„თითქოს ჭკუაშემცდარი ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგეკთან“ ინტერვიუში  საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გადარჩა, მისი მომავალი უკრაინაშია. „პერსონალს აქ ვუყვარვარ. ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემს პაალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები, რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, რომ თითქოს ჭკუაშემცდარი ვარ“ – აცხადებს სააკაშვილი ინტერვიუში. მისივე თქმით, თუ გადარჩება, უკრაინაში წავა. „თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ მომავალს. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები…

მეტი...

სააკაშვილის თქმით, ადვოკატის ფული არ აქვს და ბინა უნდა გაყიდონ

„ახლა ფული არ გვაქვს“ – აცხადებს მიხეილ სააკაშილი გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, მის ოჯახს ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც არ გააჩნია. „მილიონები არ მაქვს გადამალული, დედაჩემი ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ფული არ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ“, – აცხადებს  სააკაშვილი ინტერვიუში.  

მეტი...

„ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“ – სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთ-ერთი, რასაც ის ნანობს, სანდრო გირგვლიანის საქმე და შს მინისტრის პოზიციაზე დატოვებაა. „2004 წელს საქართველო შეუმდგარი  სახელმწიფო იყო, უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც ბანკირ გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“ – აცხადებს სააკაშილი ინტერვიუში. სააკაშვილის თქმით, ვინც საქართველოში მისი ჩაოსვლა დაგეგმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტები იყვნენ

მეტი...

სააკაშვილის თქმით, ვინც საქართველოში მისი ჩაოსვლა დაგეგმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტები იყვნენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგელს“ ინტერვიუს აძლევს, სადაც საქართველოში მის ჩამოსვლასა და პრეზიდენტობის პერიოდზეც საუბრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი საქართველოში დაბრუნება, დიდი ლბათობით, რუსეთის აგენტებმა დაგეგმეს. „გამორიცხული არ არის, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები იყვნენ“ – ამბობს სააკაშვილი ინტერვიუში. მისივე თქმით, მისი საქართველოში დაკავება პუტინის და რუსეთის მაღალჩინოსნების დავალება იყო. „პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდენ, არამედ, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას. არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს…

მეტი...

რუსეთი ლატვიის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ლატვიის ელჩს რუსეთის ფედერაციას ატოვებინებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს ქვეყნის დასატოვებლად 2 კვირიანი ვადა მისცა. ელჩს შესაბამისი დიპლომატიური ნოტა უკვე გადასცეს. „ლატვიის ხელისუფლების პროვოკაციულ დემარშს დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის მიზნით, შედეგები მოჰყვება“ , – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.  

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩასვლაზე ფიქრობს

თეთრ სახლში ადასტურებენ რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩასვლას განიხილავს, თუმცა, ამ ეტაპისთვის შესაფერისი დრო არ არის. „ბაიდენს სურს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის“ – აცხადებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი  ჯონ კირბი CNN-თან. მისივე თამით, ჯო ბაიდენს პრეზიდენტ ზელენსკისთნამ მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. „პრეზიდენტი პრეზიდენტ ზელენსკისთამ ჭიდრო ურთერთობას ინარჩუნებს, სკამოდ ხშირად საუბრობენ. კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინა შეიარაღებით მოვამარაგოთ”, – აცხადებს კირბი.  

მეტი...

„21-ე საუკუნეში ადამიანი კვლავ არ არის საკმარისად დაცული“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ადამიანი კვლავ არ არის საკმარისად დაცული მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობისგან. „ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ვიხსენებთ მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს, რომლებიც ადამიანების იდეოლოგიურ გადაგვარებას შეეწირნენ. დღეს განგვიახლდა იმ ტკივილისა და სირცხვილის შეგრძნება, რომელსაც კაცობრიობა ჰოლოკოსტის დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ განიცდიდა. ჰოლოკოსტის სისასტიკის მიუხედავად, 21-ე საუკუნეში, ომებისა და იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო, სამწუხაროდ, ადამიანი, როგორც უზენაესი ღირებულება, კვლავ არ არის საკმარისად დაცული მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობისგან. დღევანდელი დღე მთელი კაცობრიობისთვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ არასოდეს დავუშვათ არაჰუმანური აზროვნების აღზევება, რამაც შეიძლება, ჰოლოკოსტის მსგავს კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ისანში ხანძარია

თბილისში, ისნის დასახლებაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მეორადი საბურავები იწვის, რომელიც ღია ტერიტორიაზეა განთავსებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობენ.  

მეტი...

