,,პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს”- ბილ ბროუდერი

„მაგნიტსკის აქტის” თანაავტორის და ფინანსისტის, ბილ ბროუდერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს.

მისი თქმით, ”პუტინს მხოლოდ ერთი რამ ადარდებს და ეს ძალაუფლებაში დარჩენაა, რადგან თუ ის ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ის ციხეში წავა, ფულს დაკარგავს და მოკვდება.”

„დასავლეთი განაგრძობს ფულის ხარჯვას და რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას. რუსეთი განაგრძობს ნავთოპროდუქტების უზარმაზარი რაოდენობით გაყიდვას და ამით ძალიან დიდ ფულს იღებს. სანამ ეს არ შემცირდება, ან შეწყდება, იქამდე პუტინს კვლავ ექნება ფული უკრაინელების დასახოცად.

ვლადიმირ პუტინმა ეს ომი თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად დაიწყო. კარგი ომი, ყოველთვის ეხმარება დიქტატორს. თუმცა, მან არასწორად გათვალა ის, თუ ძალთა რა სხვაობა იყო მის სამხედროებსა და უკრაინელებს შორის. ახლა ის კუთხეშია მიმწყვდეული, უკან დახევა ნამდვილად არ შეუძლია, არც ჯარის უკან გაწვევა, ან მოლაპარაკება შეუძლია. ასე რომ, ის გააგრძელებს ხალხის, იარაღის და სასოწარკვეთის უკრაინისკენ მიმართვას იმ იმედით, რომ სიტუაცია რაღაც ეტაპზე მის სასიკეთოდ შეიცვლება“, – აღნიშნა ბროუდერმა ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები