„უკრაინამ უნდა გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე“ –  იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პირობებით უკრაინაში მშვიდობა შეუძლებელია. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, უკრაინამ ბრძოლის ველზე პოზიციები უნდა გააძლიეროს. „მშვიდობა რუსეთის ფედერაციის პირობებით, ისევე როგორც კონფლიქტის გაყინვა მიუღებელია. უკრაინულმა მხარემ უნდა  გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის “ნაჩქარევი” სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს არ უჭერს. „ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ მშვიდობა რომ იყოს ხანგრძლივი, ის უნდა იყოს სამართლიანი… რაც მეტი ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება შეუძლია უკრაინას, მით უკეთესი კოზირი ექნება მოლაპარაკებების მაგიდასთან ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მეტი...

ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში მედიატორიც ჩაერთო, შეთანხმება ამ დრომდე  ვერ მოხერხდა. ერთ-ერთმა მაღაროელმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა. ფოტო სოციალურ ქსელშიც ვრცელდება. მეცამეტე დღეა, მაღაროელები გაფიცულები არიან. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, სამუშაო საათები შეუმცირეს, დღეში 8 საათი უნდა იმუშაონ, თუმცა, ამ 8 საათში იგივე საქმე უნდა შეასრულონ, რასაც ადრე, სამუშაო საათების შემცირებამდე აკეთებდნენ. პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს პირიც აქვს ამოკერილი. გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანია “ჯორჯიან მარგანეზის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ვერაფერზე შეთანხმდნენ.  

მეტი...

„ყველა დავალება შესრულებულია“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლს პასუხობს. როგორც დმიტრო კულება აცხადებს, ის შემდეგი ეპიზოდის მოლოდინშია. „ფაქტობრივად,  ყველა დავალება შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას, ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის დანაკარგები – უკრაინაში. რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე… ახლა პარტნიორებისთვის მთავარია, არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. მშვიდობის ფორმულა და უკრაინის აღდგენა – ეს ყველაფერი იქნება“, – ამბობს  კულება უკრაინის „დემილიტარიზაციის“ შესახებ პესკოვის განცხადების საპასუხოდ.

მეტი...

ქარიშხალმა და სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ  თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა. „ქინგ დევიდის“ აუზის გადახურვის ერთ-ერთი კონსტრუქცია მოწყდა და მანქანას დაეცა. მანქანა დაზიანდა, პატრული და სამაშველო სამსახური ადგილზე იყო მობილიზებული. დაზიანდა ელექტროკაბელები. დიღმის მასივში კი ქარმა ხე წააქცია.

მეტი...

უკრაინაში კაშხლის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება

კახოვკას კაშხლის ფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა  45-მდე გაიზარდა. ამ დრომ ვერ პოულობენ 30-მდე ადამიანს. დატბორილი დასახლებებიდან 4000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წყალში რჩება 10-მდე სოფელი.  

მეტი...

უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულია – დიმიტრი პესკოვი

უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულია, კიევი სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ,,ნამდვილად, უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული ”სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყების დროს და, როგორცპუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ეს ამოცანა ძირითადად შესრულებულია. უკრაინა ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან მას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.    

მეტი...

ოდესაში წყლის მდგომარეობის გაუარესების გამო ზღვაში ცურვა აიკრძალა

ოდესის საკრებულოში აცხადებენ, რომ წყლის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ოდესის პლაჟები ცურვისთვის შეუფერებლად გამოცხადდა. მერიაში აცცხადებენ, დაბინძურებული წყალი ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ოდესის სანაპიროებზე ზღვაში ცურვა აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება 17 ივნისს ტექნოგენური და გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების კომისიის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

მეტი...

რუსეთმა ომში 219 820 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 219 820 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ტანკი – 3984; ჯავშანტექნიკა – 7729; საარტილერიო სისტემა – 3847; ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 610; საჰაერო თავდაცვის სისტემა – 364; თვითმფრინავი – 314; ვერტმფრენი – 304; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3371; ფრთოსანი რაკეტა – 1211; გემი/ნავი – 18; სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6571; სპეცტექნიკა – 522

მეტი...

