ბულვარში მანქანა ქვეითებს დაეჯახა, არის მსხვერპლი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა ბულვარში მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბულვარში მოსეირნე ქვეითებს დაეჯახა. მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილზე საპატრული ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია იმყოფება. ტერიტორია გადაკეტილია.  

მეტი...

დახარვეზებული ავტომანქანების რაოდენობა 200 000-ზე მეტია

მას შემდეგ, რაც მეორადი ტექინსპქტირება ფასიანი გახდა და სანქციებიც გამკაცრდა, მძღოლების ნაწილი ტექინსპექტირების ცენტრებს მიმართავს, თუმცა, დახარვეზებული ავტომანქანების რაოდენობა, რომელიც მოძრაობს 200 000-ზე მეტია. როგორც  „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დახარვეზების პირველი სამეული მაშუქი მოწყობილობა, გამონაბოლქვი და მუხრუჭია. „სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ტექინსპექტირების გარეშე და მუდმივად იხდიდნენ ჯარიმის საფასურს, ახალი რეგულაციების შემდეგ ჩაიკეტა. შედეგად, 20% -ით გაიზარდა  მომართვიანობა. ეს იყო მძღოლების პირველი შიშის ეფექტი თუ სხვა რამ,  შემდგომი პერიოდი აჩვენებს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რეგისტრირებული ავტომანქანების რაოდენობა მილიონ 600 000 -ია, ტექინსტეპრიტებას კი გადის 800…

მეტი...

,,მაკდონალდის” ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება“ – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, ,,მაკდონალდის” ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ფაქტს ვერაგობას და მზაკვრობას უწოდებს. „ცნობილი გახდა, რომ ,,მაკდონალდის” ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა. აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს. რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი კიევში შესვლაზე ფიქრობს

რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტი კიევში შესვლა-არშესვლის საკითხზე ხმამაღლა საუბრობს და რიტორიკურ კითხვასაც სვამს – საჭიროა თუ არა კიევში შესვლა. როგორც პუტინი აცხადებს, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თავად იცის. კითხვა კიევში შესვლა-არშესვლის საჭიროებაზე მან ირიბად სამხედრო თემაზე მომუშავე  კორესპონდენტებთან დასვა. „ჩვენი არმია კიევთან ახლოს იმყოფებოდა.  ჩვენ მაშინ შევთანხმდით  თუ როგორ უნდა მოგვარებულიყო არსებული ვითარება მშვიდობიანი გზით. თუმცა, ის (უკრაინამ) დაარღვიეს”. რაც შეეხება რიტორიკულ კითხვას, მან თავადვე გასცა პასუხი, რომ ეს მხოლოდ  მან იცის.

მეტი...

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე დაძლეულია. პირველ ეტაპზე, კენჭი უყარეს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა.  მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელ რედაქცია დადგა, რომელსაც  მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი იქნება. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მან პარლამენტის მიერ 9 თებერვალს…

მეტი...

ჭიათურაში, გაფიცული მაღაროელების მედიაციის პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო

ჭიათურაში, მაღაროში საწარმოო პროცესი შეჩერებულია. გაფიცულები  “ჯორჯიან მანგანეზისგან” ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე –  კომპანიის მენეჯმენტთან. როგორც ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

მეტი...

ბიზნესად და დასაქმების წყაროდ ქცეული სუროგაცია შეიზღუდება

ჯანდაცვის მინისტრს მოადგილე თამარ გაბუნია იმ ახალ რეგულაციეაზე საუბრობს, რაც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გააჟღერა. საუბარია სუროგაციის ჩარჩოებში მოქცევაზე. კერძოდ იმაზე, რომ სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. „აუცილებელია, საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკური ნაწილი. ის, რომ სუროგაციის და დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა უანგაროდ მიიღოს. ეთიკური მხარის მოგვარება იმდენად რთულია, რომ მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავენ. ჩვენ შემთხვევაში ეს არ იკრძალება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი გარანტია, რათა ვიცოდეთ თუ რა მომავალი ექნება ბავშვს და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ეს უნდა იყოს უანგარო საქმე,…

მეტი...