11 ექიმს სერთიფიკატი შეუჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, 11 ექიმს სერთიფიკატი შეუჩერეს. საბჭოს სხდომა დღეს  გაიმართა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში…

მეტი...

თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე – რას აცხადებს დაკავებული

მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ უკვე 9 თვეა მისი ცოლი საელჩოშია დაკავებული. თეირანის პოლიციის უფროსის, გენერალ ჰოსეინ რაჰიმის განცხადებით, დაკავებული აზერბაიჯანელ ქალზე იყო დაქორწინებული. ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ნასერ კანანიმ თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ დამნაშავეს „პირადი მოტივები“ ამოძრავებდა. ცნობისთვის, დღეს დილით თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 1 ადამიანი კი დაშავდა.

მეტი...

,,დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე”- ”ემპათია”

,,იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად,”- ასე ეხმიანება ცენტრი „ემპათია“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესს – კონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.” „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგს, რომელიც მან 27 იანვარს ჩაატარა. აღნიშნულ ბრიფინგზე, მან განაცხადა, რომ „ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნის…

მეტი...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და ამავდროულად, უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია. „ქვეყანაში არსებობს 55 ათასი კურსდამთავრებული, მათი 80% კი უმუშევარია. ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“ პროფესიულ სასწავლებელში. მათ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პროფესიული სწავლების შემთხვევაში თავი ირჩინონ, მომავალი უზრუნველყონ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიული სასწავლებლების აღჭურვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, ამ კურსის დასრულების შემდეგ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს და…

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს განცხადებით, რუსეთისთვის 2014 წელს დაწესებული სანქციები, რომელიც ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე იყო მიმართული, 6 თვით, 2023 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ,,ამჟამად არსებული შეზღუდვები მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, სამრეწველო სპექტრზე, სატრანსპორტო და ფუფუნების საგნებზე. შემაკავებელი ზომები ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემისგან ჩახსნასა და კრემლის მიერ…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო და ტერიტორიული საფრთხისგან დასაცავად საჰაერო შეზღუდვის ზონები დააწესეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის გარკვეულ მონაკვეთებზე “საჰაერო შეზღუდვის ზონები” დააწესეს. შესაბამის დადგენილებას ხელი ე.წ პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა მოაწერა. დადგენილების ავტორების განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება “სამხედრო ან ტერორისტული სახის საფრთხეებისგან თავის დასაცავად მოხდა”. დოკუმენტის თანახმად, საჰაერო გადაადგილების აკრძალვა შემდეგი დაწესებულებებს საჰაერო სივრცეს შეეხება: ადმინისტრაციული შენობების კომპლექსებს, ნაცნობ დიპლომატიურ თუ საკონსულო დაწესებულებებს და სახელმწიფო ორგანოების საჰაერო სივრცეებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო (მათ შორის რუსულ) ინფრასტრუქტურას, თავდაცვისთვის განკუთვნილ სამხედრო ინსტალაციებსა, სახელმწიფო მარაგების შემნახველ ადგილებსა და სამობილიზაციო რეზერვებს”

მეტი...

,,ნატო სრულად ჩართულია რუსეთთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო სრულად ჩართულია რუსეთთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია. „ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი სრულად ჩართულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“, – განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვას თქმით, კიევი და დასავლეთი ყველაფრისთვის მზად არიან, რათა რუსეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ. „თქვენ ევროკავშირისა და ნატო-ს მოქალაქეები ნამდვილად სულელები გგონიათ? თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ტანკების გაგზავნით, რომელსაც ადამიანები უნდა მოემსახურონ, როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების პუნქტების ჩამოყალიბებით, მათ შორის საზღვარგარეთ უკრაინული საელჩოების ბაზებზე, თქვენ არ წარმოადგენთ კონფლიქტის მხარეს?“ –…

მეტი...

,,ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა”- შალვა პაპუაშვილი

,,კობა ნაყოფიას განცხადება არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გადაწეროს ისტორია. „ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გადაწეროს ისტორია. ცდილობს იმის შებრუნებასა და სხვა სახით წარმოდგენას, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“, თუკი დავფიქრდებით, ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და…

მეტი...

მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებული ვერტმფრენი მიწას დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებული Mi-8 ვერტმფრენი “მიწას დაეჯახა” მოსკოვთან ახლოს, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. “ვნუკოვოზე დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები”, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.  

მეტი...

,,უნდა შევქმნათ ჯარი, რათა ფრონტის ხაზზე გავიდეთ”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“- „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. „მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა. ჩვენ ამას დავიწყებთ გამარჯვებისთანავე და ეს იქნება, უკვე 30 რიცხვიდან. „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“. პირველი ნაბიჯი, რასაც გადავდგამ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი. კონსულტაციების შედეგად, ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პროცესში და გამოიყენებს როგორც საშინაო, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რესურსს, როგორც საგარეოს, ასევე ფინანსურსს. ამასთან, პარტიაში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდება და იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. გენერალურ მდივანთან ჩამოყალიბდება…

მეტი...

იულია ტიმოშენკო დუბაიში დააფიქსირეს – პოლიტიკოსი სკანდალში ეხვევა

”უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს ვიდეოს, საიდანაც ირკვევა, რომ პარტია “ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო დუბაიში ისვენებდა. ჟურნალისტმა ტიმოშენკო ერთ-ერთ პლაჟზე დააფიქსირა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტი­მო­შენ­კო ხე­ლოვ­ნურ კუნ­ძულ პალმ-ჯუ­მე­ი­რა­ზე მდე­ბა­რე ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო “კემ­პინ­სკის” ნო­მერ­ში ქმარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ტი­მო­შენ­კო კი­ევ­ში ხუთი დღის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.    

მეტი...

პუტინი ქუსლიანი ფეხსაცმლით – რას წერს უცხოური მედია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად ფეხსაცმლის გამო მოექცა. როგორც ”the times” წერს, პუტინს ისე ჰქონდა შერჩეული ფეხსაცმელი, რომ უფრო მაღალი გამოჩენილიყო. გარდა იმ ქუსლისა, რომელიც შესამჩნევი იყო, ფეხსაცმელს შიდა ფარული ქუსლიც ჰქოდა, რომელიც კიდევ უფრო მაღალს აჩენდა პუტინს. აღნიშნული ფეხსაცმელი პუტინს  ლომონოსოვის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ეცვა.

მეტი...

,,სამხარაულის დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს”- შალვა პაპუაშვილი

,,სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს “ემპათიის” დასკვნებში,” – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას. პაპუაშვილის თქმით, ყველას ახსოვს, თუ რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი ”ემპათიის” მხრიდან შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე. „გავიხსენოთ, შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე და გავიხსენოთ რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი – ეს იყო პირდაპირი სიყალბე, რაც მაშინ გვესმოდა ჩვენ ტელევიზიებიდან, ამ ორგანიზაციის მხრიდან. არ მინდა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს და არქივშიც ინახება თუ რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა, არამედ, პირდაპირი სიყალბის გავრცელება.…

მეტი...

მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. ნაწილობრივი შეზღუდვა 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

მეტი...

,,აშშ-ის პრეზიდენტს კონფლიქტის დასრულების გასაღები აქვს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების გასაღები აქვს. მისი თქმით, თეთრი სახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელს არ სურს ამ გასაღების გამოყენება, და „პირიქით, ის ირჩევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების გზას”. „თეორიულად, ბატონი ტრამპი შორს არ არის სიმართლისგან. აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია ამ კონფლიქტს ძალიან სწრაფად მოუღოს ბოლო, თუკი ის გამოიყენებს შესაძლებლობას და კიევის რეჟიმს მითითებებს მისცემს. საკმარისია, ვაშინგტონიდან კიევის რეჟიმს შესაბამისი ინსტრუქციები ჰქონდეს და ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. რა თქმა უნდა, არც ერთ დღეში, არც ორში, მაგრამ კიევის რეჟიმის გასაღები დიდწილად ვაშინგტონის ხელშია“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

პუტინი უკრაინაზე ახალ შეტევას თებერვალში ან მარტისთვის ამზადებს – მედია

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება. გამოცემის ცნობით, თავდასხმა თებერვლის ან მარტის თვეში უნდა დაიწყოს და მისი მთავარი მიზანი იქნება, კრემლმა მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რამდენიმეთვიანი უკან დახევის შემდეგ მათ სამხედრო ძალებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ომის მიმდინარეობაში ინიციატივა გამოიჩინონ. წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა შეიძლება მანამდე დაიწყოს, სანამ უკრაინა ევროპელი პარტნიორების მიერ დაპირებულ საბრძოლო ტანკებს მიიღებს. პუტინი გეგმავს, რომ ახალი თავდასხმით ზეწოლა გაზარდოს კიევზე, რათა უკრაინული მხარე გარკვეულ ზავზე დაითანხმოს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რუსული კონტორლის ქვეშ დარჩებიან.  

მეტი...

,,იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს”- მეუფე იაკობი

,,ვიღაცები ცდილობენ ხოლმე, რამე გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს,” – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. „ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში იმ ერის, ხალხის ინტერესი უნდა იყოს გატარებული, ვინც იქ ცხოვრობს. სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება, ვინმეს დავაწესებინოთ. მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს, ჩვენ რა გავაკეთოთ?! მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი არ დავჭამოთ.…

მეტი...

