„ისტორიის არასწორ მხარეს ხართ“ – ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შემდეგ გააკეთა. „და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ!“- ასეთია ევროპარლამენტარის გამოხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებასაც ახსენებს, სადაც ის ამბობს, რომ „მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან არ სურს კონფლიქტის მხარე გახდეს“. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ „სასტიკი თავდასხმა“, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვა.  

მეტი...

“უნდა აფხიკონ ადამიანი, მიაყუდონ რაღაცას” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი ძალიან მძიმედაა და ასეთ მდგომარეობაში ხილვა ძალიან უჭირს. „სუსტად არის. მიჭირს მისი ყურება ასეთ მდგომარეობაში, ძალიან მიჭირს. ვერაფრით ვცნობ ჩემს შვილს. წონაში იკლებს ყოველდღე… სასამართლო პროცესი ჩანიშნულია სამშაბათისთვის. არ მგონია, დაესწროს, სრულიად გამორიცხულია, მე რომ მკითხოთ. ვერაფერს მოახერხებს, რადგან მაშინ უნდა აფხიკონ ადამიანი, მიაყუდონ რაღაცას. ამის შემდეგ წნევა ეწევა და იწყება უარესი პრობლემები, ვიდრე არის. რაც აქვს, უკვე საკმარისია“, – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან.

მეტი...

ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე  გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძე 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი იყო. ყველასთვის ცნობილია მისი როლები. განსაკუთრებით კი „მიმინო“, რომლის შესრულებისთვის მას მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია. ბუბა კიკაბიძე 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

მეტი...

უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეხმიანება

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სასტიკი თავდასხმას. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროსა და მთელს უკრაინაში“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 80 -მდე ადამიანი, ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ.  

მეტი...

„ყველგან, სადაც მიდის, მიაქვს ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა“ – ლიეტუვას პრეზიდენტი

უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით ლიეტუვას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ყველგან, სადაც მიდის, მას ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს. სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმებს არასოდეს იქნება ნაპატიები და დავიწყებული. პასუხისმგებლობის დრო მოვა. ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას!“, – აცხადებს პრეზიდენტი  გიტანას ნაუსედა. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

მეტი...

ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მთელი ღამე ეძებდნენ

უკრაინას წუხელ განსაკუთრებულად მძიმე ღამე ჰქონდა. დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მხრიდან დაბომბილ მაღალსართულიან კორპუსებში ადამიანებს მთელი ღამე ეძებდნენ. სამაშველო ღონისძიებები ამ, დრომდე გრძელდება. მსხვერპლთა რაოდენობა კი იზრდება. დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცემები. ნანგრევებიდან 30-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს. ადამიანებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით ეძებენ.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შემდეგ, მსხვერპლი იზრდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცემები. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილია ხალხი, რომელთა ამოყვანა ვერ ხერხდება. დაღუპულთა შორისაა 15 წლის გოგოც. ამ დროისთვის დაბომბვის შედეგად დაშავებულია 64 ადამიანი, რომელთა შორის 59 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 5 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა

ქალაქ დნიპროში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაშავებულთა შორის 12 ბავშვია. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა  ხუთი ადამიანი, 64 კი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი. დაბომბილი საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ  200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 50 ბავშვი. ნანგრევებში მოყოლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპისთვის მხოლოდ 35 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. ნანგრევებიდან განწირული ხმა ისმის

მეტი...

ჯო ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტები ისევ იპოვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი ისევ იპოვეს. თეთრი სახლის იურისტებმა დოკუმენტები  იუსტიციის დეპარტამენტს ჩააბარეს. ამ ეტაპზე, საუბარია ექვსგევრდიან დოკუმენტაციაზე. არსებული ინფორმაციით, ეს დოკუმენტები ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროსაა შექმნილი. ბაიდენის სახლსა და ანალიტიკურ ცენტრში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.  

მეტი...