„სუროგაციის და დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა უანგაროდ უნდა მიიღოს და კომერციული ინტერესი არ უნდა არსებობდეს “ – მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ის სიახლეები, რაც სუროგაციის მიმართულებით საქართველოში დაინერგება, უანგარობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მინისტრის თქმით, სოციალურ ქსელებში განცხადებები სურაგაციისთვის დასაქმების კუთხით რისკის შემცველია. „მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი სიცოცხლე, რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს დაცული იყოს, როგორც მოქალაქეობრივი, ასევე ფიზიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, უწყებას შესაძლებლობას მისცემს, არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. სფერო კი ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან იქნება შესაბამისობაში, რომელთა ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გააჩნია. „ბოლო პერიოდში, როგორც საქართველოში, ასევე…

მეტი...

უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები და ექსპერტები ჩავიდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში  გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაიგზავნა, ისინი ადგილზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  გამომძიებელთა ჯგუფი ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის დანაშაულებზე, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგად დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა უკრაინას. ამ ეტაპისთვის, უკრაინაში ფრანგ სპეციალისტთა ხუთი ჯგუფი იმყოფება.

მეტი...

„ყველაზე დაბინძურებული მანქანაც კი შეიძლება საქართველოში შემოვიდეს და აქ დადიოდეს“ – გზებზე ავტომანქანების კონტროლი იწყება

საქართველოში 200 000-მდე ავტომანქანა დახარვეზებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა გადაადგილდებოდეს, თუმცა, მაინც გადაადგილდება. ეს რომ ასე არ გაგრძელდეს, გზებზე ავტომანქანების კონტროლი იწყება. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა. „დღემდე საქართველოშ რეგულაცია არ არსებობს. ყველაზე დაბინძურებული მანქანაც კი შეიძლება შემოვიდეს, საქართველოში დარეგისტრირდეს და აქ, ჩვენს გზებზე იაროს“ – აღნიშნა მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მან იმ მახინჯ პრაქტიკაზეც ისაუბრა, რაც ავტომანქანების ნაწილების ქირაობასა და ერთი დღით გამართვას უკავშირდება. „ხშირია შემთხვევები, როცა 1 დღით…

მეტი...

აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით – მედია

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სატანკო ჭურვების  გაღარიბებული ურანით გადაცემას გეგმავს. მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  რამდენიმე კვირის განმავლობაში  განხილვა მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რითი უნდა აღჭურვილიყო „აბრამსის“ ტიპის ტანკები. თეთრი სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჭურვების გადაცემის გამო ვაშინგტონი, შესაძლოა გააკრიტიკონ, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრი ფიქრობს, რომ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემისთვის ახლა სერიოზული წინაღობა არ დგას. „უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით,  ჭურვები გაღარიბებული ურანით ბევრად უფრო ეფექტურია ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.  

მეტი...

,,როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ალბათ თვითონ ისაუბრებს”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   „ეროვნული ბანკის შესახებ“  კანონში ცვლილებების პროექტზე  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უმრავლესობას მოუწოდა, არ დაძლიონ სალომე ზურაბიშვილის ვეტო. ,,მოგიწოდებთ არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და არ მიიღოთ კანონი, რომელიც დააზიანებს ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, როლმელიც შეთანხმებული იყო და აშ. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ამაზე“ – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.   პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის…

მეტი...

,,რისთვის გჭირდებათ ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია, აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა? – პოდოლიაკი

,,რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?”, – აღნიშნული კითხვით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ევროპას მიმასთავს. მისი თქმით, დღეს ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება. ,,რუსული აგრესია უკრაინაში გახდა შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის, რომ მომგებიანად გადაიარაღდნენ: უარი თქვან მოძველებულ იარაღზე და სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე ტექნიკის ახალი მოდელები მიიღონ. დღეს ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა თანამედროვე სამხედრო…

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა  კანონს უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმების შესახებ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონი ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან. შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავდა აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის სტატუსს, ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ კუჩმამ 2003 წლის დეკემბერში. იგი ძალაში შევიდა 2004 წლის აპრილში. დოკუმენტი ადგენდა, რომ აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია. შეთანხმება  განსაზღვრავდა აზოვის ზღვაში სახელმწიფო საზღვარს და აღნიშნულ აკვატორიაში გემების მიმოსვლას.