„გულგრილობას და სიძულვილს ერთად შეუძლიათ ბოროტების შექმნა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა პატივს სცემს ჰოლოკოსტის მილიონობით მსხვერპლს. ვიცით და გვახსოვს, რომ გულგრილობა სიძულვილთან ერთად კლავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. „გულგრილობას და სიძულვილს ერთად შეუძლიათ ბოროტების შექმნა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ, ვინც სიცოცხლეს აფასებს, უნდა გამოიჩინოს მონდომება, როდესაც საქმე ეხება მათ გადარჩენას, ვისი განადგურებასაც სიძულვილი ცდილობს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

მეტი...

,,სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული აშლილობა – მკურნალობა არ იქნება ეფექტური იმ გარემოში, სადაც თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ”- ბრიტანელი ფსიქიატრი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონისი იკითხება. მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალობა არ იქნება ეფექტური იმ გარემოში, სადაც არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და გრძნობს საშიშროებას. „2022 წლის ნოემბერში მე ვნახე მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში. მასთან დაახლოებით სამი საათი დავყავი. სრულად შევისწავლე მისი ანამნეზი, ჩავატარე კოგნიტური დეტალური შეფასება. კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების, ენის მხრივ და ვიზუალური-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მას აქვს პოსტტრავმული აშლილობა, ასევე ნეიროკოგნიტური აშლილობა. რამდენიმე შესაძლო მიზეზია, რასაც შეიძლება, აქამდე მივეყვანეთ. პირველი მიზეზი შეიძლება, იყოს…

მეტი...

,,მინდა ვიხილო ბოდიში ნოვაკ ჯოკოვიჩისგან”- უკრაინის ელჩი ჩოგბურთელს მოუწოდებს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

ავსტრალიაში უკრაინის ელჩი ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ვასილ მიროშნიჩენკო პროვოკაციად აფასებს ჯოკოვიჩის მამის ქმედებას, რომელიც ღია პირველობაზე  ფოტოს იღებს გულშემატკივრებთან ერთად, რომლებსაც რუსეთის დროშები უჭირავთ ხელში. „ვფიქრობ, მისთვის სპეკულაციების გასაქარწყლებლად მნიშვნელოვანია, გააკეთოს ძალიან ძლიერი განცხადება იმის შესახებ, თუ სად დგას იგი ამ ომში, და მინდა ვიხილო ბოდიშის მოხდა ნოვაკ ჯოკოვიჩისგან…რა თქმა უნდა, ვაჟი მამის ცოდვებზე პასუხს ვერ აგებს, მაგრამ შესაძლოა, მასაც იგივე აზრი ჰქონდეს, რაც მამამისს. ვფიქრობ, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას იგი“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა. მომხდარს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზაც გამოეხმაურა…

მეტი...

,,ძალაუფლების წყურვილი სტანჯავს და პარტნიორებსაც ეგოს კარნახით არჩევს”- ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილზე

„ტყუილია რომ კეზერაშვილს მხოლოდ საქართველოში დაბრუნება უნდა და პოლიტიკური სპექტრის კონტროლი – არა,” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კეზერაშვილს ”ძალაუფლების წყურვილი სტანჯავს და პარტნიორებსაც ეგოს კარნახით არჩევს”. „ტყუილია რომ კეზერაშვილს მხოლოდ საქართველოში დაბრუნება უნდა და პოლიტიკური სპექტრის კონტროლი – არა. ნახევარნაბიჯიანი ტყუილი.ჩვენთან კონფლიქტის ერთადერთი (სხვა არ არსებობს) მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მას ჩვენზე კონტროლი არ ჰქონია. კონტროლის სურვილით იმდენადაა შეპყრობილი, რომ ძალიან ძვირფასი სოციალური ქსოვილი დაგლიჯა და ურთიერთობები გააფუჭა.ჩვენთან ის ვერ ბლატაობდა და წესიერი, ერთმანეთის და საკუთარი თავის პატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობა მას…

მეტი...

