„უკრაინა აღდგება. ზარალი უნდა ანაზღაურდეს“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გადარჩება და აღდგება. როგორც უკრაინაშ მყოფმა შარლ მიშელმა რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უახლოესი პერიოდი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება. „ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში. უახლოესი თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე. უკრაინა აღდგება. ზარალი უნდა ანაზღაურდეს. ჩვენ გავყინეთ 300 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები. მტკიცედ მჯერა, რომ ეს უნდა იქნას გამოყენებული და იქნება გამოყენებული უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ყველა პასუხისმგებელი პირი, გამონაკლისის გარეშე, უნდა გასამართლდეს და გასამართლდება“, – განაცხადა შარლ…

მეტი...

„მან გვითხრა, რომ შესაძლოა, მას ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდით, ლიდერები შოკირებულნი იყვნენ“  – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა განუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა. მან სურვილი გამოთქვა რომ მისი პოზიცია მალე უკრაინის წარმომადგენელმა დაიკავოს. „24 თებერვლის დილის საათებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამირეკა. მან მითხრა, ეს თავდასხმაზე მეტია, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ინტერვენცია. იმავე საღამოს მე მივიწვიე, რომ მას მიემართა ევროპული საბჭოსთვის.  მან გვითხრა, რომ შესაძლოა, მას ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდით, ლიდერები შოკირებულნი იყვნენ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, საჭირო იყო უკრაინისთვის თამამი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე…

მეტი...

„პოლიტიკური მუხთლობა – პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში სქართველო-უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებთან“ – უკრინული მხარე

უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს პრორუსული რიტორიკის გატარებაში ადანაშაულებს ადა აცხადებს, რომ ეს არის არის არც მეგობრობა და წინააღმდეგბაში მოდის ევროკავშირისკენ მიმავალ გზასთან. „თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. მსგავსი პრორუსული რიტორიკა თანხვედრაში არ არის საქართველო-უკრაინის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ“  – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო. მისივე შეფასებით, უკრაინა ყოველთვის ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა. „საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან განცხადება…

მეტი...

რუსეთის პატრიარქის თქმით, რუსეთის განადგურება მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს

რუსეთის პატრიარქი კირილი ქადაგებაში პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის განადგურება და მსგავსი სურვილი  მთელი  მსოფლიოს დასასრული იქნება. „რუსეთის განადგურების სურვილი ძალიან დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი კაცობრიობისთვის.  ზოგიერთ გიჟს ჰქონდა აზრი, რომ დიდი რუსული სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მძლავრი იარაღი, დასახლებულია ძალიან ძლიერი ადამიანებით, რომლებიც თაობიდან თაობამდე ყოველთვის მოტივირებული იყვნენ გამარჯვებისთვის, რომლებიც არასოდეს დანებდნენ არცერთ მტერს, მათი დამარცხება ან, როგორც ახლა ამბობენ, „გადაკეთება“ შეიძლება. შესაძლებელია, მათ გარკვეული „ღირებულებები“ დაუწესდეთ, რასაც „ღირებულებებს“ ვერ დავარქმევთ, რათა ისინი იყვნენ როგორც ყველა სხვა და დაემორჩილონ მათ, ვისაც აქვს ძალაუფლება გააკონტროლოს მსოფლიოს უმეტესი…

მეტი...

“უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს,  რუსეთი არ დაიშლება“ – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ამ ომში უკრაინა გამარჯვებული გამოვა, საკუთარ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი დაიშლება. “რუსეთი დიდი, ამაყი, ძველი ქვეყანაა. რუსეთი არ დაიშლება, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო: დიდი ბრიტანეთის მიზანი, ნატო-ს მიზანი, უკრაინის ყველა მეგობრის მიზანი არ არის რაიმე კონკრეტული ცვლილებების მიღწევა მოსკოვში. ჩვენი მიზანია, დავიცვათ და დავეხმაროთ უკრაინას, რომ უკრაინა იყოს თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი. გზა, რომელსაც ბრიტანეთი ეძებს უკრაინის აღდგენაში დასახმარებლად, ისევე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად, უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე მისცემს უსაფრთხოებას რუსეთს და ეს შეიძლება,…

მეტი...

შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება სასიცოცხლიდ მნიშვნელოვანია

უკრაინაში მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება უწყვეტ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება, რადგანაც, შემდეგი პერიოდი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. „ბოლო პერიოდში, უკრაინა იღებს მძიმე შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ეს უნდა გაგრძელდეს. გვსურს ამაში მხარი დაგიჭიროთ, რადგან შესაძლოა, შემდეგი დღეები გახდეს გადამწყვეტი ამ ომში. სწორედ ამიტომ საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილებები. ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას. ყოველთვის ვიქნებით თქვენთან მხარდამხარ, იმიტომ, რომ ჩვენ საერთო ოცნებას ვიზიარებთ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა მიშელმა.  

მეტი...

რომელი ქვეყნები აცხადებენ თანხმობას, უკრაინას ტანკები მიაწოდონ?

პრეზიდენტი ზელენსკი მეგობარ ქვეყნებს ტანკებს სთხოვს. დღეს,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა და ის ქვეყნებიც დაასახელაბ, რომელიც მზად არიან უკრანა ტანკებით უზრუნველყონ. „ტანკების საკითხი ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია ჩვენთვია.  ის დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე და სამწუხაროდ, დამოკიდებული არ არის უკრაინის სურვილზე. რუსეთის ფედერაციის ათასობით ტანკის წინააღმდეგ ჩვენი სამხედროების სიმამაცე და უკრაინელი ხალხის მოტივაცია საკმარისი არ არის… პოლონეთი მზად არის, ასევე ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობა ქვეყნებისა, რომ უკრაინა ტანკებით უზრუნველყონ. ისინი მზად იყვნენ ეს აქამდეც გაეკეთებინათ. ჩვენ ყველა ველით იმ…

მეტი...

„ყირიმის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს“ –  რუსეთი უკრაინას აფრთხილებს

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინა ყირიმზე შეტევისთვის ემზადება. როგორც  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს არსებულ კონფლიქტს სხვა ფორმატში გადაიყვანს. „მსგავსი ქმედება ასახავს დისკუსიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასაშვებობის შესახებ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს. ამავდროულად, უკრაინას უკვე აქვს იარაღი, რომლითაც ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, ვგულისხმობ ჩვენს ახალ რეგიონებს. ეს პოტენციურად უკიდურესად სახიფათოა და ნიშნავს კონფლიქტის ახალ დონეზე გადაყვანას, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აცხადებს პესკოვი. – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 ერთეულ რაკეტას გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის რაკეტების გადაცემასთან დაკავშებით შეთანხმება მიღწეულია. ბენ უოლესის ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს. „თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება“, – აცხადებს მინისტრი.

მეტი...

რუსეთმა ქვეყნიდან ხორბლის გატანაზე კვოტები დააწესა  

რუსეთიდან ქვენები ხორბლის მოსავალს ულიმიტოდ ვერ გაიტანან. თებერვლიდან რუსეთმა კვოტები შემოიღო, რაც ქვენყიდან ხორბლის ექსპორტს ზღუდვას. როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ე.წ. სანქციები 15 თებერვლიდან ამოქმედდება. „შემოსულია ახალი ფაქტორი, რუსეთმა შემოიღო კვტირება, ანუ ქვეყნიდან ხორბლის გატანაზე დააწესა კვოტები. ეს“ სანქციები“ თებერვლის თვიდან ამოქმედდება.  კვოტა ნიშნავს ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბლის გატანას. შესაბამისად, ჩვენც ამაში ვხვდებით. გააჩნია რა რაოდენობის კვოტას მოგვცემენ საერთოდ. საქართველოსთვის ხორბლის ძირითად მომწოდებლად ისევ რუსეთი რჩება გეოგრაფიული მდებრეობიდან გამომდინარე, ყველაზე იაფი ქორბალი მოდის სწორედ რუსეთიდან.  აქ ლოჯისტიკა მნიშვნლოვანია, გეოგრაფულად ყველაზე ახლო…

მეტი...

„რისკი არსებობს, რომ წისქვილები ისევ გაჩერდეს“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

რუსეთის მიერ დაწესებული მცურავი ბაჟი საქართველოში ხორბლის შემოტანას აფერხებს. კერძოდ, წისქვილკომბინატები ისევ იმ რეალობის წინაშე დადგნენ, რომ ხორბლის შემოტანაზე უარი თქვან. როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, წისქვილების გაჩერების რისკი დიდია. „მარაგში არის 2 თვის ხორბალი, თუმცა, დღეს ისეთი ვითარებაა, როდესაც წისქვილები ელოდებიან ტრენდის ჩამოყალიბებას ხორბალი შემოიტანონ თუ ფქვილი. რუსეთის მიერ დაწესებული მცურავი ბაჟიდან გამომდინარე, იყო ტენდენცია, როცა აზრი არ ჰონდა ხორბლის შემოტანას და ამიტომ, წისქვილები გაჩერებულები იყვნენ. იცით რომ მცურავი ბაჟი ხორბალზე მოქმედებს და ფქვილზე – არა. რისკი, რომ წისქვილები გაჩერდება,…

მეტი...

,,ვიწყებთ მნიშვნელოვან შეხვედრას”- შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავიდა. მიშელი შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მართავს. ,,მივესალმები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს უკრაინაში. გმადლობთ მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის! ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან შეხვედრას,” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ,,მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”- შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება

მეტი...

ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 19 მარტს ჩატარდება. თოყაევის განკარგულებით, უფლებამოსილება შეუწყდათ თვითმმართველი ორგანოების დეპუტატებს. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება პრეზიდენტმა თოყაევმა 2022 წლის პირველ სექტემბერს მოსახლეობისადმი მიმართვისას დაანონსა.

მეტი...

,,განაჩენი აუცილებლად დადგება”- დავით არახამია

,,უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის: იარაღს, ფინანსურ, პოლიტიკურსა და იურიდიულ მხარდაჭერას,”- ასე ეხმიანება უკრაინის “რადას” ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია Telegram-ზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. არახამიას თქმით, უსეთი წააგებს და აგებს პასუხს ბუჩაზე, მარიუპოლზე, დნიპროზე, ხარკოვზე, დონბასსა და ყირიმზე. ,,ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და კიდევ ერთი ცუდი ამბავი საოკუპაციო ძალებისთვის. უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის: იარაღს, ფინანსურ, პოლიტიკურსა და იურიდიულ მხარდაჭერას. რუსეთი წააგებს და აგებს პასუხს ბუჩაზე, მარიუპოლზე, დნიპროზე, ხარკოვზე, დონბასსა და ყირიმზე. სასამართლო დარბაზში ვნახავთ ყველას, ვინც ბრძანებებს გასცემდა და…

მეტი...

,,სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას”- იუსტიციის სამინისტრო

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მითითებას და შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც განხორციელდა მის მიმართ გასროლა, –  ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. უწყების ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) არსებით ნაწილში. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართალდამცველთა მიერ ძალის/იარაღის გამოყენების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა შეესაბამება სტრასბურგის…

მეტი...

ფოკას მამათა მონასტერში, ფარავნის ტბაში ჯვრის ფორმის ყინული ამოჭრეს, მორწმუნეები ჩავიდნენ და განბანა შესრულდა   

ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ფოკას მამათა მონასტერში, ნათლისღების დღესასწაულზე განბანის რიტუალი დღესაც შესრულდა. მონასტერში ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა ფარავნის ტბაში ჯვრის ფორმის ყინული ამოჭრეს, ტბაში ჩავიდნენ და განბანის რიტუალი შესრულდა.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ქალს ევაკუატორი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – სამგორში 80-წლამდე ქალს ევაკუატორი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ”- ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სპეციალური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინი, არამედ  ალექსანდრ ლუკაშენკო, ასევე რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლული არიან ბავშვები, ქალები, კაცები, ოჯახები დაყოფილია. საავადმყოფოები განადგურებული, სახლები დანგრეული. სკოლები ნანგრევებად ქცეული. დღეს ევროპარლამენტი გამოვიდა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნის მოწოდებით. ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. ახლა“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი  რობერტა მეცოლა.    

