,,ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის გარკვეულ ნაწილს არ ეთანხმება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი საერთოდ არ არის.

,,ვენეციის კომისიის დასკვნის რაღაც სამოტივაციო ნაწილის ერთ-ერთი ჩანაწერს ნამდვილად არ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად მინიშნებაა და არც კონკრეტულია და არც ზოგადია. ვიღაცა ავტორს შეიძლება რაღაცის მინიშნების გაკეთება უნდოდა, მაგრამ მინიშნებასაც რომ ჩავყვეთ, მტკიცებულებები არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი და ოლიგარქები არიან სხვები, სამწუხაროდ, მაგრამ არცერთ მათგანს საბედნიერო, მაგალითად პარლამენტზე და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს, იმიტომ, რომ მათი აგვლენის აგენტები არიან ოპოზიციაში”,  – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები