ჭიათურაში, გაფიცული მაღაროელების მედიაციის პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო

ჭიათურაში, მაღაროში საწარმოო პროცესი შეჩერებულია. გაფიცულები  “ჯორჯიან მანგანეზისგან” ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.

მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე –  კომპანიის მენეჯმენტთან.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

მსგავსი თემები