ბრაზილიაში ციკლონს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ციკლონს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის თვის თვის ჩვილიცაა. უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია 8 000-მდე ადამიანი. ვერტმფრენით 20 ადამიანის ძებნის პროცესი მიმდინარეობას, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან ქარიშხლის შედეგად გამოწვეული კოკისპირული წვიმის შედეგად. ცნობისთვის, სტიქია ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიოგრადე-დო-სულის შტატში იყო.

მეტი...

ჯო ბაიდენი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესის გამარტივების წინააღმდეგია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესის გამარტივების წინააღმდეგია. ბაიდენს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა  გაამარტივოს ნატო-ში გაწევრიანების წესები უკრაინისთვის. ,,არა. რადგან (უკრაინა) უნდა შეესაბამებოდეს საერთო სტანდარტებს. ამიტომ ამის გაკეთებას არ ვაპირებ”,- განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უკრაინული ჯარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს შეესაბამება. ,,ვფიქრობ, მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სამხედრო კოორდინაციის დემონსტრაციასთან. თუმცა არსებობს კითხვა, უსაფრთხოა თუ არა მათი სისტემა? ხომ არ არის კორუმპირებული? შეესაბამება თუ არა ის ყველა სტანდარტს, რომელსაც შეესაბამება ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა? ვფიქრობ, დააკმაყოფილებს,”- განაცადა ჯო ბაიდენმა.

მეტი...

,,მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას – LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას”- შაქარიშვილი ფრანკლინის კლუბის დაბადების დღეზე მისვლას აპირებს

,,მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას – LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!,”- ამის შესახებ ვატო შაქარიშვილი წერს. შაქარიშვილის თქმით, ფრანკლინის კლუბის  დაბადების დღეზე მისვლას აპირებს, რომელიც ს “კოკა-კოლას” ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე აღინიშნება. ,,ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს “კოკა-კოლას” ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც “მაკდონალდსმა” სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშვო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ “კოკა-კოლას” წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია,…

მეტი...

გაერო უკრაინის აღდგენისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს – დენის შმიგალი

უკრაინის აღსადგენად გაეროს განვითარების პროგრამა ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. „გაეროს განვითარების პროგრამა პარტნიორებთან ერთად აგროვებს 1 მილიარდ დოლარს უკრაინის აღდგენისთვის. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა აჩიმ შტაინერმა კიევში ჩვენი შეხვედრის დროს განაცხადა. გმადლობთ ამ დროული ნაბიჯისთვის!” – წერს დენის შმიგალი. მისივე თქმით, საუბარი შეეხო გადაადგილებული საწარმოებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საკითხს, რომლებმაც ომის დროს დაკარგეს ბიზნესი. უკრაინის პრემიერის განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ,,მადლობელი ვარ გაეროს განვითარების პროგრამის თანმიმდევრული დახმარებისთვის სრულმასშტაბიანი ომის დროს და ხელი…

მეტი...

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის სტაბილიზაციაა. როგორც ”ბიბისი” წერს, ვიზიტთან დაკავშირებით მხარეებს დაბალი მოლოდინები აქვთ. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მიზანი არის მაღალი დონის კომუნიკაციის ხაზების ხელახლა გახსნა და ურთიერთობების სტაბილიზაცია, რომლებიც დაიძაბა საჰაერო ბურთის ინციდენტის შემდეგ.

მეტი...

კახოვკის ჰესის გარღვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16-ს მიაღწია. მათგან 14 ხერსონის ოლქის მცხოვრელია, ორი კი​​- ნიკოლაევის რაიონის. 31 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ოკუპირებული ხერსონის მხარეს, დაღუპულთაგან 13 გოლაია პრისტანის, 12, ალიოშკი და ოთხი ნოვაია კახოვკის მკვიდრია. ცნობისთვის, კახოვკის კაშხალზე აფეთქება 6 ივნისს გამთენიისას მოხდა.

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს”- ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

 “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცადებას ეხმიანება, ქართულ პოლიტაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილის მსგავსმა ”მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს.” ,,ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდიმე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს. სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.   ,,ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში”- მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

პუტინმა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულება გამოაჩინა

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დოკუმენტი უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ მზადაა. როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს, ხელშეკრულება 18 პუნქტისგან შედგება და ის თურქეთში მომზადდა. აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება პუტინმა აფრიკის ლიდერებთან ოფიციალურ შეხვედრაზე წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს არის ხელშეკრულება უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ. მისივე განმარტებით, დოკუმენტი 2022 წლის ომის დასაწყისში სტამბოლში,  მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებზე მომზადდამ თუმცა, უკრაინამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და ჩაშალა. პუტინის თქმით, დოკუმენტი 18 მუხლისგან შედგებოდა და დანართში, ცალკე უნდა მომხდარიყო უკრაინის არმიის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა. “მოლაპარაკებაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს. უარი უკრაინულმა მხარემ თქვა და როგორც სჩვევია, ეს…

მეტი...

მოზარდი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა.  მაღალი სართულიდან მოზარდი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

სუროგაცია 25 000 დოლარად – მინისტრის მოადგილის განცხადებით, სუროგაცია-დონაცია უანგარო უნდა იყოს

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო. კომერციული ინტერესის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის, ზეგავლენის მოხდენისა და სხვა რისკები“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე თამარ გაბუნია. მისი შეფასებით,  რეპროდუქციით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის შემდეგ, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია ძალიან სწრაფად განვითარდა და თან იმგვარად, რომ  რეგულირება არ მოჰყვა, რაც ძალიან სარისკოა. ეს სერვისი, დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო. კომერციული ინტერესის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის…

მეტი...

„ამის შემდეგ ყველაფერი დასრულებულია –  შემოვიდნენ, შეამოწმეს, დალუქეს“ – მაია მახარაშვილი

„ჯანდაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს. მისი თქმით, გაუგებარია, რა წონის და ტიპის დარღვევებზეა საუბარი, როს გამოც, რეგულირება სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლოს თანხმობის გარეშე უნდა შევიდეს. „ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, ისეთი რა წონისა და ტიპის დარღვევებია, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ოპერატიულ შემოწმებაზე მიდის საუბარი. ეს კანონი თითქოს, ოპერატიულობის მოტივით არის შემოტანილი და არის ჩანაწერი, რომელიც ამ ცვლილებაში არსებობს, ანუ შემოსვლა ყველანაირი სასამართლოს ნებართვის გარეშე ძალიან დიდი უფლებამოსილებებით. არის არა მარტო შემოსვლა სასამართლოს ნებართვის გარეშე, არამედ აღსრულებაც ადგილზევე, ელექტრონული ჩეკით. ამის შემდეგ, ყველაფერი დასრულებულია, შემოვიდნენ, შეამოწმეს, დალუქეს,…

მეტი...

„არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ეუბნებიან, რომ დამატებითი  თანხა უნდა გადაიხადოს ან სახელმწიფო პროგრამიდან გავიდეს“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის – თამარ გაბუნიას განცხადებით,  კლინიკები პაციენტებს ზედმეტ თანხას სთხოვენ. როგორც გაბუნია განმარტავს, ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ასეთი შემთხვევების გამოვლენა და დაუყოვნებლივ აღსრულებაა. „სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების DRG მეთოდის ამოქმედების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი. ასეთ დროს, შესაძლებელია, კლინიკამ ზედმეტად გამოიყენოს გარკვეული კოდები, რომელსაც თან ახლავს, შედარებით, მაღალი ანაზღაურება. მონიტორინგისას, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებს ერთმანეთს ვადარებთ, ვნახულობთ, რომ საშუალო შესაძლებლობების კლინიკაში, რომელიც ვერ უნდა მართავდეს ძალიან რთულ შემთხვევებს და წარსულში არც არასოდეს ჰქონია ასეთი პრაქტიკა, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბევრად მეტი რთული შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ძალიან განვითარებულ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში.…

მეტი...