რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე 2 000 ლარით დააჯარიმეს

პარლამენტთან გამართული აქციების შედეგად, ორი ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს, მათ შორის 2 გუშინ. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დაკავებულის პროცესი გაიმართა, რომელსაც 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

აქციის მონაწილე, კახა ფირცხალავა ამბობს, რომ გდდ-ის თანამშრომლებმა ჩიტაძის ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა.

,,არც სამხრე კამერის ჩანაწერი აქვთ, არაფერი მსგავსი და აქეთ გაბრალებენ შეურაცხყოფას, გინებას, ფურთხებას, მერე გიტაცებენ, მიყავხარ და გაჯარიმებენ 2 ათასი ლარით. აბსურდი პოლიციელები ჰყავთ მოყვანილი, რომლებიც აქციაზე არ მყავდა ნანახი”, – ამბობს ფირცხალავა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, პოლიციელებმა სასამართლოს უერთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია სრულად გაიზიარა.

მსგავსი თემები