მეტი...

,,სერგეი ლავროვი ყოველთვის იმ პერიოდში გამოჩნდება, როცა „ნაცმოძრაობაში“ ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია”- გია ვოლსკი

ოველთვის ლავროვი იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა “ნაცმოძრაობაში” ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს დაპირისპირების არსებული ხარისხის გათვალისწინებით. „რასაკვირველია, ლავროვი განცხადებას იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რომელსაც წარმოადგენს. ყოველთვის ლავროვი იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა “ნაცმოძრაობაში” ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებას და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება.…

მეტი...

ხანძარი ხელვაჩაურში – ცეცხლი სავარაუდოდ, ჩაის პლანტაციაში გაჩნდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციაში გაჩნდა. ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან. ამ დროისათვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.  

მეტი...

,,არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა…ჭორებს არის აყოლილი”- გია ვოლსკი

,,არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც არ უნდა იყოს, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი, არათუ აყოლილი – ჭორების შექმნის წყაროა თავად,” –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ”გვაბრალებენ ისეთ რამეს, რასაც არ ვაკეთებთ, ეს არის ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ საქართველოს თავდაცვითი პოზიცია, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას, არის სწორი და მართალი”. „არ შეიძლება „ფეიკ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით სვამდე შეკითხვას, თუ ამის წინასწარ გეგმა არ გაქვს. როგორ შეიძლება, როცა არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, რუსი ჟურნალისტის სტატიაზე, რომელიც თუნდაც, „ნიუ იორკ…

მეტი...

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

მომღერალი, კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, საკუთარი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს. ვახტანგ კიკაბიძე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.

მეტი...

,,არ შეიძლება საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს აწვდიდეს უკრაინას, ეს ომში ჩართვის ტოლფასია”- გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არ შეიძლება საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს, პროდუქციას აწვდიდეს უკრაინას. მისი თქმით, ეს ომში ჩართვის ტოლფასი გადაწყვეტილება იქნება. „ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი კასიანოვი თავად არის რაღაც არაადეკვატური განცხადებების მოყვარული ადამიანი – არაადეკვატურია მისი ქცევა და განცხადებები, ეს კასიანოვის განცხადება არ არის. ეს არის ადამიანთა ჯგუფის განცხადება, მათი პოზიციის გახმოვანება, რომ თურმე საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება არ სჭირდება. საქართველოს თურმე არაფერი სჭირდება, თუნდაც ის მწირი რესურსი, რაც თავდასაცავად არის აუცილებელი. საქართველო თავად არის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, რაც იმ ხელისუფლებამ…

მეტი...

,,საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან. საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,მოგვეცით იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ რაც ჩვენია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს. ამის შესახებ ზელენსკიმ ხუთშაბათს დავოსში ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეს ჩვენი მიწაა. ყირიმი ჩვენი ზღვა და ჩვენი მთებია. მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ რაც ჩვენია”, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ყირიმი. „რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ეს ტერიტორია და არა მხოლოდ ეს. არავინ ამბობს, რომ ურთიერთობები შეიძლება აღდგეს, მაგრამ მას შეუძლია გადაარჩინოს მათი ხალხის სიცოცხლე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში”- სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტის დარღვევას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლების ნათესავი, თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, გარდაიცვალა საავადმყოფოში, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც, დაკავებისას, სავარაუდოდ, ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა“. „სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ…

მეტი...