,,გადაადგილების პრობლემა კოვიდდაავადებამდეც ჰქონდა”- ზურაბ ჩხაიძე

სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები, თერმოდინამიკული, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, კოვიდინფექია შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გადაადგილების პრობლემა მიხეილ სააკაშვილს კოვიდდაავადებამდეც ჰქონდა. „მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილს 24 იანვარს დაუდგინდა კოვიდინფექცია. აღენიშნებოდა კოვიდდაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, გადამოწმდა „პისიარ“ ტესტით და დადგინდა კოვიდინფექციის არსებობა. კონსულტირებულია სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, მათ შორის ინფექციონისტის მიერ, არაერთხელ შედგა კონსილიუმი. კოვიდის მიმდინარეობას რაც შეეხება, მიმდინარეობს შედარებით მსუბუქი ფორმით, ვინაიდან მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, თერმოდინამიკული მაჩვენებლები, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ყველაფერი შეფასდა კონსილიუმის მიერ და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა პალატაში. გადაადგილების პრობლემა…

მეტი...

,,მელიას გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას პარტიასთან კოალიციაში შევიდა”- გიორგი მუმლაძე

,,ნიკა მელიას გადაწყვეტილებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2022 წელს ადგილობრივ დონეზე, რამდენიმე ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას პარტიასთან კოალიციაში შევიდა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა. „მგონი, ახლა ეს არავისთვის არაა უცხო. 20 ივნისის მომწყობ ადამიანთან მსგავსი პოლიტიკური აქტის განხორციელება სამარცხვინო ფაქტია. ესაა ხალხი, რომელმაც პირდაპირ გაგვიმეტა სასიკვდილოდ, მოკლა ია კერძაია. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ დაერქვას სახელი, ბიძინა ივანიშვილის საქმის შემსრულებელი რუსი გიორგი გახარია, ამის ნაცვლად ნებისმიერი პოლიტიკური ალიანსი იყო კატასტროფა და ჩვენს ამომრჩევლებში მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მეტი...

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის ატომური ენერგიის სექტორისთვის დაწესებულ სანქციებს ვეტოს დაადებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის ატომური ენერგიის სექტორისთვის დაწესებულ სანქციებს ვეტოს დაადებს. მისი თქმით, უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სანქციები უკრაინას არ დაეხმარება და ეს ძალიან ძვირი უჯდებათ გადასახადების გადამხდელებს. ,,მე ვთხოვე ჩვენს თანამშრომლებს დაეთვალათ, თუ რა უჯდება უნგრეთს სანქციები. შედეგების მიხედვით კი, სანქციების გამო, უნგრეთი 3,760 მილიარდ უნგრულ ფორინტს დაკარგავს წელიწადში. ეს არის თუ რამხელა ზრდას კარგავს ქვეყანა”, – განაცხადა ორბანმა. ცნობისთვის, უკრაინული მხარე ევროკავშირის 27 ქვეყანას მოუწოდებს, რომ სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია ”როსატომი”.

მეტი...

,,ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნარვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ არ არის ნანახი პაციენტი”- შალვა ხაჭაპურიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სხდომა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახური სასამართლოს სამხარაულის მიერ მომზადებულ დასკვნას წარუდგენს. სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ”ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნარვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ ჰყავთ”. “ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, მათ უნდოდათ ექსპერტიზის ჩატარება, ამაზე მოსამართლემ უარი თქვა, ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, ამაზეც მოსამართლემ უარი უთხრა, გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნარვოლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ არ არის ნანახი პაციენტი, მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. იუსტიციის მინისტრის…

მეტი...

,,ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?”- გიული ალასანია

,,ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?“, – ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა სარწმუნო არ არის. მისი თქმით, „ემპათიას“ დასკვნას ძალიან ბევრმა პროფესიონალმა მოაწერა ხელი. „ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის. მათ მოსაზრებას უამრავი არგუმენტი სჭირდება. ის, რასაც მანამდე სხვა ექიმებისა და ექსპერტებისაგან თვეების განმავლობაში ვისმენდით, ყველაფერი დასაბუთებული იყო. ყველას გვარი და სახელი ვიცოდით. გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოდან ძალიან მაღალი…

მეტი...

რუსეთში საღებავის დეფიციტის გამო, ავტომწარმოებელი იძულებულია ყველა მანქანა ერთ ფერში შეღებოს

რუსეთში, საღებავის დეფიციტის გამო, რუსული ავტომწარმოებელი ”АвтоВАЗ” იძულებულია, ყველა მანქანა ერთ ფერში შეღებოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დეფიციტის გამო, ფურგონ Granta-ს მხოლოდ შავი საღებავით ღებავენ, Niva Travel კი მხოლოდ მუქი მწვანე იქნება. საღებავის გარდა, საავტომობილო კომპანიას პრობლემები საჭის ელექტრო გამაძლიერებელზეც შეექმნათ, ისინი მანქანებს გამაძლიერებლის გარეშე აწყობდნენ. სანქციების გამო პრობლემები შეიქმნა საბარგულის ჩამკეტებისა და კარის სახელურების მიწოდების საკითხშიც.

მეტი...