,,კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ მოვუსმენდით ჩვენს ოპონენტებს და მათი სურვილით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას”- მინისტრი

,,კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ მოვუსმენდით ჩვენს ოპონენტებს და მათი ნარატივით, მათი სურვილით, მათი ხედვებით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრული და  ხალხის, ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული. „ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული, ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყანა მშვიდობით, კეთილდღეობით ვატაროთ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. მოგწონთ თუ არა ეს, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თანხვედრაშია, თქვენგან ვერ მივიღებთ პრეტენზიებს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია კონსტიტუციურ ნორმად ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

ბათუმში, ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. მედიის ცნობით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათივე ინფორმაციით, მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა.

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში”- ხაბეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტიურად და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ,,დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს რეჟიმის დამარცხებაში,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.   ,,ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში”- მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აფხაზური გამოცემა Apsnypress-ის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდეგი ოპერირებისთვის რუსული იურიდიული პირი განახორციელებს.  

მეტი...

,,გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას”- მინისტრი

,,გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს,”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა. ილია დარჩიაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში,  კითხვის საპასუხოდ განმარტა თუ ვინ იგულისხმება “გლობალურ ომის პარტიაში”. ,,ყველას შეუძლია, ჩვენი ოპონენტებიდან თავი მიაკუთვნოს „ომის პარტიას“, რომელიც თავისი განცხადებებით, უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულებების გაზიარებით, საუბრით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროპულ მომავალს. საუბრობდით ევროკავშირის იმპერიის დაშლაზე, ჩემთვის უცნობია, რომელ გადაცემებს უყურებთ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი…

მეტი...

,,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა”- პროკურატურა გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა გორის რაიონული სასამართლოს გადაწვეტილებას, რომლითაც ბრალდებული ძალადობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურატურა განაჩენს  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ,,გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  ბრალდებული თ.კ დამნაშავედ ცნო დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და გაამართლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში. პროკურატურა  აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში  სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის…

მეტი...

,,გული კინაღამ გამისკდა, რა დღეში ჩამაგდეს – ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!”- თემურ ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია კომპანია ”მაკდონალდსის” მიერ, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. ჭყონიას თქმით, აღნიშნული განცხადება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ,,ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს… განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო – ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს – არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა…მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან…

მეტი...

„ვივამედის“ სასწაული, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში”- იაგო ხვიჩია სააკაშვილზე

”გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, ქართულ პოლიტიკაშვი დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მეტი დამაჯერებლობისთვის საავადმყოფოს ნაცვლად ციხის პალატიდან უნდა უხელმძღვანელოს პროცესებს. ,,ჩემი აზრით, ეს არის „ვივამედის“ სასწაული. ადამიანი, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.   ,,ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში”- მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

სააკაშვილის დაჯილდოება და ელჩის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები – რატომ დაიბარეს ნორვეგიის ელჩი საგარეო უწყებაში?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უწყებაში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა გადაწყვეტილებას,  რომელიც ეხებოდა ნორვეგიის ერთ-ერთი პარტიისგან მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას. მისი თქმით, ჯილდო მიენიჭა ადამიანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არსებობდა ქვეყანაში. „ერთი მხრივ, საკითხი ეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმარო. ადამიანს მიენიჭა ადამიანის უფლებებში ჯილდო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ადამიანის უფლებები პრაქტიკულად არ არსებობდა ამ ქვეყანაში. თუმცა, ელჩთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო…

მეტი...

,,საქართველოსგან შორს ხელი, თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში. ,,ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს მინდა გავახსენო, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას. მათი მესიჯების მიხედვით, ხან შავი ხვრელი იყო საქართველო, ხან სანქციების თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო თუნდაც ერთი ადამიანის მიერ სანქციისთვის…

მეტი...

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში სემეკის როლსა და მიზნებზე. „ვემზადებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის. სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში რამდენიმე ათეული ნორმატიული აქტი მიიღო. ამჟამად, კომისია განიხილავს 2 დოკუმენტს, ეს არის ქსელის წესები და ბაზრის წესებში ცვლილებათა პაკეტი, რომელთა დამტკიცების შემდგომაც მარეგულირებელი ჩარჩო სრულად იქნება მზად ბაზრის გახსნისთვის. აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ენერგეტიკაში, რაც…

მეტი...

,,რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში, თორნიკე რა ქენი ასეთი”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, ქართულ პოლიტიკაშვი დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. ,,რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში?! – მინდა მივმართო ჩვენს თორნიკე რიჟვაძეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ჩაერევა თუ ვერა? ვერ ჩაერევა. შესაბამისად ჯერ საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, უარი რომ თქვა ჯერ ეს უნდა თქვას, უნდა მოითხოვოს ჯერ საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ და ახლა არის წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარი. ქართულ ოცნებას გამოადგება თუ დაბრუნდა მოქალაქეობასაც თუ…

მეტი...

,,კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას”- სოფო ჭყონია

სოფო ჭყონია კომპანია ”მაკდონალდსის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, არც თვითონ და არც მამამისი, თემურ ჭყონია არანაირი პროპაგანდას არ ეწევიან. ,,მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ეხლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შერაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი. თუმცა, კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას! დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო,…

მეტი...

ავარია სოფელ რუხთან – დაიღუპა ორი ადამიანი

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

მეტი...

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ ხმაური იყო. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ უპასუხ ,,მანტია აქვთ მოსხმული, რომ  ესენი არიან თითქოს ევროპული ღირებულებების მატარებლები, მაგრამ სინამდვილეში, ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ და იმით აუპატიურებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეორე ხელში ცოცხი და ამით პატივს ყრიდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მაინტერესებს, ეს არის ევროპული ღირებულება ?” – განაცხადა ღუდუშაურმა. თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა იმის გამო, რომ რომ დეპუტატს ავტომატურ რეჟიმში, 30 წამით დრო გაუხანგრძლივა.…

მეტი...

,,ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აპირებს მონაწილეობა მიიღოს ყველა სასამართლოში, სადაც ფიზიკურად შეძლებს. მისივე თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. ,,ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ,…

მეტი...

ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები ნატოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები NATO-ს წევრ ქვეყნებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი “ერთიანი ვართ საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს: 1. ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას; 2. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ; მიგვაჩნია, რომ რუსეთის…

მეტი...

სასკიტი ჩხუბი მოზარდებს შორის – ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მოზარდები ერთამანეთს. კადრები მზიურშია გადაღებული.  ფიზიკური ანგარიშსწორების მონაწილეები სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას”- სალომე სამადაშვილი დარჩიაშვილს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიპარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. მინისტრს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ, რაზეც ილია დარჩიაშვილი პასუხოს გასცემს. ”ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა მინისტრს შემდეგი კითხვით მიმართა: ,,ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ან სქესის გადაკეთების დაკანონებას, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი,  კი თუ არა? ან რაიმე სხვა მოთხოვნა თუ არის, რომელიც არის შეუთავსებელი ჩვენს ღირებულებებთან, როგორც ამაზე ხშირად აპელირებენ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლის ხელისუფლებასაც თქვენ წარმოადგენთ. თუ შეიძლება, რომ განუმარტოთ საზოგადოებას”.  

მეტი...

,,შევიკრიბოთ კვირას 19:00 საათზე პარლამენტის წინ”- გიორგი გახარია

პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ცხოველების მხარდამჭერ აქციას უერთდება. ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ვიდეოს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ,,სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ბევრ რამეზე მოქმედებს, ამიტომ იმისათვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოდით შევიკრიბოთ კვირას 19:00 საათზე პარლამენტის წინ,” – აცხადებს გიორგი გახარია.

მეტი...

,,მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ პარტნიორულ ურთირთობებზე”- ილია დარჩიაშვილი

,,მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ პარტნიორულ ურთირთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ,,საქართველომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩართულობა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გამოვთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა ამ პროცესში და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც…

მეტი...

პუტინის გამოსვლის დღეს პეტერბურგის ფორუმზე მობილურ ინტერნეტს გათიშავენ

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მობილური ინტერნეტით სარგებლობას 16 ივნისს პლენარულ სხდომაზე ვერ შეძლებენ. ფორუმზე, სადაც  ვლადიმერ პუტინი ისაუბრებს, ”მედუზა” იტყობინება, რომ ღონისძიების დროს კომუნიკაციები შეფერხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული დრონების შესაძლო თავდასხმები. ციფრული განვითარების სამინისტროს ბრძანებით, ინტერნეტი ადგილობრივად გაითიშება – მხოლოდ ექსპოფორუმის საკონვენციო და საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც SPIEF სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ტარდება. ფორუმის ორგანიზატორი როსკონგრესის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო შესაძლებელია მობილური ინტერნეტის შეფერხება. „მობილური ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 2023 წლის 16 ივნისს SPIEF-ის ადგილზე იქნება მობილური მოწყობილობებიდან ინტერნეტით წვდომის დროებითი ნაკლებობა“, – ციტირებს TASS-ი ორგანიზატორებს.

მეტი...

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების პაკეტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის მოადგილის თქმით, კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება, ძლიერი მარეგულირებელი ორგანო და საკანონმდებლო ბაზა კი ერთგვარი პრევენციის მექანიზმი იქნება. „ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი…

მეტი...

პოლონეთში კოსმეტიკისა და ველოსიპედის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი კაცი, რომელიც მოპარული ნივთებით ვაჭრობდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულის სახელს ქურდობის კიდევ 7  ფაქტი უკავშირდება. ქართველმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკა მოიპარა, ზარალის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 9 300 პოლონური ზლოტი შეადგინა. მან მოიპარა კრემები და ლოსიონები, რომელთა ღირებულება თითქმის 2000 პოლონური ზლოტია. 46 წლის ეჭვმიტანილმა კოსმეტიკური საშუალებების გარდა, ბრენდირებული ველოსიპედიც მოიპარა. მას 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

პოლიციელს, რომელიც მანქანას ნასვამი მართავდა პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო საქალაქომ  პოლიციელ ვიტალი ზოიძეს, რომელიც ორ ადამიანს დაეჯახა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი  ბელორუსის მოქალაქეებს მანქანით შეეჯახა. ერთი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა ბათუმში 13 ივნისს მოხდა.

მეტი...

,,მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვეს! ეს იგულისხმა რიჟვაძემ” – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ეხმაურება. რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ ომი უწოდა. გია ვოლსკის თქმმით, მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ცხედრები ბრძოლის ველზე და ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ. ,,მთავარსარდალი, რომელმაც სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს თვალწინ და იქვე სტუმრის თვალწინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როდესაც შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა და უფრო მეტიც, იმ სამხედროებმა, რომლებიც დღეს სამხედროებადწოდებულმა ადამიანმა და მთავარსარდლადწოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ცხედრები, გმირულად დაღუპული ბიჭების ბრძოლის ველზე, ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ. მხედარმთავარი მიწაზე მოხოხიალე არის ლაჩარი!”, – აცხადებს ვოლსკი.  

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტერინარული კლინიკების, ვეტ. აფთიაქების, ზოომაღაზიებისა და ცხოველების სალონების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ცხოველების სტერილიზაციისა და რეგისტრაციის მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტერინარული კლინიკების, ვეტ. აფთიაქების, ზოომაღაზიებისა და ცხოველების სალონების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, სააგენტო აღნიშნულ დაწესებულებებში საინფორმაციო ხასიათის პოსტერებს განათავსებს. ამასთან, ბიზნეს სუბიექტები თავიანთ მომხმარებლებთან აღნიშნულ საკითხებზე სწორი კომუნიკაციის წარმოებაშიც ჩაერთვებიან. ,,მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, განახორციელოს ცხოველის იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია, ასევე, შერეული ჯიშის ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის სტერილიზაცია. შეგახსენებთ, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია სასარგებლოა თავად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, რადგან: პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ვაკისა და საბურთალოს რაიონების ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა. ,,ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე, სააგენტო მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.…

მეტი...

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ფეისბუქგვერდზე ”მაღაროელი” ვრცელდება. მაღაროელების პროტესტი უკვე მეთერთმეტე დღეა გრძელდება. 10 დასაქმებული მე- 5 დღეა შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მეტი...

პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 717 ლარამდე გაიზარდა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით, ანუ 270.1 ლარით გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით მეტია. ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი, ზრდამ 55.2 პროცენტი შეადგინა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი, გაიზარდა 21.6 პროცენტით. მშენებლობა – 2 145.5 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით. საქსტატის ცნობით 2023 წლის…

მეტი...

