პოლონეთმა სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მის გადარჩენას ითხოვენ

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს..

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციის გამო, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზების გამო, რომლებიც ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებას, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

პოლონელი დეპუტატები ითხოვენ, სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს გლობალური სტანდარტების შესაბამისი საჭირო სპეციალიზებული მკურნალობა.

„პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა და მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მეგობართა საერთაშორისო თანამეგობრობას სოლიდარობისკენ და მტკიცე ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

 

მსგავსი თემები