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან – პრიგოჟინი

კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინი განცხადებით, უკრაინის შეტევის პოტენციალი ამოწურვისგან შორსაა. მისი თქმით, შედეგები მას შემდეგ უნფა შეფასდეს, რაც მოწინააღმდეგე პოტენციალს ამოწურავს. „მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ ნებისმიერი შეტევა და მისი შედეგები უნდა შეფასდეს მას შემდეგ, რაც მტერმა ამოწურა შეტევითი პოტენციალი. რამდენადაც მე მესმის, უკრაინის შემტევი პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან. და ამიტომ, როგორც ამბობენ რუსეთში, ქათმებს შემოდგომაზე ვითვლით. გავა თვენახევარი ან ორი და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მიაღწიეს თუ არა მათ შედეგს, ”- განაცხადა პრიგოჟინმა.

მეტი...

გრიგორიადისმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლა მოიითხოვა – შემდეგი პროცესი 27 ივნისს გაიმართება

მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლა მოიითხოვა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა. მოსამართლემ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრალდებულმა სიტყვით გამოსვლის სურვილი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გამოთქვა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ წარადგინა სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა. პროცესზე ორი მოწმე, საქმის ექსპერტი და დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გიორგი მაისურაძე დაკითხეს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციელმა ჩვენება შეცვალა. გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართება. ცნობისთვი, 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის…

მეტი...

პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   „ეროვნული ბანკის შესახებ“  კანონში ცვლილებების პროექტზე  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს. პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად,  ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.  ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები  კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს

მეტი...

კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროში ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

მიმდინარე წლის 13 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა, კობა კობალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, შეხვედრა გამართეს ესპანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან_დავიდ მარტინეს გარსიასთან და ივან გონსალეს ტუნონთან, რომლებიც რადარებისა და ანტიდრონების მწარმოებელ კომპანიას “Kentaurus Defense და kentaurus Antidroens” -ს წარმოადგენენ. შეხვედრაზე, მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს:”ჩემთვის პატივია თქვენთან შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი შეხვედრაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, თუ შედეგიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ეს წაადგება, როგორც თქვენი, ასევე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას,”- განაცხადა შეხვედრაზე კობა კობალაძემ. “ჩვენ ვართ…

მეტი...

რუსეთმა ხერსონის ერთ-ერთ სოფელში ეკლესიის ტერიტორია დაბომბა – დაიღუპა სასულიერო პირი

რუსეთის ძალებმა  ხერსონის რაიონის სოფელ ბელოზერკაში მდებარე ეკლესიის ტერიტორიაზე დარტყმა განახორციელეს. შემთხვევის შედეგადა 72 წლის მღვდელი დაიღუპა, 76 წლის ქალი კი დაშავდა. გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 11:40 საათზე ოკუპანტებმა ბელოზერსკის ტერიტორიული თემის სოფელი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი განმარტავს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად ბელოზიორკაში დაზიანებულია ოთხი საცხოვრებელი სახლი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედნები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევამ შესაძლოა მოსკოვს მოლაპარაკებისკენ უბიძგოს – ბლინკენი

