უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები და ექსპერტები ჩავიდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში  გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაიგზავნა, ისინი ადგილზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  გამომძიებელთა ჯგუფი ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის დანაშაულებზე, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგად დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა უკრაინას.

ამ ეტაპისთვის, უკრაინაში ფრანგ სპეციალისტთა ხუთი ჯგუფი იმყოფება.

მსგავსი თემები