,,გმირები არ კვდებიან” – უკრაინის კულტურის მინისტრი

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა ქართულ ენაზე წარმოთქვა. ,,რუსეთ უკრაინის ომის დროს, ჩვენ ქვეყანაში, როცა იღუპებიან მებრძოლები, მაშველები, ექიმები, არტისტები ამბობენ, გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს. გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნა”, – განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა.  

მეტი...

,,არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო, იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ექიმებს ეჩხუბება და ოროთახიან ლუქსშია”- გურამ მაჭარაშვილი

,,რატომ თვლის კასიანოვი, რომ კვდება სააკაშვილი, საიდან მოაქვს ეს ცნობები, არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო, იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ექიმებს ეჩხუბება და ოროთახიან ლუქსშია,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებები რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მიმართ  მადლიერების გამომხატველი იყო და როგორც ჩანს მან ამის გამო უკრაინიდან საყვედური მიიღო. „კასიანოვი უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას, რომელიც შეურაცხმყოფელია, რადგან კარგად იცის, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში პატიმარი გათავისუფლდეს მეორე სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. კასიანოვმაც დაიწყო უკვე საუბარი სააკაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, რატომ თვლის კასიანოვი…

მეტი...

,,უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორებთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაშია ნათქვამი. ზელენსკის წერილი უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე წაიკითხა. ,,ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის, დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო, ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორებთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც…

მეტი...

10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტის დარღვევას. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საქმე ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლის ნათესავი თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ მხარდაჭერაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაკავების დროს დაჭრეს, როგორც ამტკიცებენ,…

მეტი...

,,ბუბა კიკაბიძეს ჰქონდა გამორჩეული უნარი, სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში”- ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი – „მიმინოს“ გმირები, – მეგობრობის ძეგლად ქცეულ…

მეტი...

,,საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი“- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, რადგან ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. „მიუხედავად იმისა, რომ ხშირი იყო მოწოდებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაც არაერთხელ მიგვისმენია, როგორ უნდა გესიამოვნოს ის, რაც ხდება უკრაინაში. ეს კატასტროფაა. ინგრევა ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. უმძიმესი მდგომარეობაა და ამას ძალიან განვიცდით. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და ვუსურვებთ მათ მშვიდობას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი“, –…

მეტი...

,,დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმერ პუტინი ცოცხალია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  დარწმუნებული არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი ცოცხალია. მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ტერიტორიები დიპლომატიის გზით გაეთავისუფლებინა. „დღეს მთლად არ მესმის, ვის ველაპარაკოთ და რაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება მწვანე ფონზე, ნამდვილად ის არის. მე მთლად არ მესმის, რომ ის ცოცხალია, გადაწყვეტილებებს ის იღებს თუ ვინ იღებს. რომელ პირთა წრე? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. მთლად არ მესმის, როგორ შეიძლება, ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს, მეორე დღეს კი სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. არ მესმის კარგად, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ვამბობთ…

მეტი...

,,რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ”- კახა კალაძე

დედაქალაქი მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. „თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და  პირდაპირი ფრენები დახმარება ადამიანებს მიმოსვლაში“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

ბათუმში მაღალსართულიანი შენობიდან ქალი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ბათუმში – 18 იანვარს ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლიდან 40 წლამდე ასაკის ქალი ჩამოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.  

მეტი...

,,თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის”- თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრეს-მდივანი, კარინ-ჟან პიერი აცხადებს, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის. კარინ-ჟან პიერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გერმანია არ გადასცემს უკრაინას ტანკებს, ვიდრე აშშ ქვეყანას არ მიაწვდის Abrams-ის ტანკებს. „როდესაც საქმე ეხება სხვა ქვეყნებს, პრეზიდენტს სჯერა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, უსაფრთხოების სფეროში დახმარების რა ნაბიჯებს გადადგამენ და რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის მაშინ, როდესაც უკრაინა საკუთარ თავს იცავს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგალითად, ჩვენ მივესალმებით გერმანიის ბოლო განცხადებას, რომ ისინი გაუგზავნიან უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს…

მეტი...