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას შეუძლია არა მხოლოდ გააძლიეროს კიევის პოზიციები მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, არამედ მოსკოვს მოლაპაკებისკენ უბიძოს. ,,უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შესაძლოა ორი რამ გააკეთოს. საკუთარი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან გააძლიეროს და შესაძლოა გამოიწვიოს პუტინის საბოლოო ფოკუსირება მოლაპარაკებებზე, მის მიერვე დაწყებული ომის დასასრულებლად,” – განაცხადა ბლინკენმა.  ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ რუსეთი მზად არის იმუშაოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის გარკვეულ ნაწილს არ ეთანხმება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი საერთოდ არ არის. ,,ვენეციის კომისიის დასკვნის რაღაც სამოტივაციო ნაწილის ერთ-ერთი ჩანაწერს ნამდვილად არ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად მინიშნებაა და არც კონკრეტულია და არც ზოგადია. ვიღაცა ავტორს შეიძლება რაღაცის მინიშნების გაკეთება უნდოდა, მაგრამ მინიშნებასაც რომ ჩავყვეთ, მტკიცებულებები არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი და ოლიგარქები არიან სხვები, სამწუხაროდ, მაგრამ არცერთ მათგანს საბედნიერო, მაგალითად პარლამენტზე და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს, იმიტომ, რომ მათი აგვლენის აგენტები არიან ოპოზიციაში”,  –…

მეტი...

მკვლელობა სანადირო თოფით – პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, თბილისში, პატარა ლილოს დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, სანადირო თოფით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული  იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

კახოვკას ჰესის განადგურების შემდეგ შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად დაეცა

კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად დაეცა და რკინის შემცველობამ ნორმას გადააჭარბა. ამის შესახებ ინციდენტის შედეგების ლიკვიდაციის უკრაინის შტაბში განაცხადეს. მედიის ცნობით, სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად სამ ადგილას ზღვის წყლის ნიმუშები აიღეს. სოფელ ნოვაია დოფინოვკაში მარილიანობა ნორმაზე 2,7-ჯერ დაბალი იყო. ლანჟერონისა და ბოლშოის შადრევნების სანაპიროებზე – 2,9-ჯერ. ეკოლოგი ევგენი სიმონოვი აღნიშნავს, რომ მარილიანობის შემცირება ცალსახად უკავშირდება კახოვკის ჰესის განადგურებას. „მასში 10 კუბურ კილომეტრზე მეტი მტკნარი წყალი ჩაისხა და ახლა ზღვის წყალშია შერეული. დნეპერის წლიური ნაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრია, აქ კი მაშინვე პლუს 10 კვირაში“, – განუცხადა სიმონოვმა კედრს.…

მეტი...

საქართველოდან 700 000 კატალიზატორია გატანილი – ნოე მეგრელიშვილი ‘‘მედიაცენტრ მთავარში”

„ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი იქნა გატანილი. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და  კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნოე მეგრელიშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით,  ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მასშტაბურია. „ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან, თუ არ ვცდები, დღემდე, 700 000 კატალიზატორი იქნა ქვეყნიდან გატანილი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, კატასტროფული მაჩვენებელია. რეგისტრირებული ავტომობილები დაახლოებით, მილიონ ნახევარია, მაგრამ გზაზე, რა თქმა უნდა, ამდენი არ დადის, ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით, მილიონი დადის ჩვენ გზებზე, 700 000 კატალიზატორი ძალიან მძიმე სურათია. სწორედ ამიტომ,…

მეტი...

,,თავიდან პუტინს ვთხოვე, მერე დაჟინებით მოვითხოვე მეგობრულად”- ლუკაშენკო ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება მისი დაჟინებული თხოვნა იყო. მისივე თქმით, იარაღის განთავსება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებისთვის დასჭირდა. ,,თავიდან პუტინს ვთხოვე. მერე დაჟინებით მოვითხოვე მეგობრულად – დამიბრუნეთ ეს იარაღი ახლა ეს ჩემთვის საკმარისია.. რატომ? იმიტომ, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამ სამყაროში არავის არ უომია ბირთვულ სახელმწიფოსთან. და მე არ მინდა რომ მათ ჩვენ დაგვიწყონ ომი. არსებობს ასეთი საფრთხე? კი და მე უნდა ავიცილო იგი თავიდან”, – განმარტა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მეტი...

