. მე ვწუხვარ ამის გამო, ასეთი განცხადებების გაკეთება არ მიმაჩნია ნორმალურად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. ,,ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში… მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას”- გიორგი რურუა

მეტი...

დნიპროში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

დნიპროში მაღალსართულიან შენობაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.  აღნიშნულ ინფორმაცია ქალაქის მერი,  ბორის ფილატოვი ავრცელებს. გარდაცვლილებს შორის, მინიმუმ 4 ბავშვია. ცნობისთვის, რუსეთმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბა.

მეტი...

,,ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება”- ლევან ხაბეიშვილი

,,ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება იმიტომ, რომ „მოღალატეობრივმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხთან კოალიციის გაკეთებას აპირებს. „ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებების გარეშე და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, იმიტომ, რომ „ქართული ოცნებამ“ გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი არ გამოვა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას…

მეტი...

,,ოპერაციები თუ დროულად არ ჩატარდა,  უფრო ვერ შეძლებს მოძრაობას”- ჯეიმს კობი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ორთოპედი, ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი იკითხება. მისი თქმით, ოპერაციების დაუყოვნებლივ არჩატარების შემთხვევაში, სააკაშვილი მოძრაობას ვეღარ შეძლებს „მე მქონდა საშუალება, მიხეილ სააკაშვილის რენტგენის სურათები მენახა და ეს იყო ჩემი საექსპერტო დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი. მე გავსინჯე პაციენტი 8 ოქტომბერს. შეიმჩნეოდა, რომ კისერი იყო გამაგრებული. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამო თავსაც ვერ ხრიდა მარცხნივ. პრაქტიკულად, მარცხენა ხელს ვერ ეყრდნობოდა და ტკივილიც ახლდა. MRI კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იყო ართრიტი. ვნახე მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი, ასევე MRI-ს კვლევის სურათი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში. აღმოჩენილი ართრიტები შეიძლება იყოს შედეგი…

მეტი...

,,ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა”- ღარიბაშვილი

კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის  უხვ შესაძლებლობას იძლევა. “ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან. განვიხილეთ საქართველოს ბიზნეს პარტნიორობის პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის  უხვ შესაძლებლობას იძლევა”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. “მე დავწერე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: – ფუნდამენტური შეცდომა, ეს იმას ნიშნავს, რომ გადადგე”, – წერს არესტოვიჩი.

მეტი...

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, კიევში ძვირადღირებული ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა – ”იმედი”

ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი” ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ტა­რი­უ­ლი თან­ხმო­ბით, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვილს ჟას­მინ იას­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა გა­და­უ­ფორ­მა. იმედის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საუბარია მი­ლი­ონ გრივ­ნა­ზე. ცნობისთვის,  მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, გავ­რცელ­და მისი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ლიზა იას­კოს ერ­თობ­ლი­ვი ვი­დეო, რო­მელ­შიც მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ისი­ნი ერ­თად იყვნენ. ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლიზა იას­კოს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­ საერთო შვილი ჰყავთ არ დადასტურებულა.

მეტი...

,,ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში… მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას”- გიორგი რურუა

,,ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში,”- ამის შესახებ გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს. როგორც გიორგი რურუა აღნიშნავს, ”ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით”. „ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა. მან გაარკვია, რატომ არ გაჰქონდათ ნარჩენები დროულად და თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა, ოკეანე, რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი. ახლა ჩვენთან რა ხდება, ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი. ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა…

მეტი...

ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს

ტრაპიზონში ქართველი „კანონიერი ქურდი“ რეზო ლორთქიფანიძე სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს. „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, მოკლული „კანონიერი ქურდის“ რეზო ლორთქიფანიძის გარემოცვა ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, მკვლელების ნამდვილი სამიზნე მეორე „კანონიერი ქურდი“ , როინ უბილავა, იგივე მატევიჩი იყო, რომელიც ლორთქიფანიძის მეზობლად ცხოვრება. ირკვევა, რომ ტრაპიზონში რეზო ლორთქიფანიძე და მატევიჩი ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ. მკვლელობის დღეს ორივენი სახლიდან ლორთქიფანიძის მანქანით გავიდნენ. როდესაც ლორთქიფანიძე მარტო დაბრუნდა, მკვლელი, რომელიც მათ ელოდა, მანქანასთან მივარდა და მგზავრის მხარეს ფანჯრიდან იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რომელიც მატევიჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

მეტი...