რუსეთში ლგბტ ადამიანების ქცევის შესასწავლ ფსიქიატრიულ ინსტიტუტს შექმნას აპირებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა შექმნას ფსიქიატრიული ინსტიტუტი ლგბტ ადამიანების ქცევის შესასწავლად. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა. „ახლა არის პრეზიდენტის ინსტრუქცია, რომ ჩვენი ფედერალური ფსიქიატრიის ცენტრის ბაზაზე შეიქმნას დამატებითი ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ ამ, არამედ ქცევითი სფეროების მთელ რიგს, მათ შორის სოციალურ ქცევას. შესაბამისად, ეს სფეროც შემდგომში იქნება აღებული. სავალდებულო მეცნიერული შესწავლა, გარდა იმისა, რასაც დღეს ვაკეთებთ“, – განაცხადა მურაშკომ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსეთში ფსევდომეცნიერული იძულებითი კონვერტაციის თერაპიის დანერგვა სურთ, რომელიც ადამიანებს სექსუალურ ორიენტაციას შეუცვლის.    

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც „ფორდ ფოკუსის“ მარკის ავტომობილს მართავდა, ნოვი ტომისლის პოლიციის პატრულმა მიცკევიჩის ქუჩაზე გააჩერა. ალკოტესტმა აჩვენა, რომ ქართველი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას მართვის მოწმობაც ჩამორთმეული ჰქონდა. ქართველს ხუთ წლამდე პატიმრობა და დიდი ჯარიმა ემუქრება.

მეტი...

,,მართვით სუნთქვაზეა, სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული”- როგორია პოლკოვნიკის მდგომარეობა, რომელსაც მეხი დაეცა

ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის  ჯანმრთელობის მდგომარეონა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება.  ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. ექიმის განცხადებით, აფრასიძეს მეხის დაცემის შედეგად, სერიოზული ტრამვა აქვს მიღებული. ,,მართვით სუნთქვაზეა, საკმაოდ სერიოზული ტრამვა აქვს მიღებული მეხის დაცემით. სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ, თუმცა ტრამვა საკმაოდ სერიოზულია. დამწვრობა გულ-მკერდზე და კიდურებზე აღენიშნება. მე-3 მე-4 ხარისხის დამწვრობები აქვს. ტრამვიდან ძალიან ცოტა დროა გასული, რომ რამე გადაჭრით ვთქვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული”,  – განუცხადა ექიმმა ტვ პირველს.…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება სტიქიის ზონაში – გურჯაანში გიორგი ბოტკოველს დაუპირისპირდნენ

გურჯაანში სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში, “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივნისა და დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის ჩასვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ბოტკოველს იაფასიანი პოპულისტი უწოდეს. თავისმხრივ, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მეტიჩართულობაა საჭირო. ,,მე იგივე პასუხიმსგებლობას ვგრძნობ ნებისმიერი გურაჯაანელის მიმართ და იმ გაჭირვებული ადამიანის მიმართ, ვინც დაზიანდა. ჩვენ ვხედავთ, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და ამასთან ერთად, კერძო სექტორია დაზიანებული, როგორც მოსავალი, ისე სახლები, შევარდნილია წყალი. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ დროული რეაგირებაა საჭირო,” – აცხადებს გიორგი ბოტკოველი ტვ პირველთან.

მეტი...

,,როცა ფულს დაკარგავს ყველა რუსი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები  აგრესიისთვის, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული”- ზელენსკი

,,როცა ფულს დაკარგავს ყველა რუსი პირი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯებიაქვს გადადგმული, რომლებიც ქვეყნის პოზიციებს რამდენიმე სფეროში ერთდროულად აძლიერებენ. „რუსეთის მსგავს დიქტატურებში ფული ყველაზე მაღალი ღირებულებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემსახურება მმართველ რეჟიმს ან რეალურად არის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელი. როცა ფულს დაკარგავს ტერორისტული სახელმწიფო და ყველა რუსი პირი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული – ისინი იგრძნობენ, რა არის დანაკარგი. ისინი არ სცემენ პატივს…

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა

დააკავეს კაცი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი ძაღლს მანქანიდან ესვრის, შემდეგ გადმოდის და დაჭრილ ცხოველს რამდენჯერმე ისევ ესვრის.

მეტი...