,,აბა, სცადონ და არ მისცენ”- ფრიდონ ინჯია კანდიდატის სტატუსზე

“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სტატუსის მიღება დასავლეთის ინტერესში უფრო შედის. ,,დეოლიგარქიზაციის კანონი, ისევე, როგორც ის 12 მუხლი, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. და ამას აბამენ სტატუსის მიღებას. მე ასე ვფიქრობ, რომ სტატუსს საქართველოს მისცემენ. და ეს არის 99%. აბა, სცადონ და არ მისცენ. ეს იმათ ინტერესშია უფრო მეტად. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენ საქმეს თუ გავაკეთებთ და გავაგრძელებთ ისე, იმ ეკონომიკურ გარდაქმნებში, იმ ეკონომიკურ კანონებში, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ წინსვლას ქვეყნის, ჩვენ ეს გვჭირდება. რაც შეეხება ევროკავშირს და სხვა…

მეტი...

ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მეტი...

,,იმედს ვიტოვებ,  ლგბტ თემას ევროკავშირის წევრი სტატუსის მონიჭების პროცესში,  შანტაჟის იარაღად არ გამოიყენებთ”- ხუნდაძე

„ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებული ლგბტ პრაიდი ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე. „თუკი ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები  სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებლის – რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის  გასაქრობად სურთ. ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებული ლგბტ პრაიდი ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით“,- განაცადა ხუნდაძემ. მისი თქმით, ქართველებს არავისგან ესწავლებათ ტოლერანტობა და იმედი გამოთქვა, რომ ლგბტ თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მონიჭების პროცესში არ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს 14 ივნისს, ბრიუსელში გამართავს. ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია“.

მეტი...

„ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია, მისი შრომები დარჩება სანიმუშო მაგალითად” – მათიკაშვილი

,,ირაკლი კობახიძის შრომები მრავალი თაობისთვის დარჩება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები და განსაკუთრებით, მისი საუკეთესო ნაშრომი  – საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად. ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას ფრანკლინის კლუბის ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება, რადგან  ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი  მცდელობა მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.…

მეტი...

,,ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი!”- თინა ბოკუჩავა

დღეს რუსული ოცნება ევროპელ ქართველ ხალხს ართმევს ევროპულ მომავალს , – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების  გამო საქართველომ შესაძლოა დაკარგოს  შესაძლებლობა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ის, ასევე შეეხო ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონს  უკავშირდება. „ეს დასკვნა არის უკიდურესად მძიმე. ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი! მოწოდება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი – არ უნდა მიიღოთ ეს კანონი, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს  ევროპულ კანონმდებლობას, ვერ მოახდენს დეოლიგარქიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ეს ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ძირს უთხრის…

მეტი...

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

დღეს, 13 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა 13/14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ძლიერმა წვიმამ, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა_სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 პიროვნება კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის 600-ზე მეტი…

მეტი...

„გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. „გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს წამოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება ქვეყნის და არა…

მეტი...

,,როგორც კი ევროკომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს,  აღნიშნულ  კანონს მაშინვე გააუქმებენ. მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ევროკომისიის დასკვნასთან წინააღდეგობაში მოდის. ,,არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის, თუ ისინი ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისა, ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც გვეტყვის ევროკომისია. მაგრამ დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: კერძოდ, ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას ის ამბობს, რომ ჩვენ…

მეტი...

,,ფაქტია, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენთვის მთავარია, რომ ინსტიტუციური კრიზისი არ შეიქმნას ეროვნულ ბანკში, ამისთვის დაიძლევა ვეტო“,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ სურს იმაზე საუბარი, თუ რა ამოძრავებს საქართველოს პრეზიდენტს. „ჩვენ ვფიქრობთ, როგორც ვეტოს დადება, ასევე საბჭოს წევრების არწარდგენა რეალურად შედეგად გამოიღებს ხელოვნური კრიზისის შექმნას, სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ის კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. რა ამოძრავებს საქართველოს პრეზიდენტს, ამაზე საუბარი არ მინდა. თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები სწორედ ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, რის პრევენციასაც ჩვენ ვისახავთ მიზნად. ყველა შემთხვევაში, ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რომ არ მიეცეს ხელოვნურად კრიზის შექმნის საშუალება. ჩვენთვის მთავარია, რომ…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, მთავრობის მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია  დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს. ,,ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს. დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, მთავრობის მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარება,”- წერს გახარია. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული – ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

მეტი...